,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№195/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 27/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.507

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №195/ნ

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №21, მუხ. 253) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1);

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს რეგისტრირებულ ოჯახებზე მოწმობების გაცემა ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმობების დამზადებას და მასში შესაბამისი მონაცემების შეტანას უზრუნველყოფს სოციალური სუბსიდიების სააგენტო.“.

    მუხლი 2

სს ი პ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული მოწმობის ფორმის დამზადება ადმინისტრაციული ხარჯებიდან, არსებული რეზერვის ამოწურვისთანავე.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 ივლისიდან.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში

რეგისტრაციის

 

მოწმობა

 

სოციალური სუბსიდიების სააგენტო

 

 

(ბეჭდის ნიმუში)

 

 

ს.ს.ი.პ. სოციალური დახმარებისა და დასაქმების

სახელმწიფო სააგენტო

 

 

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი ______________

 

ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის

მისამართი ___________________________________

 

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი

_____________________________________________

სახელი, გვარი

_____________________________________________

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის №

 

ოჯახის სარეიტინგო ქულა ____________________

 

ოჯახის წევრთა რაოდენობა ___________________

 

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი ________________

                                                       რიცხვი, თვე, წელი

 

მოწმობის გაცემის თარიღი ____________________

                                                    რიცხვი, თვე, წელი

 

სააგენტოს პასუხისმგებელი პირი _____

 

                                                             ბ.ა.

სახელი, გვარი

დაბადების თარიღი

პირადი ნომერი

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25