,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.010.509
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №197/ნ
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ. 1554) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სსიპ – „სოციალური სუბსიდიების სააგენტომ“ უზრუნველყოს:
ა) „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ბ) სოციალური დახმარებების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.“.
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):
ა) მე-4 მუხლის 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები არ ვრცელდება იმ ღატაკ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ასეთ ოჯახებს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობათ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენური ორგანო
საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“;
გ) მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა
1. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შევსებიდან ორი კვირის ვადაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ოჯახში ვიზიტისას შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსებით, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.
3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადება და დანიშვნის ფორმის შევსება შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ოჯახში ვიზიტისას.
მუხლი 13. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შეჩერება
1. საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ვიზიტისას აღმოჩენილი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშვის შეჩერების საფუძველია, თუ:
ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;
ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;
გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;
დ) ოჯახის ფაქტობრივად არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას;
ე) გაიზარდა, შემცირდა ან შეიცვალა ოჯახის წევრთა შემადგენლობა (ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა და სხვა.);
ვ) ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე;
ზ) გარდაიცვალა ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი.
2. ოჯახის წევრთა შემადგენლობის შემცირებად აგრეთვე ითვლება ოჯახის წევრის:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება, როდესაც კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას;
ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნას;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში ყოფნას;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლას;
ე) ინსტიტუციურ დაწესებულებაში მოთავსებას სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-“ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სააგენტოს პასუხისმგებელი პირი აჩერებს საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურას და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ავსებს „ოჯახის დეკლარაციას“ ან „დეკლარაციის შევსების შეწყვეტის შესახებ ოქმს“.
4. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჩერდება შეჩერების საფუძვლის შესწავლის/დაზუსტების პერიოდით.
5. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შემთხვევაში საარსებო შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით.
6. საარსებო შემწეობის დანიშვნის შეჩერების საფუძვლის გადამოწმების შემდეგ, თუ ოჯახს აქვს სოციალური დახმარების მიღების უფლება, საარსებო შემწეობა ინიშნება ამ წესის მე-4 მუხლის 33 პუნქტის შესაბამისად.“;
დ) ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები;
ე) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას ღებულობს შეჩერების თვიდან.“;
ვ) ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი;
ზ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საარსებო შემწეობის შეწყვეტა იწვევს ოჯახის რეგისტრაციის გაუქმებას მონაცემთა ერთიან ბაზაში და საარსებო შემწეობის მისაღებად ოჯახმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელახალი განაცხადით უნდა მიმართოს სააგენტოს.“;
თ) ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 ივლისიდან.
ლ. ჭიპაშვილი