,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№779
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.22.033.010.524
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 02/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.524

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №779

2007 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 07.05.07, №62, მუხლი 702) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მეწარმე სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელს ან ახორციელებენ მის იმპორტს, ვალდებულნი არიან ამ დებულების შესაბამისად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებში წარადგინონ ანგარიში (აქციზის ყოველთვიური დეკლარაციის №2 დანართი ადგილობრივი წარმოებისათვის და დანართი №10 იმპორტის შემთხვევაში) აქციზური მარკების გამოყენების შესახებ”.

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ანგარიშები წარედგინება გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციას, ხოლო იმპორტის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციასა და საბაჟო ორგანოებს”.

გ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

ა. ალექსიშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.07.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 02.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №779. სარეგისტრაციო კოდი — 200.120.000.22.033.010.524.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №779, 02.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.524 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71488/