,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№695
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.22.033.010.4952
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 26/06/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.22.033.010.495

საქართველოს ფინანსთა

 მინისტრის ბრძანება №695

2007 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ. №30, მუხლი 251) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ (დანართი №7) მეთოდური განმარტებების V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„V. კაპიტალური ხარჯები

კაპიტალურ ხარჯებში იგულიხმება ის გადახდები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა.

ამასთანავე, კაპიტალური ხარჯები მოიცავს სახელმწიფოს მიერ გაცემულ კაპიტალურ ტრანსფერტებსაც.

ძირითადი კაპიტალის შეძენა – 04 00 00

აღნიშნული მუხლით ფინანსირდება ხარჯები იმ საქონელზე, რომლის საექსპლუატაციო ვადაც აღემატება 1 წელს და რომელთა ღირებულებაც აღემატება 150 ლარს.

მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა – 04 01 00

აღნიშნულ მუხლს მიეკუთვნება მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა.

შენობა-ნაგებობების შეძენა, მშენებლობა და რეკონსტრუქცია – 04 02 00

აღნიშნული მუხლი მოიცავს:

ძირითადი საქმიანობისათვის შენობა-ნაგებობების შეძენის (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის) და რეკონსტრუქციის ხარჯებს; ახალი ობიექტების მშენებლობის (რომელზედაც არსებობს მოქმედი წესის შესაბამისად გაფორმებული და დამტკიცებული სათანადო ტექნიკური დოკუმენტაცია) ხარჯებს; ასევე, შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიის (გზები) მშენებლობა-რეკონსტრუქციის ხარჯებს.

მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების და შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება – 04 03 00

კაპიტალური შეკეთება მოიცავს ძირითადი ფონდების, მათ შორის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და მანქანა-დანადგარების აღდგენის ღირებულების ხარჯებს.მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა – 05 00 00

მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენის ხარჯებს განეკუთვნება საგანგებო რეზერვებისა და სასაქონლო მარაგების შეძენის ხარჯები, რომელსაც ქვეყნისათვის აქვს სტრატეგიული და სოციალური მნიშვნელობა.

მიწისა და არამატერიალური აქტივების შეძენა – 06 00 00   

მიწის შეძენა – 06 01 00

აღნიშნულ მუხლს მიეკუთვნება ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია მიწის, ტყის, შიგა წყლების და სასარგებლო წიაღისეულის შეძენასთან, მაგრამ არა სამშენებლო ობიექტების შეძენასთან, რომელიც განთავსებულია ამ მიწებზე.

 თუ შენობის ფასი აღემატება მის მიერ დაკავებული ფართის ღირებულებას, მიწის აღნიშნული ნაწილის ფასი აღირიცხება 04 02 00 კოდში.

არამატერიალური აქტივების შეძენა – 06 02 00

არამატერიალური აქტივების შეძენას მიეკუთვნება ისეთი აქტივების შეძენა, რომლებიც არ ითვალისწინებს შესაბამისი ვალდებულებების არსებობას და აქედან გამომდინარე არ წარმოშობს ფინანსურ მოთხოვნებს მეორე მხარესთან. მათ შორის, სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურულ ფასეულობათა შეძენას.

კაპიტალური ტრანსფერტი – 07 00 00

აღნიშნულ მუხლს მიეკუთვნება მმართველობის ორგანოების მიერ უსასყიდლოდ გაცემული სახსრები, რომელიც მიიმართება კაპიტალური აქტივების შესაძენად, ასევე ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მიმღების ძირითადი კაპიტალის დაზიანებასთან, განადგურებასთან (ლიკვიდაციასთან) ან კაპიტალის გაზრდასთან. კაპიტალურ ტრანსფერს მიეკუთვნება გაცემული ტრანსფერი ხიდების, გზების, კულტურის ობიექტების, საავადმყოფოების, სკოლების და სხვა შენობების მშენებლობის დასაფინანსებლად.

აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე სახსრები გადაცემული წარმოებებზე დანაკარგების დასაფარავად, რომლებიც წლების მანძილზე იყო კონსერვირებული განსაკუთრებული მოვლენების გამო.

კაპიტალურ ტრანსფერად ითვლება სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა, რომელიც ატარებს ერთჯერად და არარეგულარულ ხასიათს, როგორც მიმღებისათვის, ასევე გამცემისათვის.

კაპიტალური ტრანსფერტი ქვეყნის შიგნით – 07 01 00

აღნიშნული მუხლით გაიცემა კაპიტალური ტრანსფერტები გაცემული სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვა დონეების მმართველობის ორგანოებზე, ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციებზე.

სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს – 07 01 01

არაფინანსურ სახელმწიფო ორგანიზაციებს – 07 01 02

ფინანსურ ორგანიზაციებს – 07 01 03

სხვა კაპიტალური ტრანფერტები გადაცემული ქვეყნის შიგნით 07 01 04

კაპიტალური ტრანსფერი ქვეყნის გარეთ – 07 02 00

აღნიშნული მუხლით გაიცემა კაპიტალური ტრანსფერები გაცემული სხვა ქვეყნების სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზე, მის ეკონომიკურ ერთეულებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე.

სხვა ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს – 07 02 01

სხვა მიმდინარე ტრანფერტები ქვეყნის გარეთ – 07 02 02.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი