,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.496
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №331
2007 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №176, მუხ. 2416) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა და შემდგომში მისი განვითარების უზრუნველყოფა“.
2. დებულების მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
,,ზ) მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 322ე პუნქტი:
,,322. მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემის პროტოტიპის შექმნას;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვას, სისტემის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფას, შესრულების ხარისხის ანა-ლიზის და სისტემის განვითარების მიზნით ერთიანი პოლიტიკის გატარებას;
გ) მართვის ავტომატიზებული და საინფორმაციო სისტემის ინტეგრაციული პროცესების კოორდინაციას;
დ) მართვის ავტომატიზებული სისტემის ფუნქციონირების და ექსპლუატაციის კონტროლს;
ე) კოდიფიკაციის და სტანდარტიზაციის სისტემების, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელებას;
ვ) ტექნიკური პერსონალის სწავლება/გადამზადების განხორციელებას, ავტომატიზებული სისტემის დანერგვისა და შემდგომ ეტაპზე ეფექტურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები და უშუალო შემსრულებლები.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 22.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №331. სარეგისტრაციო კოდი — 120.010.000.22.026.010.496.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №331, 22.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.496 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71344/