⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2015)
გაუქმებულია:

საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2007
ძალის დაკარგვა 01.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №166
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.546
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 10/07/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,859 სიტყვა · ~39 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2007 მიღება
01.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 42.5pt 12.95pt 84.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.546 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №166 2007 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების თანდართული წესები დანართებითურთ. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გოცირიძე საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესები თავი I. უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და მათი გამოყენების წესები     მუხლი 1🔗. ძირითადი განმარტებები 1. უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებისას, ამ წესებში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტებები და გამოიყენება მოცემული წესების გაგების მიზნით: ა) ანგარიშსწორება – საბანკო დაწესებულებების ან სხვა საშუალებებით გადამხდელის სახსრების მიმღებისათვის გადაცემის მიმდევრობით შესრულების პროცესი; ბ) აქცეპტი – თანხმობა გადახდაზე, საგადახდო საბუთის განაღდებაზე გარანტიის მიცემა; გ) ბანკის აქცეპტი – ბანკის თანხმობა მიღებული საგადახდო საბუთების შესრულებაზე (მათი შესრულების გარანტიის ფორმა); დ) ბანკთაშორისი ანგარიშსწორება – ანგარიშსწორება საბანკო დაწესებულებებს შორის; ე) გადახდა – ფულადი ვალდებულებების დაფარვა ანგარიშსწორებით ან ურთიერთჩათვლით; ვ) გადამხდელი (გადამხდელი პირი) – საგადამხდელო სისტემის მონაწილე პირი, რომელიც აწარმოებს გადახდებს; ზ) გადამხდელი ბანკი – ბანკი, რომელიც ასრულებს გადამხდელის საგადამხდელო ოპერაციებს; ახდენს გადარიცხვას; თ) გადამხდელის ბანკი – ბანკი, რომელიც ემსახურება გადამხდელს; ი) გადარიცხვა – უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან მიმღების საბანკო ანგარიშებზე თანხების გადატანა წარმოებს საბანკო ან სხვა საანგარიშსწორებო ტექნოლოგიების მეშვეობით; კ) დროის რეალური რეჟიმი – საანგარიშსწორებო პერიოდში ელექტრონული საგადახდო საბუთების შესრულების და გადაცემის პროცესის უწყვეტად და დაუყოვნებლივ განხორციელება; ლ) ელექტრონული არქივი – საგადამხდელო სისტემის ან ბანკის საოპერაციო დღის პროგრამის მონაცემთა ისტორიული თარიღის ელექტრონული ასლი; მ) ელექტრონული საგადახდო საბუთი – კლიენტის ან ბანკის მიერ ფორმირებული ელექტრონული საბუთი, რომელიც წარმოადგენს ანგარიშსწორების მონაწილეთა შესაბამის ანგარიშებზე ოპერაციების შესრულების საფუძველს; ნ) ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა – კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით დამუშავებული სპეციალური სისტემის (ორგანიზატორის მიერ ტირაჟირებული) კრიპტოგრაფიული ალგორითმით ელექტრონული საბუთის დამუშავების შედეგად მიღებული სიმბოლოების მიმდევრობა, რომელიც ადასტურებს ელექტრონული საბუთის ნამდვილობას, მთლიანობას, ხელმომწერი პირის ვინაობას და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტითა და მხარეებს შორის ხელშეკრულებით; ო) ელექტრონული შეტყობინება – ელექტრონული საბუთი, რომელიც საანგარიშსწორებო ოპერაციის შესრულებისას უზრუნველყოფს თავისუფალი ფორმატის ინფორმაციის გაცვლას (დასტური, ამონაწერი ანგარიშიდან, შეტყობინება დაწუნებული ელექტრონული საგადახდო საბუთის შესახებ და სხვ.); პ) იურიდიული პირის რწმუნებული პირი – იურიდიული პირის ოპერაციების წარმოებისათვის უფლებამოსილი კანონიერი წარმომადგენელი; ჟ) ვადაში გაუნაღდებელი საგადასახადო საბუთების კართოტეკა – სახსრების უკმარისობის გამო განსაკუთრებულ აღრიცხვაზე მყოფი გაუნაღდებელი საგადახდო საბუთების ერთობლიობა; რ) „კლიენტ-ბანკის“ სისტემა – პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებსა და ორგანიზაციულ ღონისძიებებზე დაფუძნებული ელექტრონულ-ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო არხებით ელექტრონული ინფორმაციის მიღება/გადაცემას, მომზადებას, შექმნას, შემოწმებას, დაცვას, დამუშავებას; ს) მიმღები – საანგარიშსწორებო საბუთში ფულადი სახსრების მიმღებად მოხსენიებული პირი; ტ) მიმღები ბანკი – ბანკი, რომელიც ახდენს ფულადი სახსრების მიღებას; უ) მიმღების ბანკი – ბანკი, რომელიც ახდენს ფულადი სახსრების მიმღების მომსახურებას; ფ) პაკეტური რეჟიმი – საანგარიშსწორებო პერიოდში ელექტრონული საგადახდო საბუთების (საბუთის) ეტაპობრივად გადაცემა და შესრულება; ქ) რეესტრი – ობიექტების ჩამონათვალი, აღწერა, რეესტრული სია; ღ) საანგარიშსწორებო პერიოდი – საოპერაციო დღის ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც ხდება კლიენტურის საგადახდო საბუთების საფუძველზე ფულადი სახსრების გადარიცხვები მიმდინარე კალენდარული თარიღით; ყ) საბანკო ანგარიში – ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური სააღრიცხვო პოზიცია, რომელიც მოცემულ მომენტში პირის საკუთრებაა და გახსნილია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის საფუძველზე; შ) საბანკო კანონმდებლობა – საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები; ჩ) საბანკო წესები – საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წესები; ც) საბუთის უნიკალური კოდი (რეფერენსი) – სპეციალური კოდი, რომელიც ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებებით ავტომატურად ენიჭება თითოეულ ელექტრონულ საგადახდო საბუთს ქაღალდის საგადახდო საბუთიდან ელექტრონულ ფორმატში გადაყვანისას; ძ) საბანკო პლასტიკური ბარათი – საგადამხდელო ინსტრუმენტი, რომელიც არის საანგარიშსწორებო საშუალება საქონელზე ან მიღებულ მომსახურებაზე გადახდის განსახორციელებლად, ნაღდი ფულის მისაღებად, ვალუტის გასაცვლელად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ოპერაციების საწარმოებლად; წ) საგადახდო დავალება – ანგარიშის მფლობელის (გადამხდელის) მიერ საგადახდო საბუთის სახით გაფორმებული განკარგულება მისი მომსახურე ბანკისათვის, სახსრების მიმღების ამავე ან სხვა ბანკში გახნილ ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ; ჭ) საგადახდო საბუთი – კლიენტის მიერ ინფორმაციის მატერიალურ მატარებელზე (ელექტრონული მატარებელი, ქაღალდის ბლანკი ან სხვა) გაფორმებული საბუთი, რომელიც წარედგინება ბანკს ფულადი ვალდებულებების შესასრულებლად უნაღდო ანგარიშსწორების წესით; ხ) საგადამხდელო სისტემა – საგადამხდელო ურთიერთობების სუბიექტებს შორის ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციულ-ტექნიკური ფორმების, ფულადი სახსრების ანგარიშსწორების, ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობა; ჯ) საგადახდო საბუთის შესრულება – ვალდებულებების შესაბამისად, ფულადი სახსრების გადახდის განხორციელების პროცესი; ბანკის მიერ გადამხდელის დავალების რეალური „შესრულება“; ჰ) საგადახდო საბუთების შესრულების დაყოვნება (შეჩერება) – ბანკისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშსწორების პროცესის შეფერხება-დაყოვნება; ჰ.ა) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის (საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახური) მიერ ბანკისთვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე; ჰ.ბ) საკორესპონდენტო ურთიერთობა – სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შესაბამისად ბანკს უფლება აქვს გაუხსნას ანგარიში მეორე ბანკს და აწარმოოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებილი ოპერაციები; ჰ.გ) სანქცირებული გადახდა – გადახდა სანქცირებულია, თუ მას ახორციელებს სახსრების განმკარ-გველი პირი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების მიხედვით; ჰ.დ) საოპერაციო დღე – სამუშაო დღის ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც ბანკი ახდენს კლიენტურის, ან „კლიენტ-ბანკის“ სისტემით ელექტრონული საგადახდო საბუთების მიღებას და ანგარიშსწორებას; საოპერაციო დღის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ბანკი და აისახება ბანკის შიდასაბანკო წესებში (ან ბანკსა და კლიენტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში); ჰ.ე) საქართველოს საბანკო სისტემა – ეროვნული ბანკის, ეროვნული ბანკის ფილიალების, კომერციული ბანკების, მათი ფილიალების, საანგარიშწორებო ოპერაციების განმახორციელებელი არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების (საანგარიშსწორებო-საპროცესინგო კომპანია, ცენტრი, პალატა და სხვა იურიდიული პირი) ერთობლიობა; ჰ.ვ) უნაღდო ანგარიშსწორება – ანგარიშსწორება საგადახდო საბუთებით ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე; ჰ.ზ) „უქაღალდო“ ანგარიშსწორება (უქაღალდო ტექნოლოგია) – უნაღდო ანგარიშსწორება ელექტრო-ნული საბუთების საფუძველზე (ქაღალდის საგადახდო საბუთების გამოყენების გარეშე); ჰ.თ) ფულადი გზავნილი (საბანკო გზავნილი) – ცალკეულ ფიზიკურ პირებს შორის ბანკების საშუალებით ფულადი სახსრების, მათ შორის უცხოური ვალუტის გადაგზავნის მეთოდი, რომელიც არ მოიცავს გარიგების (შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების, მიწოდებული საქონლის საფასურის) თანხების ანაზღაურებას; ჰ.ი) ჩარიცხვა – მიმღების საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების გადატანა; ჰ.კ) ჩამოწერა – გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ამოღება, ჩამოწერა.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. უნაღდო ანგარიშსწორების წესები შემუშავებულია საქართველოს საბანკო კანონმდებლობის და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმებში, განსაზღვრავს ანგარიშსწორების ორგანიზებისადმი საერთო მიდგომას, აწესრიგებს უნაღდო ანგარიშსწორებას, ერთიან საბუთბრუნვას, საგადახდო საბუთების გამოყენებას, მათი შევსების, გაფორმების წესებს, ფორმატებს, არქივების წარმოებას, ადგენს საბანკო ანგარიშებით ოპერაციების წარმოების წესებს. 2. ეს წესები ვრცელდება სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ნებისმიერ ფიზიკურ (მათ შორის არასრულწლოვან ფიზიკურ პირებზე, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში) ან იურიდიულ პირზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე იმ ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით აქვთ ანგარიშის გახსნის უფლება (შემდგომში – კლიენტი). 3. ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ფარგლებში სახსრების ჩამოწერა ხორციელდება უაქცეპტოდ ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი საგადახდო საბუთების საფუძველზე. 4. კლიენტის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა ხორციელდება ანგარიშის მფლობელის მიერ განსაზღვრული რიგითობით, გარდა ბიუჯეტში და მასთან გათანაბრებული გადასახდელებისა (რიგითობის შესახებ იხილეთ მუხლი 5🔗). 5. კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ან კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ბანკს უფლება აქვს ანგარიშსწორება აწარმოოს გეგმური გადახდებით.     მუხლი 3🔗. საგადახდო საბუთების სახეები, მათი გაფორმება და გამოყენება 1. უნაღდო ანგარიშსწორებისას გამოიყენება: ა) საგადახდო დავალება; ბ) საინკასო დავალება; გ) დოკუმენტალური აკრედიტივი; დ) დოკუმენტალური ინკასო; ე) საბანკო პლასტიკური ბარათი; ვ) საანგარიშსწორებო ჩეკი. 2. საგადახდო საბუთები, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უნდა შეიცავდეს ისეთ რეკვიზიტებს, როგორიცაა: ა) საგადახდო საბუთის დასახელება; ბ) საგადახდო საბუთის ნომერი (№–– ) – საგადახდო საბუთის ნომერი მიეთითება ციფრებით; გ) საგადახდო საბუთის შევსების (გამოწერის) თარიღი (20–– წლის „––“ –––––––––) – მიეთითება საგადახდო საბუთის შედგენის თარიღი. დღე – ციფრებით, თვე – სიტყვით, წელი – ციფრებით. ელექტრონული საბუთის შედგენისას თარიღის ჩაწერა შეიძლება შემდეგი სახითაც – (დდ.თთ.წწ); დ) გადამხდელის დასახელება – მიეთითება სახსრების გადამხდელი იურიდიული პირის სრული დასახელება (სასურველია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ჩათვლით) ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი. გადამხდელის (იურიდიული პირის) დასახელების შემოკლება დასაშვებია, თუ ეს არ გამოიწვევს დასახელების შინაარსობრივ ცვლილებას და არ გაართულებს ბანკისა და კლიენტის მუშაობას; ე) საიდენტიფიკაციო ნომერი – გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. მიეთითება საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელისათვის ან ფიზიკური პირისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით); ვ) ანგარიში (დებეტი) – გადამხდელის ანგარიში ბანკში. ფიზიკური პირის შემთხვევაში დასაშვებია სხვა ანგარიშის (მაგ., სატრანზიტო და სხვ.) მითითება; ზ) გადამხდელის ბანკი – მიეთითება გადამხდელი ბანკის დასახელება; თ) ბანკის კოდი – ბანკის ან ბანკის ფილიალის კოდი, სადაც გახნილი აქვს ანგარიში გადამხდელს; ი) მიმღების დასახელება – მიეთითება სახსრების მიმღები იურიდიული პირის სრული დასახელება (სასურველია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ჩათვლით) ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი. მიმღების (იურიდიული პირის) დასახელების შემოკლება დასაშვებია, თუ ეს არ გამოიწვევს დასახელების შინაარსობლივ ცვლილებას და არ გაართულებს ბანკისა და კლიენტის მუშაობას; კ) ანგარიში (კრედიტი) – სახსრების მიმღების ანგარიში ბანკში; ლ) მიმღების ბანკი – მიეთითება სახსრების მიმღების ბანკის დასახელება; მ) ბანკის კოდი – ბანკის ან ბანკის ფილიალის კოდი, სადაც გახნილი აქვს ანგარიში თანხის მიმღებს; ნ) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ მინიჭებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი; ო) გადახდის დანიშნულება (ტექსტობრივად) მიეთითება გადახდის დანიშნულება (საქონლის, შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების დასახელება, სასაქონლო საბუთების, ხელშეკრულებების ნომრები, თარიღები, დამატებითი პირობები, წინასწარი გადახდები და სხვ.); პ) დამატებითი ინფორმაცია – სარეზერვო ველი დამატებითი ტექსტური ინფორმაციისათვის; ჟ) თანხა – მიეთითება გადასახდელი თანხა ციფრებით; რ) თანხა სიტყვით – სიტყვიერად (ტექსტობრივად) მიეთითება გადასახდელი თანხა. ამასთან, სავალდებულოა მიეთითოს სიტყვა „ლარი“, ხოლო „თეთრების“ მნიშვნელობა მიეთითება ციფრებით. თუ თანხა გამოსახულია მხოლოდ ლარებით, მაშინ თეთრების მითითება სავალდებულო არ არის. თანხის სიტყვიერად შევსება ხდება სტრიქონის დასაწყისიდან; ს) ხელმოწერები – ქაღალდის საგადახდო საბუთს ხელს უნდა აწერდეს პირი ან პირები, რომლებსაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით და საგადახდო საბუთებზე ხელმოწერის მათი უფლება დასტურდება მომსახურე ბანკში წარდგე-ნილი ხელმოწერის ნიმუშის ბარათით; ელექტრონულ საგადახდო საბუთს ხელს აწერს პირი (ან პირები), რომელიც საგადამხდელო სისტემაში რეგისტრირებულია ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის მფლობელად (სისტემის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესით); ტ) ბ.ა. – გადამხდელის ბეჭდის ადგილი. გადამხდელი ბანკში წარდგენილ საგადახდო საბუთს ბეჭედს იმ შემთხვევაში დაარტყამს, თუ მას მომსახურე ბანკისათვის ხელმოწერის ნიმუშის ბარათით წარდგენილი აქვს მისი ბეჭდის ტვიფრის ანაბეჭდი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ბანკები გადამხდელებისაგან ბეჭდით დამოწმებულ საგადახდო საბუთებს არ მიიღებენ; უ) ბანკის აღნიშვნები – ავსებს ბანკის პასუხისმგებელი შემსრულებელი; ფ) ბანკში შემოსვლის თარიღი – გადამხდელის მიერ საგადახდო საბუთის ბანკში წარდგენის თარიღი. ავსებს ბანკის პასუხისმგებელი შემსრულებელი შემდეგი ფორმატით (დდ.თთ.წწ); ქ) ხელმოწერა – ბანკის პასუხისმგებელი შემსრულებლის ხელმოწერა; ღ) შტამპის ადგილი – ბანკის პასუხისმგებელი შემსრულებლის მიერ საბუთის გაფორმების სისწორის შემოწმების და შესასრულებლად მიღების ან საბუთის გამოუთხოვადობის დამადასტურებელი შტამპი. ბანკის პასუხისმგებელი შემსრულებელი საბუთის გაფორმების სისწორის შემოწმების და შესასრულებლად მიღების ფაქტს ადასტურებს შტამპით „მიღებულია“, ხოლო თუ საბუთი გამოუთხოვადია – შტამპით „განაღდებულია“. 3. ბანკები ანგარიშებზე უნაღდო ოპერაციებს აწარმოებენ ელექტრონული ან ქაღალდის საგადახდო საბუთების საფუძველზე. კლიენტსა და მის მომსახურე ბანკს შორის შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია საგადახდო საბუთის ფაქსით მიღება. საგადახდო საბუთის ფაქსით მიღების შემთხვევაში არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებებს განსაზ-ღვრავს ბანკი. 4. ქაღალდის საგადახდო საბუთებით ანგარიშსწორებისას ბანკი შესასრულებლად იღებს ხელმოწერის უფლების მქონე პირების (ან ერთი პირის) მიერ ხელმოწერილ და ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებულ საგადახდო საბუთებს. საბუთზე ხელმოწერები (ხელმოწერა) უნდა შეესაბამებოდეს ხელმოწერის ნიმუშის ბარათში მოცემულ ხელმოწერებს (ხელმოწერას). 5. საგადახდო საბუთს ავსებს კლიენტი (გადამხდელი) ან ბანკი. საგადახდო საბუთის შინაარსისა და რეკვიზიტების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს. კლიენტის თხოვნით შევსებულ საგადახდო საბუთს კლიენტი ხელს მოაწერს შესაბამის ველში და ამით ადასტურებს, რომ საანგარიშსწორებო საბუთის ადეკვატურობისათვის კლიენტმა თვითონ აიღო პასუხისმგებლობა. 6. საოპერაციო დღეში საგადახდო საბუთები შესასრულებლად მიიღება დღის განმავლობაში, ბანკის მიერ კლიენტებთან მუშაობის დადგენილ საათებში. 7. საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტებისგან მიღებული საგადახდო საბუთების გატარება (ბალანსზე ასახვა) ხდება იმავე სამუშაო დღეს. საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ, სამუშაო დღის ბოლომდე შემოსული საბუთები გატარდება (ბალანსზე აისახება) მომდევნო სამუშაო დღეს. 8. ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობის შემთხვევაში, საგადახდო საბუთები შესასრულებლად მიიღება მათში აღნიშნული თანხის ოდენობის მიუხედავად. საინკასო დავალების და ბიუჯეტში გადასახდელების შემთხვევაში საგადახდო საბუთები შესასრულებლად მიიღება ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობის მიუხედავად. 9. უნაღდო ანგარიშსწორების ამ წესების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ საგადახდო დავალებებს ბანკი შესასრულებლად არ მიიღებს. ამასთან, არასწორად გაფორმებული საგადახდო საბუთის არმიღება, ბანკის მხრიდან წერილობით მოტივირებას არ საჭიროებს. 10. ბანკის პასუხისმგებელი შემსრულებელი, შესასრულებლად მიღებულ საგადახდო საბუთების გაფორმების სისწორის შემოწმების შემდეგ, „ბანკის აღნიშვნების“ ველში მიუთითებს საგადახდო საბუთის ბანკში შემოსვლის თარიღს, დაუსვამს შტამპს, ხელმოწერას და საბუთის ასლს გადასცემს კლიენტს. 11. კლიენტს უფლება აქვს გააუქმოს ბანკისათვის მიცემული დავალება, სანამ რეალურად არ მომხდარა მისი საბანკო ანგარიშებიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა. საგადახდო საბუთი ითვლება რეალურად გადარიცხულად (შესრულებულად) როდესაც: ა) კლიენტის მომსახურე საბანკო დაწესებულება ამ საბუთის კლიენტისათვის დასაბრუნებელ ეგზემპლარზე ასვამს შტამპს – „განაღდებულია“ (თუ ანგარიშსწორება ქაღალდის საბუთით წარმოებს); ბ) კლიენტის მიერ მის მომსახურე ბანკში ელექტრონულად წარდგენილი საბუთის საფუძველზე თანხა ჩამოწერილია კლიენტის ანგარიშიდან. 12. კლიენტის მიერ საგადახდო საბუთის გათხოვის წესი მოცემულია ამ წესების №1 დანართში. 13. ანგარიშსწორების დასრულების თვალსაზრისით, მიმღების წინაშე მიმღები ბანკის ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მის ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვის დასრულების მომენტიდან. მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვის წესი მოცემულია №2 დანართში. 14. იმ შემთხვევაში, როდესაც კლენტსა და ბანკს შორის უნაღდო ანგარიშსწორებისას ბანკს წარმოეშობა კლიენტის ანგარიშიდან მისი განკარგულების (საგადახდო საბუთის) გარეშე სახსრების ჩამოწერის ვალდებულება (მაგ., კლიენტის მიერ მისი ანგარიშიდან სახსრების უპირობოდ ჩამოწერის შესახებ უფლების ხელშეკრულებით ან წინასწარი განაცხადის საფუძველზე დელეგირება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახსრების იძულებით ჩამოწერის ვალდებულება, ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკიდან საგადახდო საბუთების ნაწილობრივი განაღდება, თანხების უკან, მიზნობრივი დანიშნულებით დაბრუნება და სხვ.), ბანკი ასეთი სახის ოპერაციებს ახორციელებს მის (ბანკის) მიერ შედგენილი საგადახდო დავალების საშუალებით, შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით: ა) „გადამხდელის“ ველში მიეთითება სახსრების გადამხდელი პირის სრული რეკვიზიტები; ბ) „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – მიეთითება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში; გ) „ანგარიშის ნომრის“ ველში მიეთითება გადამხდელის საბანკო ანგარიში; დ) „დანიშნულების“ ველში მიეთითება კლიენტის ანგარიშიდან მისი განკარგულების გარეშე სახსრების უდავო წესით ჩამოწერის საფუძველი; ე) საგადახდო დავალებას ხელს აწერს საბანკო დაწესებულების ის პასუხისმგებელი პირი (პირები), რომელსაც მინიჭებული აქვს საგადახდო საბუთების ხელმოწერის უფლება.     მუხლი 4🔗. ანგარიშსწორება საგადახდო დავალებებით 1. საგადახდო დავალების ელექტრონული წარდგენა: ა) ბანკში საგადახდო დავალების ელექტრონული შეტყობინებების სახით წარდგენა (ან მისი გამოსახულების გადაცემა) ხდება საგადახდო საბუთების ელექტრონულად გაცვლის შესახებ ელექტრონული სისტემების, პროგრამულ-კრიპტოგრაფიული დაცვების და ელექტრონულციფრული ხელმოწერების გამოყენების თაობაზე ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საგადახდო დავალების ელექტრონული შეტყობინებების სახით წარდგენისას, ბანკს ქაღალდის საგადახდო დავალება არ წარედგინება; ბ) ელექტრონული საგადახდო საბუთი ელექტრონული შეტყობინებების სახით გასაცვლელად უნდა შეესაბამებოდეს: ბ.ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს – ბანკთაშორისი ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ.ბ) კომერციული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს – სათავო ბანკსა და მის ფილიალებს შორის, აგრეთვე ბანკსა კლიენტებს შორის (კლიენტი-ბანკით, ინტერნეტით, მობილური ტელეფონებით ან სხვ.) ანგარიშსწორების შემთხვევაში; გ) ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემაში წარსადგენი ელექტრონული საგადახდო საბუთი უნდა შეიცავდეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ყველა რეკვიზიტს, გარდა იმ რეკვიზიტებისა, რომელთა გადატანაც ელექტრონულ ფორმატში შეუძლებელია (ბეჭედი, შტამპი, ხელმოწერები), ამასთან, იგი უნდა შეიცავდეს დამატებით რეკვიზიტებს – საბუთის უნიკალურ კოდს (რეფერენსს), ბანკში გატარების თარიღს, ელექტრონულციფრულ ხელმოწერას. ბანკის საოპერაციო დღის სისტემაში ელექტრონულ საგადახდო საბუთს შესაძლოა ჰქონდეს სხვა დამატებითი რეკვიტებიც (მაგ., შიდა ოპერაციების განმკარგულებლების და შემსრულებლებლების კოდები, სპეციალური სისტემური ნიშნები, მიმდინარე სტატუსი და სხვ.). ინფორმაციის კომპიუტერულ ტექნიკაში შეტანის დროს ელექტრონულ საგადახდო დავალებაში ძირითადი ველების შეტანა ხდება უშუალოდ ქაღალდის საგადახდო დავალებიდან, ხოლო დამატებითი ველების წარმოშობა (ან გამოძახება) ხდება სისტემური საშუალებებით (პროგრამულ-ტექნიკური საშუალებები); დ) საგადახდო დავალების ელექტრონული სახით წარდგენისას, სავალდებულოა დაცულ იქნეს მხარეთა შორის შეთანხმებული, არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები. არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები ითვლება შეთანხმებულად: დ.ა) როდესაც კლიენტმა ხელშეკრულებით აღიარა ბანკის მიერ შეთავაზებული არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები; დ.ბ) თუ კლიენტმა არ მიიღო ბანკის წინადადებები და ბანკს შესთავაზა დაცვის სხვა წინადადებები, რომლებიც ბანკისათვის აღმოჩნდა მისაღები. ასეთ შემთხვევაში არასანქცირებული გადახდების დაცვის მოქმედებებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს; ე) კლიენტის მომსახურე ბანკის მიერ კორესპონდენტ ბანკში გადაცემული სანქცირებული ელექტრონული საგადახდო დავალება ჩაითვლება შეცდომით გადაცემულად: ე.ა) როდესაც საგადახდო დავალების რეკვიზიტები არ შეესაბამება გადამხდელის საგადახდო დავალების რეკვიზიტებს; ე.ბ) როდესაც საგადახდო დავალება გადაცემულია განმეორებით; ვ) იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ მის მომსახურე ბანკში გადაცემული საგადახდო დავალება შეცდომითაა გადაცემული, კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეატყობინოს ბანკს აღმოჩენილი შეცდომის შესახებ. კლიენტმა შეტყობინებაში უნდა ასახოს საგადახდო დავალების რეკვიზიტები და მის მიერ გამოვლენილი არასწორი რეკვიზიტები; ზ) თუ ბანკს არ წარედგინა ასეთი შეტყობინება, არასწორი რეკვიზიტებით გადაცემული საგადახდო დავალება ჩაითვლება შესასრულებლად მიღებულად და ბანკი პასუხს არ აგებს მისი შესრულების შედეგად დამდგარ ფაქტზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ შეცდომით გადაცემული საგადახდო დავალების გამო მომსახურე ბანკმა განიცადა ზარალი, კლიენტი პასუხისმგებელია ბანკისათვის მიყენებული ფაქტობრივი ზარალისათვის.  2. საგადახდო დავალების ქაღალდით წარდგენა: ა) საგადახდო დავალება (მათ შორის საინკასო დავალება) ბანკში წარსადგენად ძალაშია მათი გამოწერიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში (გამოწერის დღის ჩაუთვლელად); ბ) საგადახდო დავალებები შესასრულებლად მიიღება კლიენტის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობის შემთხვევაში (გარდა ბიუჯეტის და მასთან გათანაბრებულ გადასახდელებზე წარდგენილი საგადახდო დავალებებისა, რომლებიც მიიღება კლიენტის ანგარიშზე თანხების არსებობის მიუხედავად და აღირიცხება ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკაში). საგადახდო დავალების კარტოთეკაში მოთავსების შემთხვევაში, საგადახდო დავალების ყველა ეგზემპლარის ზედა მარჯვენა კუთხეში კეთდება შენიშვნა კარტოთეკაში მოთავსების შესახებ, თარიღის ჩვენებით. ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკიდან საგადახდო დავალებების განაღდების წესები მოცემულია №3 დანართში; გ) ქაღალდის საგადახდო დავალების გაფორმება (დოკუმენტალური ოპერაციების გარდა) ხდება ამ წესების №8 და №9 დანართებში მოცემული ფორმით, რომელთა შევსების წესებიც მოცემულია №4 დანართში. ველები, რომელთა რეკვიზიტებსაც მნიშვნელობები არ გააჩნია, რჩება შეუვსებელი (არასაბიუჯეტო ანგარიშებზე გადარიცხვის ამსახველი საგადახდო დავა-ლებების ველები); დ) კლიენტის მიერ ამ წესების დაცვით შედგენილი ქაღალდის საგადახდო დავალება ბანკს წარედგინება ერთ ეგზემპლარად, რომელიც წარმოადგენს დედანს. საგადახდო დავალების კლიენტისადმი დასაბრუნებელი მეორე ეგზემპლარი (ან ნებისმიერი სხვა რაოდენობა, რომელსაც ბანკი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და აისახება ოპერაციების წარმოების შესახებ ბანკის მიერ გაცხადებულ პირობებში – შიდასაბანკო წესებში) არის მისი ასლი (გადაღებული ასლგადამღები ტექნიკით, სკანერით და ა.შ – თუ ასლის გადაღება შესრუ-ლებულია ხარვეზების გარეშე). საგადახდო დავალების დედანი რჩება ბანკში და წარმოადგენს ოპერაციის შესრულების საფუძველს, ხოლო ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის ხელმოწერით და შტამპით დამოწმებული ასლი, სავალდებულო წესით, უბრუნდება კლიენტს; ე) კლიენტის მიერ ბანკში წარდგენილ საგადახდო დავალების ნაწილობრივი შესრულების პირობის მითითება დაუშვებელია.     მუხლი 5🔗. ანგარიშსწორება საინკასო დავალებებით 1. უდავო წესებით თანხების გადახდევინებას (ჩამოწერას) ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანოები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პირებისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება. 2. სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებლები) გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების პირველი პირების ან შესაბამისი წესით დამოწმებული დუბლიკატების და სახსრების ჩამოწერის შესახებ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე (№9 დანართი), ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახური – მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების და საინკასო დავალების ბანკში წარდგენასთან დაკავ-შირებულ გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ბანკში წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი გაფორმებული უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. უდავო წესით სახსრების ჩამოწერის შესახებ საინკასო დავალების შესაბამის ველში უნდა მიეთითოს იმ ნორმატიული აქტის სახელწოდება და მუხლი (პუნქტი), რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სახსრების უდავო წესით ჩამოწერა. ამ ველში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობისათვის ბანკი პასუხს არ აგებს. 5. საინკასო დავალებაში დასაშვებია ერთსა და იმავე საბანკო დაწესებულებაში გახნილი გადამხდელის რამდენიმე ანგარიშის ერთდროულად მითითება (მათ შორის უცხოური ვალუტით). საინკასო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოწერა წარმოებს გადამხდელის იმ ანგარიშებიდან, რომლებიც მითითებულია საინკასო დავალებაში. დაუშვებელია ბანკმა საინკასო დავალებაში მითითებული სახსრების ჩამოწერა განახორციელოს გადამხდელის (კლიენტის) სხვა ანგარიშიდან, რომელიც მითითებული არ ყოფილა საინკასო დავალებაში. 6. საინკასო დავალებაში გადამხდელის რამდენიმე ანგარიშის (მათ შორის უხოური ვალუტით) მითითების მიუხედავად, საინკასო დავალებით წარდგენილი მთლიანი თანხა უდავო წესით ჩამოიწერება ერთხელ. თანხის ერთჯერადი ჩამოწერა შესაძლებელია როგორც ერთი რომელიმე ანგარიშიდან, ისე საინკასო დავალებაში მითითებული ანგარიშებიდან ჯამურად. 7. საინკასო დავალება, რომელშიც მოცემულია გადამხდელის რამდენიმე ანგარიში, პირველ რიგში, შესრულდება (განაღდდება) იმ ანგარიშიდან, რა ვალუტითაც არის წარდგენილი უდავო წესით გადასახდელი თანხა. თუ წარდგენილი ვალუტით არ არის საკმარისი თანხა შესაბამის ანგარიშზე, საინკასო დავალება შესრულდება ბანკის მიერ შერჩეული ანგარიშიდან (ანგარიშებიდან). 8. სხვა ვალუტით გახსნილი ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისას, კონვერტაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხოლო ბანკსა და კლიენტს შორის ანგარიშსწორების საკომისიო (გადარიცხვის საკომისიო, კონვერტაციის საკომისიო) განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფებით. 9. უდავო წესით სახსრების ჩამოსაწერად აღმასრულებლების სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალება ან საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურის საინკასო დავალება, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ან საფოსტო გზავნილით, წარედგინება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულების ქვედანაყოფს, რომელშიც წარმოებს მოვალის ანგარიში. 10. საინკასო დავალების წარმდგენი პირის (პირების) სამსახურებრივი უფლებამოსილების დადგენას საბანკო დაწესებულება ახდენს პირადობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე. პირადობის დამადასტურებელი საბუთები გაცემული უნდა იყოს საინკასო დავალების წარმომდგენი ორგანოს მიერ. პირადობის დადგენა შეიძლება განახორციელონ საბანკო დაწესებულებების კანცელარიის, საოპერაციო ან იურიდიული დეპარტამენტის (განყოფილების) თანამშრომლებმა. წარმომდგენის ვინაობის დადგენის გარეშე საბანკო დაწესებულება არ მიიღებს შესასრულებლად სააღსრულებო საბუთებს. 11. საინკასო დავალებას ბანკი მიიღებს შესასრულებლად მოვალის საბანკო ანგარიშზე სახსრების არსებობის მიუხედავად. საბანკო ანგარიშზე სახსრების უკმარისობის შემთხვევაში დავალება აღირიცხება ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკაში და განაღდება მოხდება სახსრების შემოსვლის კვალობაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, მე-15 პუნქტში მითითებული რიგითობით. 12. საინკასო დავალების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ბანკი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 13. უდავო წესით თანხების გადახდევინების საფუძვლიანობისა და სამართლიანობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახსრების ამომღებს და ამდენად ბანკი არ არის ვალდებული განიხილოს გადამხდელის პრეტენზიები სახსრების უდავო წესით ჩამოწერის თაობაზე. 14. ამ მუხლის მოთხოვნების არასრულყოფილად დაცვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება უდავო წესით თანხის ჩამოსაწერად წარდგენილ საინკასო დავალებას დაუბრუნებს წარმომდგენს, ამ დავალების შესრულებაზე მოტივირებული უარის თქმის შესაბამისი თანმხლები წერილით. 15. უდავო წესით სახსრების ჩამოწერის უფლებამოსილების მქონე ორგანოების საინკასო დავალებებს ერთმანეთის მიმართ აქვს გარკვეული უპირატესობა, კერძოდ: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროს, საგადასახადო და საბაჟო სამსახურის მიერ წარდგენილ საინკასო დავალებათა შორის უპირატესობით სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის საინკასო დავალება და მისი შესრულება უნდა განხორციელდეს პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, სხვა საინკასო დავალებებთან შედარებით რა ვადაში იყო წარდგენილი იგი; ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი საინკასო დავალებები თანაბარი დონის საანგარიშსწორებო დოკუმენტებია და მათი შესრულება უნდა განხორციელდეს ქრონოლოგიური რიგითობის მიხედვით; გ) სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი საინკასო დავალების შესრულება უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული ორგანოების მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულების შემდეგ ქრონოლოგიური რიგითობით. 16. ბანკის კლიენტების საბანკო ანგარიშზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ კლიენტის მომსახურე ბანკში ყადაღის დადების დოკუმენტის წარდგენისას, ჩერდება ყველა საინკასო დავალების შესრულება საქართველოს ეროვნული ბანკის საინკასო დავალების ჩათვლით. კლიენტის საბანკო ანგარიშზე რამდენიმე ყადაღის აქტის ფარგლებში საინკასო დავალების წარდგენისას, საინკასო დავალებათა შორის უპირატესობის საკითხი არ დგება, რადგან ერთი ან მეტი ყადაღის აქტი ანგარიშზე გამორიცხავს ნებისმიერი აქტიური საბანკო ოპერაციის შესრულებას. 17. მრავალსტრიქონიანი საინკასო დავალების წარდგენის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება თანხების ჩამოწერას უზრუნველყოფს დავალებაში სწორად მითითებული საბანკო ანგარიშებიდან, ხოლო საინკასო დავალებაში არასწორად მითითებული საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) შესახებ არა უგვიანეს მისი მიღების მეორე სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს მის წარმომდგენს.     მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება აკრედიტივებით 1. გადამხდელსა და მიმღებს შორის აკრედიტივით ანგარიშსწორება რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დამკვიდრებული წესების შესაბამისად. 2. დოკუმენტალური ოპერაციებით სარგებლობის პირობები მოცემულია №5 დანართში. 3. ბანკს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტივის გახსნის თაობაზე, თუ კონკრეტული აკრედიტივის გახსნა ბანკისათვის დაკავშირებულია რამე რისკთან. 4. აკრედიტივით ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომებისათვის ბანკები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ბანკისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოქმნილ პრეტენზიებს აკრედიტივის დავალების მიმცემი (გადამხდელი) და სახსრების მიმღები განიხილავენ ბანკის მონაწილეობის გარეშე.     მუხლი 7🔗. ანგარიშსწორება საბანკო პლასტიკური ბარათებით საბანკო პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება რეგულირდება საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ დებულებით, კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბანკებისა და პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მომწოდებელ კორპორაციათა მიერ შემუშავებული წესების შესაბამისად.     მუხლი 8🔗. ანგარიშსწორება ჩეკებით საანგარიშსწორებო ჩეკებით ანგარიშსწორება რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ბანკების მიერ შემუშავებული შიდასაბანკო წესებით და ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.     მუხლი 9🔗. უნაღდო ანგარიშსწორება ფიზიკური პირის მიერ 1. ამ წესებში გამოყენებული ტერმინი – „ფიზიკური პირი“ გულისხმობს პირს, რომლის მიერ წარმოებული უნაღდო ანგარიშსწორება არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან. 2. ეს წესები აწესრიგებს ფიზიკური პირის მიერ როგორც ქვეყნის შიგნით (ეროვნული და უცხოური ვალუტით), ისე მის საზღვრებს გარეთ უნაღდო ანგარიშსწორებას ხელშეკრულების საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშების მეშვეობით (მიმდინარე, ანაბრის ან საბანკო პლასტიკური ბარათის ანგარიში) ან საბანკო ანგა-რიშის გახსნის გარეშე (ხელშეკრულების გარეშე). 3. საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ანგარიშით უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები ა) საბანკო ანგარიშით უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელებისას ფიზიკურ პირს უფლება აქვს ისარგებლოს უნაღდო ანგარიშსწორების ნებისმიერი ფორმით, ამ წესების თავისებურებების გათვალისწინებით; ბ) ბანკის მიერ ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშიდან სახსრების ჩამოწერა ანგარიშზე არსებული სახსრების ფარგლებში ხდება ანგარიშის მფლობელის განკარგულების (საგადახდო დავალების) საფუძველზე ან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მისი განკარგულების გარეშე; გ) ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე სახსრების უკმარისობის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს ოპერაცია აწარმოოს ფიზიკური პირისათვის გაცემული კრედიტის ხარჯზე; დ) ფიზიკური პირი უფლებამოსილია მისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს როგორც იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, ისე სხვა ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე, ან განახორციელოს ბიუჯეტის ან სხვა გადახდა, სხვა არამეწარმე ფიზიკური პირის მაგივრად; ე) ფიზიკური პირის საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ნაწილობრივ ანაზღაურება დაუშვებელია; ვ) ფიზიკურ პირს უფლება აქვს მის ანგარიშზე არსებული სახსრების განკარგვის უფლება მინდობილობის საფუძველზე მიანიჭოს სხვა ფიზიკურ პირს (ნდობით აღჭურვილ პირს). მინდობილობის გამცემ ფიზიკურ პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მინდობილობის მოქმედების ვადა საბანკო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების წარდგენით; ზ) ერთჯერადი ან პერიოდული გადარიცხვების (მაგ., კომუნალური და სხვ.) საწარმოებლად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს საგადახდო საბუთების შევსების უფლება ხელშეკრულების ან განცხადების საფუძველზე მიანიჭოს საბანკო დაწესებულებას. განცხადებას ფიზიკური პირი ბანკში წარადგენს თავისუფალი ტექსტით შედგენილი და ხელმოწერილი სახით, რითაც ბანკს ავალებს გარკვეული დროის განმავლობაში განახორციელოს პერიოდული გადარიცხვები საბანკო ანგარიშებზე; თ) ფიზიკური პირის განცხადებაში მოხსენიებული უნდა იყოს სახსრების გადასარიცხად საჭირო რეკვიზიტები; ი) ფიზიკური პირისაგან მიღებული განცხადება ფორმდება საბანკო დაწესებულების პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და შტამპით, განცხადების მიღების თარიღის მითითებით. ასე გაფორმებული განცხადების პირველი პირი ინახება ბანკში, ხოლო ასლი უბრუნდება ფიზიკურ პირს; კ) ფიზიკური პირის განცხადებაში საბანკო ანგარიშიდან გადახდებზე რეკომენდებულია აისახოს: კ.ა) გადამხდელის სახელი და გვარი; კ.ბ) გადამხდელის საბანკო ანგარიშის ნომერი; კ.გ) გადამხდელის „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – მიეთითება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში; კ.დ) სახსრების მიმღების დასახელება და ანგარიშის ნომერი – თუ მიმღები პირი იურიდიული პირია, ან მიმღების სახელი და გვარი და მიმდინარე ანგარიშის (ანაბრის ან საბარათე ანგარიშის) ნომერი – თუ მიმღები პირი ფიზიკური პირია; კ.ე) მიმღები ბანკის დასახელება და კოდი; კ.ვ) გადასახდელი თანხა ან მისი მისი ოდენობის განსაზღვრის პირობები; კ.ზ) გადახდის თარიღი და გადახდების პერიოდულობა; კ.თ) გადახდის დანიშნულება; კ.ი) განცხადების მოქმედების ვადა; კ.კ) განცხადების შედგენის თარიღი; კ.ლ) განცხადების შესრულებისათვის საჭირო დამატებითი რეკვიზიტები (მაგ., ტელეფონის ნომრები, კლიენტის სურვილის მიხედვით სხვა ისეთი პირობები, რომლითაც ბანკს უფლება ეძლევა მოახდინოს გადასარიცხი თანხის კორექტირება ან მიმღების მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სხვა რეკვიზიტები); ლ) ხელშეკრულების ან ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე გადახდებს ბანკი ახოციელებს საგადახდო დავალების საშუალებით, შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით: ლ.ა) „გადამხდელის“ ველში მიეთითება ფიზიკური პირის სახელი და გვარი; ლ.ბ) „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – მიეთითება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში; ლ.გ) „ანგარიშის ნომრის“ ველში მიეთითება ფიზიკური პირის საბანკო ანგარიში; ლ.დ) „დანიშნულების“ ველში მიეთითება საგადახდო დავალების ფიზიკური პირის განაცხადის (ან ხელშეკრულების) საფუძველზე შედგენის ფაქტი, განცხადების თარიღისა და გადახდის დანიშნულების ჩვენებით; ლ.ე) საგადახდო დავალებაზე ხელმოწერას ახდენს საბანკო დაწესებულების ის პასუხისმგებელი პირი (პირები), რომელსაც მინიჭებული აქვს საგადახდო საბუთებზე ხელმოწერის უფლება; მ) იმ შემთხვევაში, თუ გადარიცხვა ხდება სხვა ფიზიკური პირის სასარგებლოდ: მ.ა) „მიმღების“ველში იწერება მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი; მ.ბ) მიმღების „ანგარიშის ნომრის“ ველში – მიმღები ფიზიკური პირის საბანკო ანგარიში; ნ) ფიზიკურ პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მისი ანგარიშიდან გადახდებზე ბანკისათვის მინიჭებული უფლება საბანკო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების წარდგენით; ო) ფიზიკური პირის საგადახდო დავალების შევსება შეიძლება როგორც ქაღალდის სახით, ისე ელექტრონული სახით; პ) იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ახდენს სახსრების გადარიცხვას რამდენიმე ფიზიკური პირის სასარგებლოდ, რომლებიც ამავე ბანკის კლიენტები არიან, დასაშვებია ანგარიშსწორება რეესტრის გამოყენებით. 4. ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვები ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე ა) საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვები ხორციელდება ფიზიკური პირისგან მიღებული ფულადი სახსრების ხარჯზე, იურიდიული და ფიზიკური პირების, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ ოპერაციებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან. ფიზიკური პირი ასევე უფლებამოსილია ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხვები (ბიუჯეტის ან სხვა გადახდები) აწარმოოს სხვა არამეწარმე ფიზიკური პირის მაგივრად; ბ) ფიზიკური პირების მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვების განხორციელების წესებს და პირობებს ბანკი ადგენს დამოუკიდებლად, ამ წესებში მოცემული პირობების გათვალისწინებით; გ) ანგარიშის გახსნის გარეშე ოპერაციების შესასრულებლად ბანკი ვალდებულია მოახდინოს ფიზიკური პირის სრულყოფილი იდენტიფიცირება; დ) ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვების განსახორციელებლად საგადახდო დავალებას ავსებს ფიზიკური პირი ან ბანკი. ორივე შემთხვევაში საბუთზე ხელს აწერს ფიზიკური პირი; ე) იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ახდენს გადახდას სხვა არამეწარმე ფიზიკური პირის მაგივრად, ასეთ შემთხვევაში საგადახდო დავალების შედგენა ხდება შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით: ე.ა) „გადამხდელის“ ველში მიეთითება იმ ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა; ე.ბ) „დანიშნულების“ ველში მიეთითება სახსრების რეალური შემომტანი ფიზიკური პირის სრული რეკვიზიტები; ვ) გადამხდელ და მიმღებ ბანკებში ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხვების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიშები ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისი კლასიდან (დებიტორ-კრედიტორები). თავი II. შიდასაბანკო და ბანკთაშორისი ანგარიშსწორების წესები     მუხლი 10🔗. ზოგადი ნაწილი 1. ბანკთაშორისი ანგარიშსწორების წესები განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში საანგარიშსწორებო ოპერაციების ორგანიზაციის, საბანკო ანგარიშებით (საკორესპონდენტო და სხვ.) ანგარიშსწორების განხორციელების, საგადამხდელო სისტემების ფუნქციონირების, კონფიდენციალურობის და სხვა საკითხებისამი საერთო მიდგომებს. 2. ბანკთაშორისი ანგარიშსწორება, რომელიც საბანკო ანგარიშების მეშვეობით ფულადი სახსრების გადარიცხვის საშუალებაა, რეგულირდება საბანკო კანონმდებლობით, ამ წესებით, ეროვნული ბანკის ცალკეული ნორმატიული აქტებით, ბანკსა და კლიენტებს შორის, ასევე ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით და საგადამხდელო სისტემებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით. 3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკთაშორისი ანგარიშსწორების (და სხვა საგადამხდელო სისტემების) ორგანიზატორი და ზედამხედველია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ახორციელებს მათ მართვას, აწესებს უნაღდო ანგარისწორების წესებს, ფორმებს, ვადებს, სტანდარტებს, უსაფრთხოების წესებს, უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების შემუშავებას, სისტემის ყველა მონაწილისათვის იძლევა ერთიანი პირობების და ინფორმაციის კონფიდენციალურობის გარანტიას, თავისი ფუნქციების შესრულებისათვის პასუხისმგებელია ბანკების წინაშე კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. უქაღალდო ტექნოლოგია 1. საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონულ-ტექნოლოგიური სისტემების და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების დანერგვის შედეგად უზრუნველყოფილია საბანკო სფეროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება უქაღალდო ტექნოლოგიით. 2. ბანკის შიდასაფინანსო-სამეურნეო საქმიანობის პირველადი საანგარიშსწორებო-სააღრიცხვო საბუთები, რომელთა ბაზაზეც ხდება ელექტრონული საგადახდო საბუთების შედგენა, ბანკის საბუთბრუნვის (დავთარწარმოების) განსაკუთრებული სახეა, რომელთა ფორმა დადგენილია მკაცრად განსაზღვრული სახით. მათი რეკვიზიტები, დავთარწარმოების სხვა საბუთებისაგან განსხვავებით, არაერთგვაროვანია, შეიცავს როგორც ტექსტურ ინფორმაციას (დასახელებებს, დანიშნულებებს და სხვ.), ისე ციფრულ მონაცემებს (კოდებს, ანგარიშის ნომრებს, თანხას, თარიღს) და ამდენად არ შეიძლება წარდგენილ იქნეს სხვადასხვა რედაქციით. 3. ელექტრონული საგადახდო საბუთების შექმნა ეფუძნება საბუთის ერთჯერადი შეტანის პრინციპს. დადგენილი წესით ერთხელ შექმნილი ელექტრონული საგადახდო საბუთი, რომელიც მზად არის შესასრულებლად, სხვადასხვა ეტაპზე დასამუშავებლად არ შეიძლება განმეორებით იქნეს შედგენილი (ხელით შეტანა კომპიუტერულ ტექნიკაში). 4. მონაცემთა ერთიანი ბაზების და დაცვის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, რომელიმე სამუშაო ადგილზე (ადგილებზე) ერთჯერადი შეტანის პრინციპით შექმნილ ელექტრონულ საგადახდო საბუთზე წვდომა, მისი შემდგომი დამუშავების (შესრულების) მიზნით, დასაშვებია სხვა სამუშაო ადგილებიდან, ამასთან სამუშაო ადგილებს შორის ელექტრონული საბუთის ქაღალდის ასლის შექმნა და მათი გადაადგილება არ არის საჭირო. 5. საბუთის ერთჯერადი შეტანის პრინციპიდან გამომდინარე, როდესაც საჭირო აღარ არის მიღებული პირველადი ელექტრონული საბუთის მონაცემების განმეორებით შეტანა, უქაღალდო ტექნოლოგიით ურთიერთობები დასაშვებია როგორც ბანკის შიდა სტრუქტურებს შორის (ბანკის საოპერაციო დღის სისტემა და სხვ.), ისე ბანკის გარეთ საბუთბრუნვის შემთხვევებისათვის (ბანკთაშორისი ანგარიშსწორება, „კლიენტი-ბანკი“, ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან და სხვ.). 6. რადგან პირველადი ელექტრონული საბუთის დამუშავების ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს ერთი ელექტრონული საბუთის მიერ დამუშავების სხვადასხვა ეტაპის თანამიმდევრულ გავლას, ამდენად სხვა-დასხვა საბუთისა და უწყისის თანამიმდევრული მიღება ხდება მხოლოდ პირველადი ელექტრონული საბუთის საფუძველზე. 7. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით, ბანკს უფლება აქვს მოახდინოს შესრულებული ელექტრონული საგადახდო საბუთების ფორმირება გარკვეული უწყისების ან ფორმების სახით და გამოიყენოს ბუღალტრული აღრიცხვის შიდა წესებით განსაზღვრული მიზნებისათვის (მოახდინოს სააღრიცხვო ჩანაწერების შედარება, მემორიალური და სხვა შიდასაანგარიშსწორებო საბუთების ფორმირება, ბუღალტრული აღრიცხვის სხვა მიზნებისათვის გამოყენება). 8. უქაღალდო ტექნოლოგიის პირობებში სავალდებულოა ელექტრონული არქივების წარმოება. 9. ელექტრონულ არქივებში არსებული დღიური ელექტრონული საბუთების და სხვა უწყისების, ქაღალდის ასლების ამობეჭდვა ქაღალდის არქივების შექმნის (ბანკის დღიურ საბუთებში ჩასაკრავად) ან სხვა მიზნით სავალდებულო არ არის. 10. ელექტრონული საბუთების ქაღალდის ასლების დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორების მონაწილე მხარეები ხელმძღვანელობენ მათი გაფორმების არსებული წესების შესაბამისად (სტანდარტული სახით ბეჭდვა, ხელმოწერები, შტამპი და სხვ.).     მუხლი 12🔗. საგადამხდელო სისტემები 1. საქართველოს საბანკო სფეროს საგადამხდელო სისტემების ინფრასტრუქტურა მოიცავს ორ დამოუკიდებელ სეგმენტს: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საგადამხდელო სისტემებს; ბ) კერძო საგადამხდელო სისტემებს. 2. ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული საგადამხდელო სისტემებია ბანკთაშორის და სხვა სამინისტროებსა და უწყებებს შორის (მათ შორის უცხოურ კომპანიებს) ორგანიზებული ანგარიშსწორების სისტემები. 3. კერძო (კომერციული) საგადამხდელო სისტემებია კომერციული ბანკების შიდასაბანკო საგადამხდელო სისტემები, საანგარიშსწორებო-საკლირინგო საქმიანობაზე სპეციალიზებული საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების, ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის, პლასტიკური ბარათებით საცალო გადახდების და სხვა კომპანიების საგადამხდელო სისტემები.     მუხლი 13🔗. ბანკთაშორისი ანგარიშსწორების მონაწილეები 1. ამ წესების პირველი თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემაში შესაძლოა წარმოდგენილ იქნენ როგორც ანგარიშსწორების უშუალო მონაწილეებად, ისე არაპირდაპირ მონაწილეებად. 2. ანგარიშსწორების უშუალო მონაწილეა ის, ვისაც მინიჭებული აქვს საბანკო კოდი (ან პირობითი საბანკო კოდი), ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს შესაბამისი ანგარიში, რეგისტრირებულია ანგარიშსწორების სისტემაში და სისტემისადმი პირდაპირი წვდომა აქვს. 3. ანგარიშსწორების არაპირდაპირი მონაწილეები არიან ისინი, რომელთა დავალებების შესრულებაც შეიძლება მათი სახელით, სისტემის სხვა უშუალო მონაწილეთა მეშვეობით (სათანადო უფლებების მინიჭების პირობებში). 4. ყოველ მონაწილეს სისტემაში შეუძლია შეასრულოს მხოლოდ ის ფუნქციები, რომლებიც განსაზღვრულია კონკრეტული საგადამხდელო სისტემის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით და შესაბამისი ხელშეკრულებებით.     მუხლი 14🔗. ბანკთაშორისი ანგარიშსწორების ორგანიზაცია 1. საანგარიშსწორებო ოპერაციების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ყველა კომერციული ბანკი საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ სავალდებულო წესით ხსნის ერთ საკორესპონდენტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში (ან მის ფილიალში ადგილმდებარეობის შესაბამისად). მრავალფილიალიანი კომერციული ბანკი, მისი ფილიალის საკორესპონდენტო ანგარიშს ხსნის მხოლოდ სათავო ბანკში. ბანკის ფილიალის საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა ეროვნულ ბანკში (მის ფილიალში) დაუშვებელია. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის ბანკის ფილიალი საკორესპონდენტო ანგარიშს ხსნის საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სხვა კომერციულ ბანკებში. 2. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის მომსახურებაში მყოფ ბანკს შორის ფორმდება ხელშეკრულებები „საკორესპონდენტო ანგარიშის მომსახურების“ და „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების მომსახურების შესახებ“. 3. მხარეებს შორის შეთანხმებული ვადით იდება ხელშეკრულებები, რომლებიც განსაზღვრავს საანგაიშსწორებო მომსახურების, ოპერაციების განხორციელების, საბუთების გაცვლის, მომსახურების ანაზღაურების წესებს, უფლებებს და ვალდებულებებს, აგრეთვე კანონმდებლობით და ეროვნული ბანკის ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრულ სხვა პირობებს. 4. ეროვნული ბანკის საანგარიშსწორებო სისტემაში მონაწილეობის შეწყვეტა შეიძლება როგორც მონაწილის, ისე ეროვნული ბანკის ინიციატივით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 5. ეროვნულ ბანკს საანგარიშსწორებო საბუთები წარედგინება მხოლოდ ელექტრონული სახით, კავშირების არხების მეშვეობით (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევებში დასაშვებია მაგნიტური ან, გამონაკლის შემთხვევაში, ქაღალდის მატარებლებით). 6. ეროვნული ბანკი საანგარიშსწორებო საბუთების მიღებას ახორციელებს ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე საბუთების მიღების მომენტში არსებული სახსრების ოდენობის მიუხედავად, შემხვედრი ჩარიცხვების გათვალისწინებით. 7. ელექტრონულ საგადახდო საბუთს, რომელიც შედგენილია დამცავი საშუალებების გამოყენებით და რომელშიც ასახულია პირველადი საგადახდო საბუთის ყველა რეკვიზიტი, ქაღალდის საგადახდო საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა აქვს და არ საჭიროებს ქაღალდის საბუთების დართვას. ელექტრონული საგადახდო საბუთები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საგადამხდელო სისტემების მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს, შესრულებას არ ექვემდებარება. 8. ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების (ჩამოწერა, ჩარიცხვა) დასაბუთება ხდება „ამონაწერით საკორესპონდენტო ანგარიშიდან“ და თანდართული საანგარიშსწორებო საბუთებით, რომლებიც ბანკს გადაეცემა ასევე ელექტრონული სახით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადებში, ინფორმაციის დაცვის საშუალებების გამოყენებით. 9. ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ოპერაცია ითვლება: ა) გამოუთხოვადად – ეროვნულ ბანკში გადამხდე-ლი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერის მომენტიდან; ბ) დასრულებულად – ეროვნულ ბანკში მიმღების ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის მომენტიდან. 10. ბანკებს უფლება აქვთ ბანკთაშორისი ანგარიშსწორება აწარმოონ ერთმანეთთან გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშებით. 11. ბანკებს შორის ანგარიშსწორება დასაშვებია იმ არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების (საანგარიშსწორებო, საპროცესინგო, საკლირინგო დაწესებულება და სხვ.) მეშვეობით, რომლებსაც აქვთ მონაცემთა გაცვლის ქსელების საშუალებით წვდომა საბანკო სფეროს საგადამხდელო სისტემებთან და შესაძლებლობა აქვთ უზრუნველყონ მონაწილეთა შორის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ურთიერთქმედება დადგენილი წესების შესაბამისად.     მუხლი 15🔗. ანგარიშსწორება კომერციული ბანკის სათავო ბანკსა და მის ფილიალებს შორის 1. სათავო ბანკები თავის ფილიალებთან ანგარიშსწორებას ახორციელებენ დამოუკიდებლად, სათავო ბანკის შიდასაბანკო წესების შესაბამისად ორგანიზებული საგადამხდელო სისტემების მეშვეობით. 2. ბანკში შიდასაბანკო წესები ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, რომელსაც ამტკიცებს ბანკის ხელმძღვანელი ორგანო.     მუხლი 16🔗. საანგარიშსწორებო ოპერაციების წარმოება იმ ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე, რომელთაც გახსნილი აქვთ საკორესპონდენტო ანგარიშები სხვა ბანკში 1. კომერციულ ბანკებს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის ბანკების ფილიალებს, უფლება აქვთ ანგარიშსწორება აწარმოონ ერთმანეთთან გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით (ანუ დაამყარონ საკორესპონდენტო ურთიერთობა). 2. საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მათი მეშვეობით საანგარიშსწორებო ოპერაციების წარმოება ხორციელდება მათ შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 3. სახსრების ჩამოწერის ან ჩარიცხვის დასრულების დასტურს წარმოადგენს ამონაწერი საკორესპონდენტო ანგარიშიდან, რომელსაც შემსრულებელი ბანკი გადასცემს ოპერაციის დამწყებ ბანკს. 4. მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და საანგარიშსწორებო ოპერაციების წარმოების წესი, უფლება-მოვალეობები, ოპერაციების ბალანსში ასახვის თარიღი, სადავო საკითხების რეგულირების და ანგარიშის დახურვის შემთხვევაში ნაშთების გადაცემის წესი და სხვა პირობები აისახება ხელშეკრულებაში. 5. საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა ხდება ხელშეკრულების გაუქმებისას.     მუხლი 17🔗. ანგარიშსწორება არასაბანკო დაწესებულებებით 1. საქართველოს ტერიტორიაზე საანგარიშსწორებო-საპროცესინგო ან საკლირინგო ოპერაციების განხორციელება დასაშვებია არასაბანკო დაწესებულებების (საანგარიშსწორებო-საპროცესინგო კომპანიები, ცენტრები, პალატები, ბირჟები, დეპოზიტარიები და სხვ.) მეშვეობით, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ აწარმოონ საანგარიშსწორებო ოპერაციები. 2. საანგარიშსწორებო-საპროცესინგო ან საკლირინგო დაწესებულებს შორის, ან იმ ბანკებს შორის, რომლებიც არ გვევლინებიან ამ სისტემის მონაწილედ, ფულადი სახსრების გადარიცხვები ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული საგადამხდელო (საანგარიშსწორებო) სისტემის მეშვეობით. 3. საანგარიშსწორებო-საპროცესინგო ან საკლირინგო დაწესებულებების მუშაობის პრინციპები უნდა ეთანადებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საანგარიშსწორებო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. 4. საანგარიშსწორებო-საპროცესინგო ან საკლირინგო დაწესებულების შესაძლო ოპერაციები მოიცავს: ა) ანგარიშსწორების მონაწილე პირთა ანგარიშების გახსნას და გაძღოლას; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების ან კორესპონდენტი ბანკების დავალებებით ანგარიშსწორების განხორციელებას (მათ შორის ურთიერთვალდებულებათა ჩათვლის „ნეტ“ -კლირინგის პრინციპით); გ) საანგარიშსწორებო-საგადახდო საბუთების მომსახურებას; დ) სხვა ოპერაციებს, რომლებიც დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით და არ შეიცავს კლიენტთა ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების საკრედიტო რისკებს.     მუხლი 18🔗. ელექტრონული არქივების ორგანიზაცია 1. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა რეგულირდება ამ წესებით, სისტემის ორგანიზატორსა და მონაწილეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტებით. 2. უქაღალდო ტექნოლოგიის პირობებში როგორც კლიენტის, ისე ბანკის მიერ ელექტრონულ არქივებში სავალდებულო შენახვას ექვემდებარება სისტემის მიერ დასამუშავებლად მიღებული/გადაცემული ელექტრონული საგადახდო საბუთები საწყისი სახით (ხელმოწერილი, დაშიფრული), თვით ამ სისტემის პროგრამული საშუალებები და გამოყენებული ელექტრონული გასაღებები. 3. შენახვა სავალდებულოა სისტემის მონაწილე ორივე მხარისათვის. 4. პირველადი ელექტრონული საგადახდო საბუთების დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე წარმოშობილი შესანახი უწყისების ნუსხა კი განისაზღვრება კონკრეტული საგადამხდელო სისტემის ტექნოლოგიიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ საგადამხდელო სისტემას აქვს განვლილი პერიოდის პირველადი საგადახდო საბუთების საფუძველზე სხვა, მომდევნო ეტაპების უწყისების ავტომატური მიღების საშუალება, ბანკს უფლება აქვს შეინახოს მხოლოდ იმ ეტაპის ინფორმაცია, საიდანაც შესაძლებელი ხდება მომდევნო ეტაპების უწყისების მიღება. 5. ელექტრონულ არქივებში ინფორმაციის შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს: ა) ელექტრონული არქივების და მონაცემების დაცვა არასანქცირებული წვდომისაგან; ბ) ცვლილებების შეტანის შეუძლებლობა, დაცვა განზრახ ან დაუდევრობით გამოწვეული დამახინჯებისაგან, გაყალბებისა და არასანქცირებული განადგურებისაგან; გ) შენახვის მთელი ვადის განმავლობაში მათი ნამდვილობის და უცვლელობის დადგენის შესაძლებლობა, მათი ხელმისაწვდომობა, გამოყენება ან ასლების შექმნა; დ) წინააღმდეგობის გარეშე წვდომის შესაძლებლობა; ე) მისი არქივიდან ამოღების და სათანადო დონეზე წარდგენის შესაძლებლობა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტის სახით. 6. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა ხორციელდება ელექტრონულ ან ოპტიკურ მატარებლებზე. 7. ინფორმაცია უნდა ინახებოდეს 2 ეგზემპლარად, ერთმანეთისაგან დაშორებულ ფართობებში. 8. ელექტრონული ინფორმაციის შენახვის ვადები განისაზღვრება ქაღალდის საგადახდო საბუთების შენახვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ანალოგიურად. 9. ელექტრონული არქივების განადგურება ხდება შესაბამისი ქაღალდის საბუთების განადგურებისას, მათი შენახვის ვადის გასვლის კვალობაზე და ფორმდება შესაბამისი ოქმებით, დადგენილი წესით. დანართი №1 ბანკში წარდგენილი საგადახდო საბუთების უკან გათხოვის წესი 1. გადამხდელს უფლება აქვს გაითხოვოს მის მიერ ბანკში წარდგენილი: ა) არასაბიუჯეტო ანგარიშებზე გადარიცხვის ამსახველი საგადახდო დავალებები მათ შესრულებამდე; ბ) ბიუჯეტის ან მასთან გათანაბრებულ გადასახდელებზე წარდგენილი საგადახდო დავალება, რომელიც გაუნაღდებელია ან ნაწილობრივ განაღდებულია (გადამხდელის ანგარიშზე სახსრების უკმარისობის, ან სხვა მიზეზების გამო) და აღრიცხულია „ვადაში გაუნაღდებელი საგადახდო საბუთების“ კარტოთეკაში. 2. სახსრების მიმღებს (სახსრების ამომღებს) უფლება აქვს გაითხოვოს ბანკის მიერ ინკასოზე მიღებული დავალება, რომელიც გაუნაღდებელია ან ნაწილობრივ განაღდებულია (გადამხდელის ანგარიშზე სახსრების უკმარისობის ან სხვა მიზეზის გამო) და აღრიცხულია „ვადაში გაუნაღდებელი საგადახდო საბუთების“ კარტოთეკაში. 3. შეუსრულებელი საგადახდო საბუთების კარტოთეკიდან გათხოვა შეიძლება მთლიანი თანხით (ნაწილობრივი გამოთხოვა დაუშვებელია), ხოლო ნაწილობრივ შესრულებულის – შეუსრულებელი ნაშთის ფარგლებში. 4. საგადახდო საბუთების გათხოვა ხდება თავისუფალი ფორმით შედგენილი განცხადების საფუძველზე საბუთის გამოთხოვისათვის აუცილებელი რეკვიზიტების მითითებით (საგადახდო საბუთის ნომერი, შედგენის თარიღი, თანხა, გადამხდელის და მიმღების რეკვიზიტები), რომელსაც ხელს აწერს საგადახდო საბუთის წარმდგენი სათანადო კომპეტენციის მქონე პირი და წარედგინება გადამხდელის მომსახურე ბანკს. განცხადების დედანი მოთავსდება ბანკის დღიურ საბუთებში, ხოლო ბანკის კანცელარიის შტამპით დამოწმებული ასლი უბრუნდება კლიენტს, საბუთის გამოთხოვაზე მიმართვის მიღების დასტურად. 5. გამოთხოვილ საგადახდო დავალებებს ბანკი უბრუნებს გადამხდელებს, ხოლო საინკასო საბუთებს – მის წარმომდგენებს. 6. საგადახდო საბუთების დაბრუნებისას ბანკი გადახაზავს აღნიშვნებს შესრულებაზე მათი მიღების შესახებ. საგადახდო საბუთის დედნის მეორე მხარეზე კეთდება აღნიშვნა დაბრუნების შესახებ („დაბრუნებულია განაღდების გარეშე „––“ ––––––––––– თარიღის № –– წერილის საფუძველზე“), დაისმევა დაბრუნების თარიღი, ბანკის შტამპი, პასუხისმგებელი შემსრულებლის და მაკონტროლებელი მუშაკის ხელმოწერები. ასე გაფორმებული საგადახდო დავალების ასლი უბრუნდება გადამხდელს, ხოლო დედანი რჩება ბანკში და საბუთის გათხოვაზე განცხადებასთან ერთად მოთავსდება დღიურ საბუთებში. 7. კლიენტის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში საგადახდო დავალებები უბრუნდება გადამხდელს, საინკასო დავალებები – სახსრების მიმღებებს (სახსრების ამომღებებს) ანგარიშის დახურვის თარიღის აღნიშვნით. დანართი №2 მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვის წესი 1. მიმღები ბანკის მიერ მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა წარმოებს კორესპონდენტი ბანკისგან (ან „კლიენტი-ბანკის“ შემთხვევაში, როდესაც მიმღები ამავე ბანკის კლიენტია) მიღებულ ელექტრონულ (ან ქაღალდის) საგადახდო საბუთში მითითებული მიმღების ანგარიშის ნომრის და დასახელების მიხედვით. ამ რეკვიზიტებიდან მხოლოდ ერთ-ერთის შესაბამისობის შემთხვევაში მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა დაუშვებელია და სახსრების მფლობელის დადგენამდე ბანკს უფლება აქვს შეაჩეროს მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა. 2. თუ საგადახდო საბუთში მითითებული ანგარიშის ნომერი და დასახელება არ შეესაბამება მიმღების ბანკში გახსნილ კლიენტის ანგარიშს და მის დასახელებას, ბანკის მიერ მიღებული სახსრები დროებით ჩაირიცხება „გაურკვეველი თანხების ანგარიშზე“. მიმღები ბანკი არა უგვიანეს სახსრების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია მიიღოს ზომები სახსრების მფლობელის დასადგენად. ფულადი სახსრები, რომელთა მფლობელის დადგენა აღმოჩნდება შეუძლებელი, ბანკი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნოს გადამხდელ ბანკს (დაბრუნების მიზეზის ჩვენებით). 3. რეალური მფლობელის დასადგენად, სახსრების მიმღების მომსახურე ბანკი ვალდებულია მიმღების მონაცემები (ანგარიშის ნომერი და დასახელება) დააზუსტოს (წერილობითი ფორმით) გადამხდელის ბანკთან. 4. გადამხდელის ბანკიდან დაზუსტებული მონაცემების მიღების შემთხვევაში, მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა წარმოებს მიღებული საგადახდო საბუთის და დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, ამასთან, ამ ოპერაციის ელექტრონულად შესრულებისას, გადახდის დანიშნულებაში მიეთითება როგორც საგადახდო საბუთის ნომერი და თარიღი, ისე იმ დოკუმენტის ნომერი და თარიღი, რომლითაც მოხდა მონაცემების დაზუსტება. 5. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიყენებული ზარალისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღების მომსახურე ბანკს. 6. უქაღალდო ტექნოლოგიის შემთხვევაში, როდესაც დაცულია ამ წესების მე-18 მუხლით განსაზღვრული „ელექტრონული არქივების ორგანიზაციის“ პირობები, მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა ხდება ბანკის მიერ მიღებული ელექტრონული საგადახდო დავალებების მეშვეობით, კომპიუტერული გატარებებით (ქაღალდის საბუთების გამოყენების გარეშე). ამ შემთხვევაში ელექტრონული საგადახდო საბუთის ბეჭდვა ქაღალდზე, დღიურ საბუთებში განთავსების მიზნით, სავალდებულო არ არის. 7. თუ ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობა ასევე რეგულირდება უქაღალდო ტექნოლოგიით, ასეთ შემთხვევაში დღიური ელექტრონული საგადახდო საბუთები და ანგარიშიდან ამონაწერი მიმღებს (კლიენტს) გადაეცემა ელექტრონულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და ვადებში. 8. თუ მიმღების მომსახურებას ახდენს ბანკის ფილიალი, მიმღებისათვის სახსრების ჩარიცხვა ხდება არა უგვიანეს სათავო ბანკში სახსრების ასახვის მომდევნო საბანკო დღისა.  დანართი №3 ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკიდან საგადახდო საბუთების განაღდების წესი 1. ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკიდან საგადახდო დავალებების (საინკასო დავალებების) განაღდება წარმოებს სახსრების ჩარიცხვის კვალობაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგითობით. 2. საგადახდო დავალების (საინკასო დავალების) სრული განაღდებისას, საგადახდო დავალების (საინკასო დავალების) გრაფაში „ბანკის აღნიშვნები“ დაისმევა გადამხდელის ბანკის შტამპი, ანგარიშიდან ჩამოწერის თარიღი და პასუხისმგებელი შემსრულებლის ხელმოწერა. საგადახდო დავალებების (საინკასო დავალებების) სრული განაღდებისას, ნაწილობრივი განაღდებისგან განსხვავებით, გამოიყენება კარტოთეკაში არსებული საგადახდო დავალება (საინკასო დავალება). 3. დასაშვებია ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკიდან საგადახდო დავალებების (საინკასო დავალებების) ნაწილობრივ განაღდება. 4. კარტოთეკიდან საგადახდო დავალების (საინკასო დავალების) ნაწილობრივი განაღდებისას ბანკის პასუხისმგებელი შემსრულებელი, კარტოთეკაში არსებული საგადახდო დავალების (საინკასო დავალების) ყველა ეგზემპლარზე გრაფაში „დამატებითი ინფორმაცია“ აღნიშნავს ნაწილობრივი განაღდების რიგით ნომერს, მის მიერ შედგენილი იმ საგადახდო დავალების ნომერს და თარიღს [ან ელექტრონული საგადახდო დავალების ნომერს (რეფერენსს) და თარიღს], რომლითაც მოხდა განაღდება, ნაწილობრივ განაღდებული თანხის სიდიდეს, დარჩენილ ნაშთს და დაამოწმებს ხელმოწერით. 5. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბანკს უფლება აქვს კარტოთეკაში არსებული საინკასო დავალების ნაწილობრივი განაღდება მოახდინოს ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს კარტოთეკაში არსებულ თითოეულ საინკასო დავალებაზე ელექტრონული სახით ნაწილობრივი განაღდების შესახებ ინფორმაციის [ნაწილობრივი განაღდების რიგითი ნომერი, ელექტრონული საგადახდო დავალების ნომერი (რეფერენსი) და თარიღი, ნაწილობრივ განაღდებული თანხის სიდიდე, დარჩენილი ნაშთი] ფორმირება და ბეჭდვა. ელექტრონული საგადახდო დავალების (რომლითაც მოხდა ნაწილობრივი განაღდება) ქაღალდის ასლი არის გადამხდელის ანგარიშიდან ამონაწერის დანართი.  დანართი №4 საგადახდო საბუთების შევსების წესი 1. საგადახდო საბუთების ბლანკების დამზადება ხდება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. დასაშვებია შევსებული საგადახდო საბუთების დედნის გამრავლება ბანკისათვის ან ანგარიშსწორებაში მონაწილე მხარეებისათვის საჭირო რაოდენობით, იმ პირობით, თუ ასლის გადაღება წარიმართება ხარვეზების გარეშე. 2. საგადახდო საბუთების ბლანკის ფორმები მოცემულია №8 და №9 დანართებში. 3. საგადახდო საბუთების ბლანკების ზომებიდან გადახვევები დასაშვებია ველების შენარჩუნების პირობით. 4. საგადახდო საბუთების შევსება ხდება ქართულ ენაზე (გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია უცხოენოვანი ტექსტის შევსება ქართული შრიფტით). 5. საგადახდო საბუთების ბლანკების მეორე მხარე არ გამოიყენება. 6. ქაღალდის საგადახდო საბუთებში შეუსაბამობა თანხის ციფრობრივ და სიტყვიერ მაჩვენებლებს შორის, აგრეთვე შეცდომები, შესწორებები, ჩამატებები, ამოშლები, მაკორექტირებელი სითხეების გამოყენება და სხვა, დაუშვებელია. 7. დაუშვებელია საგადახდო საბუთების შევსებისას რეკვიზიტების ტექსტური და ციფრული მნიშვნელობების გატანა მათთვის განკუთვნილი ველების საზღვრებს გარეთ. რეკვიზიტების მნიშვნელობები უნდა იკითხებოდეს თავისუფლად. ხელმოწერა (ხელმოწერები) და შტამპი (ან ბეჭედი) საანგარიშსწორებო საბუთებში უნდა განთავსდეს მათთვის განკუთვნილ ველებში. საგადახდო საბუთებზე შტამპის (ან ბეჭდის) დასმის შემთხვევაში ტვიფრი უნდა იყოს მკაფიო. დანართი №5 დოკუმენტალური ოპერაციებით სარგებლობის პირობები და პუბლიკაციები 1. გადამხდელსა და მიმღებს შორის საერთაშორისო დოკუმენტალური ოპერაციების უნიფიცირებული წესების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტალური აკრედიტივის და დოკუმენტალური ინკასოს ტექსტში მითითებულია, რომ ისინი ექვემდებარება დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების უნიფიცირებულ წესებს. 2. დოკუმენტალური ოპერაციები ხორციელდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მიღებული დოკუმენტალური აკრედიტივის უნიფიცირებული წესებისა და ჩვეულებების და დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესების თანახმად. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტალური ოპერაციები ექვემდებარება საერთაშორისო უნიფიცირებულ წესებს, ბანკს უფლება აქვს ისარგებლოს დოკუმენტალური ოპერაციების შემოწმების, საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული დებულებებით. 4. დოკუმენტალური ოპერაციებით ანგარიშსწორებისას გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებული შემდეგი პუბლიკაციები: ა) აკრედიტივის უნიფიცირებული წესები და ჩვეულებები – პუბლიკაცია UCP №500; ბ) დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესები – პუბლიკაცია URC №522; გ) დოკუმენტალური ოპერაციების შემოწმების წესები – პუბლიკაცია №645; დ) დოკუმენტალურ ოპერაციებში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტული ფორმები – პუბლიკაცია №516; ე) რამბურსის წესით დოკუმენტალური აკრედიტივით ოპერაციების წარმოება – პუბლიკაცია URR № 525. დანართი №6 „კლიენტი-ბანკის“ სისტემით ანგარიშსწორების წესი 1. „კლიენტი-ბანკის“ სისტემის ორგანიზატორი და მფლობელია ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას და უფლება აქვს კლიენტთან შეთანხმებით მოახდინოს სისტემის შეცვლა ან მისი განახლება. 2. „კლიენტი-ბანკის“ სისტემას ბანკი და კლიენტი იყენებენ საანგარიშსწორებო ოპერაციების საწარმოებლად და კლიენტის მიერ უშუალოდ მისი ოფისიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან ბანკში არსებული ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. 3. „კლიენტი-ბანკის“ სისტემის მეშვეობით ბანკსა და კლიენტს შორის ელექტრონული ანგარიშსწორება რეგულირდება ამ წესებით, დებულებით „საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ“, დებულებით „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების შესახებ“, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით. 4. „კლიენტი-ბანკის“ სისტემის მეშვეობით ანგარიშსწორების შესახებ ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ელექტრონული მომსახურების სახეები და მომსახურების დრო, ოპერაციათა წარმოების წესი, სახსრების გადარიცხვის დასრულების საკითხი, საკომუნიკაციო საშუალებებით ელექტრონული ინფორმაციის მიღება/გადაცემის, ინფორმაციის მომზადების, შექმნის, შემოწმების, დამუშავების, არქივირების, უსაფრთხოების (ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერები, მონაცემთა მთლიანობის კონტროლი, შიფ-რირება/დეშიფრირება, არასანქცირებული წვდომისაგან დაცვა და სხვ.) საკითხები, მხარეთა ვალდებულებები, დავის გადაწყვეტის, ტექნიკური და სხვა საკითხები. 5. „კლიენტი-ბანკის“ სისტემით ოპერაციების წარმოება დასაშვებია დროის რეალურ, პაკეტურ ან ისეთ რეჟიმში, რომელიც მისაღებია ორივე მხარისათვის. 6. ბანკი კლიენტისგან მიღებულ ელექტრონულ საგადახდო დავალებების შესრულებას ახდენს სისტემაში მათი შემოსვლის რიგითობით. ბანკის მიერ კლიენტისაგან ელექტრონული საგადახდო დავალებების მიღების და შესრულების ფაქტები დასტურდება „კლიენტი-ბანკის“ სისტემის მიერ ფორმირებული შესაბამისი ელექტრონული დასტურებით ან ელექტრონულ საგადახდო დავალებებისადმი შესაბამისი სტატუსების მინიჭებით. 7. „კლიენტი-ბანკის” სისტემის მეშვეობით კლიენტს უფლება აქვს ელექტრონული სახით ფორმირებული განაცხადის საფუძველზე გააუქმოს (გაითხოვოს) მის მიერ ბანკში გადაცემული ელექტრონული საბუთი, თუ ეს საბუთი ჯერ არ შეუსრულებია ბანკს. 8. ბანკი ვალდებულია „კლიენტი-ბანკის“ სისტემით მიღებული და სათანადო წესით (ხელშეკრულების შესაბამისად) გაფორმებული ელექტრონული საბუთების საფუძველზე აწარმოოს კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი საანგარიშსწორებო ოპერაციები. 9. ბანკს უფლება არა აქვს „კლიენტი-ბანკის“ სისტემით მიღებულ ელექტრონულ საბუთებში შეიტანოს რამე შესწორება (გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 10. ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კლიენტი და ბანკი ვალდებული არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 11. ბანკს უფლება აქვს კლიენტის ანგარიშიდან ჩამოწეროს მომსახურების ხარჯები ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად. 12. „კლიენტი-ბანკის“ სისტემით მუშაობისას კლიენტი ვალდებულია: ა) შეიტანოს ბანკში გადასაცემი საბუთები კომპიუტერში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმატებით; ბ) შეამოწმოს საბუთების შეტანის სისწორე; გ) მოახდინოს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებით ელექტრონული საბუთების ხელმოწერა და შიფრირება; დ) დაუკავშირდეს ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით ბანკს და გადასცეს მომზადებული ელექტრონული საბუთები; ე) მიიღოს ბანკიდან ელექტრონული დასტური (ან შესაბამისი სტატუსი) ბანკის მიერ ელექტრონული საბუთების შესასრულებლად მიღების თაობაზე; ვ) დაუკავშირდეს ბანკს გადაცემული ელექტრონული საბუთების დამუშავების (შესრულების) შესახებ ელექტრონული დასტურის (ან შესაბამისი სტატუსის) მისაღებად; ზ) მოათავსოს სათანადო წესით გაფორმებული ქაღალდის საბუთები საბუთების არქივში. 13. „კლიენტი-ბანკის“ სისტემით მუშაობისას ბანკი ვადებულია: ა) მიიღოს დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფილი ელექტრონული საგადახდო საბუთებისა და საანგარიშსწორებო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ტექსტური ინფორმაცია; ბ) შეამოწმოს მიღებული ელექტრონული საბუთები (ინფორმაციის დაცვის დადგენილი წესების დარღვევით შედგენილი ელექტრონული საბუთების შესასრულებლად მიღება დაუშვებელია); გ) გააუქმოს არასწორად შედგენილი საბუთები და ამის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს კლიენტს მიზეზის ჩვენებით; დ) მოახდინოს ელექტრონული საბუთების მიღების დასტურად შესაბამისი შეტყობინების (ან სტატუსის) ფორმირება; ე) დაამუშაოს (შეასრულოს) მიღებული ელექტრონული საბუთები; ვ) მოახდინოს ელექტრონული საბუთების დამუშავების დასტურად შესაბამისი შეტყობინების (ან სტატუსის) ფორმირება; ზ) გადასცეს დამუშავებული ელექტრონული საგადახდო საბუთები კლიენტს; თ) ანგარიშზე (ანგარიშებზე) ბრუნვების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს კლიენტის ანგარიშიდან (ანგარიშებიდან) ამონაწერის (ამონაწერებს) გადაცემა; ი) სისტემაში გამოყენებული ცნობარების განახლების შემთხვევაში გადასცეს კლიენტს ახალი ვერსიები; კ) გადასცეს საანგარიშსწორებო საქმიანობასთან დაკავშირებული ტექსტური ინფორმაცია, მათ შორის, მომსახურების პირობების შეცვლის შესახებ (რომელიც მხარეთა შეთანხმებით შემდეგში აისახება ხელშეკრულებაში); ლ) მიაწოდოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ წესებით.  დანართი №7 ანგარიშსწორება რეესტრის გამოყენებით 1. ორგანიზაცია-დაწესებულებები მთელი რიგი ოპერაციების საწარმოებლად (მუშაკთა ხელფასები, პენსიები, კომუნალური გადახდები და სხვ.) უფლებამოსილი არიან ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე ანგარიშსწორება აწარმოონ რეესტრების გამოყენებით. 2. ორგანიზაცია-დაწესებულება ბანკს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელსაც უნდა დაერთოს დეტალური სტრიქონების რეესტრი (ანგარიშების ჩამონათვალი, თანხების სიდიდე, სახელი, გვარი და სხვ.), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საგადახდო დავალებაში დაფიქსირებული უნდა იყოს რეესტრის მთლიანი თანხა, გადარიცხვის შინაარსი და ის პერიოდი, რომელსაც ეხება აღნიშნული გადარიცხვა. საგადახდო დავალების მიმღების ველი უნდა იყოს ცარიელი, მიმღები პირები განისაზღვრება წარმოდგენილი რეესტრის მიხედვით. 3. ბანკის პასუხისმგებელი პირი ამოწმებს საგადახდო დავალების შევსების სისწორეს, ადგენს შეესაბამება თუ არა რეესტრში დაფიქსირებულ პირთა რეკვიზიტები ბანკში არსებულ მონაცემებს, შეესაბამება თუ არა რეესტრის მთლიანი თანხა, რეესტრის დეტალური სტრიქონებით წარმოდგენილი თანხების ჯამს. 4. თუ ორგანიზაციის ან წარმოება-დაწესებულების თანამშრომლის შესახებ ბანკში არსებული მონაცემები არ ემთხვევა რეესტრის მონაცემებს, მაშინ ჩარიცხვა ამ რეესტრის მიხედვით არ განხორციელდება.       დანართი №8 დანართი №9