საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2007
ძალის დაკარგვა 15.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №198/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.025.010.518
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 29/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,098 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2007 მიღება
15.12.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.010.518 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №198/ნ 2007 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-18 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ თანდართული დებულება. 2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“ წარმოადგენს სსიპ „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ უფლებამონაცვლეს, გარდა სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების (ე.წ. რეგრესული პენსიები) – მათ შორის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების და სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამის ხარჯების ანაზღაურებისა. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან. ლ. ჭიპაშვილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. სააგენტო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა; სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 5. სააგენტოს აქვს ბეჭედი, დამღა სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც გამოიყენება სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0101, რუსთაველის გამზირი №12.     მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სააგენტოს საქმიანობის მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისათვის ჯანმრთელობის (მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მომსახურების (საქონლის) შესყიდვა ან/და მომსახურებების (საქონლის) დაფინანსების ორგანიზება. 2. სააგენტოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის (მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელები-სათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.; ბ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისთვის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამებში მონაწილე პირებთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება და კონტროლი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე; გ) განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობისა და თანხების ხარჯვის შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა; დ) პროგრამების ინფორმაციული უზრუნველყოფა, კერძოდ, მოსარგებლე ბენეფიციართა აღრიცხვა, გაწეული მომსახურების თაობაზე ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავება და სისტემატიზაცია; ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის (მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) და სოციალურ სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან (მათ შორის, სადაზღვევო ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა; თ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების (ფილიალების) მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი; ი) ბენეფიციარების ინფორმირება მასობრივი ინფორმაციისა და საკუთარი ბეჭდვითი საშუალებების გზით; კ) სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო შიდაორგანიზაციულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და გამოცემა; ლ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; მ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოვალეობების განხორციელება; ო) სააგენტოს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; პ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში ფინანსური რეზერვების გამოვლენა და მობილიზება. 2. სააგენტოს სახსრები გამოიყენება მისი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის დასაფინანსებლად. 3. სააგენტოს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ბ) განახორციელოს კომპეტენციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების მართვა და ინსპექტირება; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეისყიდოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მომსახურება და საქონელი; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გააფორმოს ხელშეკრულებები შესაბამის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან, თავისი კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა რეალიზაციის მიზნით; ე) დაამუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს მის განკარგულებაში არსებული ინფორმაცია, მოაწყოს კონფერენციები, თათბირები და სემინარები; ვ) ითანამშრომლოს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში საზღვარგარეთის უწყებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში; თ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 4🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების უფროსების უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ. 4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. სააგენტოს უფროსი: ა) წარმართავს სააგენტოს საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს მმართველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) წარმოადგენს სააგენტოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტისას და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს; დ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; ე) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) ხელს აწერს სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ დოკუმენტებს; ზ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. სააგენტოს უფროსის მოადგილე: ა) თავისი უფლებამოსილების და ფუნქციების ფარგლებში ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას; ბ) მონაწილეობს სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში; გ) მისთვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ზედამხედველობას სააგენტოს შესაბამის მომსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე; დ) ასრულებს სააგენტოს უფროსის მითითებებსა და დავალებებს.     მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა და თანამშრომელთა კომპეტენციები 1. სააგენტო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან და ტერიტორიული ორგანოებისაგან. 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი; გ) ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტი; დ) სამკურნალო საშუალებების აღრიცხვისა და განაწილების დეპარტამენტი;  ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირების დეპარტამენტი; ვ) საფინანსო ვალდებულებების აღრიცხვის, პროგნოზირებისა და ანგარიშსწორების დეპარტამენტი; ზ) ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია: ა) გურიის ფილიალი; ბ) იმერეთის ფილიალი; გ) კახეთის ფილიალი; დ) მცხეთა-თიანეთის ფილიალი; ე) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფილიალი; ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალი; ზ) სამცხე-ჯავახეთის ფილიალი; თ) შიდა ქართლის ფილიალი; ი) ქვემო ქართლის ფილიალი; კ) აჭარის ფილიალი; ლ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფილიალი. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება სააგენტოს უფროსს ან/და უფროსის მოადგილეს. 5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება სააგენტოს უფროსს. 6. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და მისი სახელით წარუდგენს დასკვნებს სააგენტოს უფროსს ან მის მოადგილეს, რომელიც სააგენტოს უფროსის ბრძანებით ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ვ) წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, სააგენტოს უფროსის ან/და მისი მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. 7. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. 8. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 9. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; გ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; დ) თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება; ე) შესასრულებელ სამუშაოთა აღრიცხვა და შესრულების კონტროლი; ვ) სააგენტოში ადამიანური რესურსების აღრიცხვა, მართვა, განვითარების ხელშეწყობა; საკადრო ხასიათის ბრძანებების/ხელშეკრულებების მომზადება; ზ) სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა და საზოგადოებასთან ურთიერთობა; თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა გადაწყვეტა და სააგენტოსთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ი) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; კ) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; ლ) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და სამეურნეო საქმიანობის განხორციელება; მ) სააგენტოს მატერიალურ-სასაქონლო ფასეულობათა აღრიცხვა და დაცვა; ნ) სააგენტოს ხარჯების მიზნობრიობის უზრუნველყოფა; ო) სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება; პ) სააგენტოს წლიური ბიუჯეტის ანგარიშის მომზადება და სამინისტროში წარდგენა.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს განეკუთვნება: ა) ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშებისა და საოქმო ჩანაწერების წარმოება; გ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.     მუხლი 8🔗. ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტი ა) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პირობების მომზადება, გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვა-სისტემატიზაცია, კონტროლი და ზედამხედველობა; ბ) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ჯანდაცვისა (მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის) და სოციალური მომსახურების მიწოდებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების მართვა და შესრულების ანგარიშების მომზადება; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაუჩერით მიწოდებული მომსახურებისა და საქონლის აღრიცხვა და მოხმარების თაობაზე რეგულარული ანგარიშების მომზადება; დ) სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით სადაზღვევო სქემების ფარგლებში ბენეფიციართა გაწევრიანებისთვის ხელშეკრულების პირობების მომზადება და ხელშეკრულებების მართვა; ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ჯანდაცვისა (მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის) და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა და ანალიზი.     მუხლი 9🔗. სამკურნალო საშუალებების აღრიცხვისა და განაწილების დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების აღრიცხვა; ბ) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების განაწილება-გაცემის წესის შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; გ) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა უზრუნველყოფა სპეციფიკური მედიკამენტის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტებით.     მუხლი 10🔗. საფინანსო ვალდებულებების აღრიცხვის, პროგნოზირებისა და ანგარიშსწორების დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში კონტრაქტორი დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოების დამუშავება და შესაბამისი საფინანსო ვალდებულებების აღრიცხვა; ბ) სახელმწიფო პროგრამების საფინანსო და ეკონომიკური პროგნოზირება; გ) სახელმწიფო ხაზინასთან ურთიერთობა ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშსწორების მიზნით.     მუხლი 11🔗. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირების დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს განეკუთვნება: ა) მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კონტრაქტორი დაწესებულებების (ფიზიკური და იურიდიული პირების) მიერ გაწეული მომსახურების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი; ბ) მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული მომსახურების კონტროლი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ინსპექტირება; გ) პროგრამების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში კონტრაქტორთა შემოწმების მასალების სისტემატიზაცია, გამოვლენილი დარღვევების გაანალიზება, მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.     მუხლი 12🔗. ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს განეკუთვნება: ა) ჯანდაცვის (მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის) და სოციალური დაცვის სფეროს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციართა აღრიცხვა და ინფორმაციის დამუშავება; ბ) ბენეფიციართა შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება, მართვა და ანალიზი; გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე საინფორმაციო ბანკის შექმნა; დ) ბენეფიციართა და დაინტერესებულ პირთა ინფორმაციული უზრუნველყოფა.     მუხლი 13🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულება სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.