,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№161
სარეგისტრაციო კოდი
220.030.010.18.011.010.486
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 26/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 220.030.010.18.011.010.486

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №161

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის  10 აპრილის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ  ასამოქმედებლად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ (სსმ III, №36, 17.04.01წ., მუხ. 291) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ,,ლიკვიდური აქტივები“ არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვს ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1061, 1062, 140, 141, 1502, 1512, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ერთობლივად, ჯამური თანხით ჩაითვლება საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის ამ წესით დადგენილი ,,ვალდებულებების“ თანხის არა უმეტეს 10%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: №141 და №1512 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული ,,ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

რ. გოცირიძე