,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
100.020.000.22.027.010.497
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 26/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  100.020.000.22.027.010.497

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №181

2007 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის     2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების №10 დანართით დამტკიცებულ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულებაში (სსმ III, 2001წ., №6) შევიდეს ცვლილება და დროებით, აფხაზეთის ავტონომიურ რეპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო იურისდიქციის აღდგენამდე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად დამატებით განესაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორია და, შესაბამისად, ბიუროს დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტი, აგრეთვე ქ. სოხუმი და სოხუმის მუნიციპალიტეტი, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთის და გალის მუნიციპალიტეტი და გაგრის ზონა.“

2. ბრძანების №5 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა  ქ. ქუთაისი, ხარაგაულის, ზესტაფონის, წყალტუბოს, სამტრედიის, ტყიბულის, ხონის, საჩხერის, ჭიათურის, თერჯოლის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები.“.

 3. ბრძანების №6 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა  ქ. რუსთავი, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები.“.

4. ბრძანების №7 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა გორის, კასპის, ქარელის, ჯავის, ცხინვალისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები.“.

5. ბრძანების №8 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.“.

6. ბრძანების №9 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.“.

7. ბრძანების №11 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები.“.

8. ბრძანების №12 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.“.

9. ბრძანების №13 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.“.

10. ბრძანების №14 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა  ქ. ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები.“.

11. ბრძანების სათაურში სიტყვა ,,ადგილობრივი“ შეიცვალოს სიტყვით ,,ტერიტორიული.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე