,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-93
სარეგისტრაციო კოდი
340.010.000.22.032.010.513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 06/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.513

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-93

2007 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006წ., №96, მუხ.1282) დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროს კომპეტე ნ ციის ფარგლებში ქონების მართვის ორგანიზება;

გ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება;

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

ზ) სამინისტროს წლიური სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გეგმით შემუშავებული მოვალეობებისა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლი;

თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე ზედამხედველობა;

ი) სამინისტროსათვის საჭირო კომპიუტერულ-პროგრამული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს სათათბირო ორგანოების მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;

ბ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველო;

დ) სამეურნეო სამმართველო;

ე) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველო;

ვ) საქმისწარმოების სამმართველო.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპენტენციები

1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვისა და განვითარების კოორდინაციის, საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი დოკუმენტაციის მომზადება;

დ) ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისებისა და საკლასო ჩინის მინიჭების საკითხთა მოგვარება;

ე) თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცედურების ხელშეწყობა;

ვ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების დოკუმენტაციური საკითხების მოგვარება;

თ) სამინისტროს სამხედრო-სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის მართვის ორგანოების შექმნისა და განახლების შესახებ წინადადების მომზადება და წარდგენა. სამხედრო-სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის ყოველწლიური გეგმის მომზადება;

ი) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების, შემოსული საიდუმლო დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

კ) სახელმწიფო საიდუმლო რეჟიმის დაცვის ორგანიზაციის საკითხში სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა.

2. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ მოწოდებული ყოველდღიური ინფორმაციის ანალიზი და მასმედიაში გაშუქება, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;

ბ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება;

გ) პრესის დაიჯესტის მომზადება;

დ) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროში მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების, პროექტებისა და ტენდერების შესახებ ინფორმირაციის პრესაში გაშუქების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელებთან დაინტერესებულ პირთა შეხვედრების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.

3. სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოებისათვის შესყიდვების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და მის შესაბამისად შესყიდვის პროცედურათა განხორციელება;

გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება) უზრუნველყოფა;

დ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების მომზადება;

ე) მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი;

ვ) ქონებრივი ურთიერთობების წარმართვა.

4. სამეურნეო სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა;

ბ) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება (არსებული ნორმების დაცვით ადგენს დაზიანებული ინვენტარის სიას, ადარებს ერთმანეთს საბუღალტრო აღრიცხვასა და თანამშრომლებზე რიცხულ ქონებას);

გ) სამინისტროს შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

5. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელების გაფართოების უზრუნველყოფა;

ბ) კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის სისტემატური განახლების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა არსებული ბაზების ადმინისტრირება.

6. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;

გ) რეზოლუციების შესაბამისად დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით;

დ) გეგმური და სპეციალური დავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა სამივლინებო ბარათების გაფორმება;

ე) ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე სამინისტროდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;

ვ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა;

ზ) ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი;

თ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება;

ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

კ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;

ლ) საქმისწარმოებისა და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 26.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-93. სარეგისტრაციო კოდი — 340.010.000.22.032.010.513.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №2-93, 26.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.513 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71428/