,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№672
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.010.481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 25/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.481

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №672

2007 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ., №66, მუხლი 578) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1 და №2).“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული ,,ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ ჩამოყალიბდეს დანართი №1 სახით;

გ) ბრძანებას დაემატოს დანართი №2 ,,ფინანსური მდგომარეობის შესახებ ცნობა“ თანდართული რედაქციით;

დ) წესის პირველ მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8. ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ შემდეგ ორგანიზაციულ კოდებზე:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;

ბ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი;

გ) წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა;

დ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები;

ე) დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედების, სტიქიური მოვლენების (მ.შ. 1991 წელს რაჭასა და ზემო იმერეთში მომხდარი მიწისძვრა) შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება.“;

ე) წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოთხოვნა წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი სახით მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. წერილს უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა დანართი №2-ის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

ა. ალექსიშვილი

 

 

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი

ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №

 

    20--- წლის ------ ---------------

 

___________________________________________________________________________________

(მხარჯავი დაწესებულება, ორგ. კოდი)

___________________________________________________________________________________

(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)

_________________________________________

                            (ცვლილების შინაარსი)

 

                                                                                                                                /ლარებში/

საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა ან ღონისძიება

ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი

ცვლილების თანხა +/-                                              (ზრდა, კლება)

დასახელება

ორგანიზაციული კოდი

დასახელება

წლიური თანხა

მ.შ. კვარტალები

 

 

 

 

1 კვ.

2 კვ.

3 კვ.

4 კვ.

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი

 

 

 

 

 

 

დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები:

 

1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან

2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი

4. დავალიანების დაფარვა

5. დანარჩენი ცვლილება

 

საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის                                   საბიუჯეტო დეპარტამენტის  

ფორმირების სამმართველოს უფროსი:                                       უფროსი:

 

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

ცნობა

ფინანსური მდგომარეობის შესახებ

რიცხვი __ თვე __ წელი __

 

ორგანიზაციული კოდი _____

დასახელება _______

 

სახაზინო კოდი ------------

 

ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი

გეგმა ნაზარდი ჯამით (I კვარტალი, 6 თვე, 9 თვე, წლიური)

ვალდებულება

რესურსი

მიმდინარე კვარტaლის გეგმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

 

შტამპი