,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№784
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 02/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.030.22.033.010.529

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №784

2007 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ინსტრუქცია ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზისა და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც, გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების, საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №11).“;

ბ) ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის ,,პ” და ,,ჟ” ქვეპუნქტები.

გ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) დანართი №11-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ინსტრუქცია

ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზისა და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების, საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენისა და რეგის-ტრაციის წესების შესახებ“;

ე) ამოღებულ იქნეს დანართი №11-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი;

ვ) დანართი №11-ის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისა-გან განსხვავებული კანონით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის (თამბაქოს ნაწარმის დროს ტრნაზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შემთხვევაში) შემოტანის შესახებ საქონლის შემომტანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა წინასწარ წერილობით უნდა განაცხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. უნდა წარმოადგინოს მისი სახეობის, რაოდენობის და საქონლის ღირებულების დამოწმებისათვის შესაბამისი დოკუმენტები ან მათი ასლები. წარმოდგენილი დოკუმენტების, იმპორტის საბაჟო გადასახდელების გადახდის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის საფუძველზე შემოსავლების სამსახური ახდენს სსსდ-ის დამოწმებას. ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში გადმოგზავნა შესაძლებელია ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით. სსსდ ან შესაბამისად დამოწმებული ასლი წარმოად-გენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის/გატანის და გადაადგილების საფუძველს:

ა) საქონლის (გარდა თამბაქოს ნაწარმისა) ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში სსსდ-ის დამოწმების საფუძველს წარმოადგენს საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციის საბაჟო ორგანოში მითითებული რეჟიმისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების გადახდისა და საქონლის ღირებულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმებით საქონლის (თამბაქოს ნაწარმის დროს ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შემთხვევაში) შემოტანისას ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით გადაგზავნილი სსსდ-ს ორიგინალი შემომშვებ-გამშვებ და/ან საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციის საბაჟო ორგანოს გადაეგზავნება იმავე წესით, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმიში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანისას;

გ) თუ რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული საქონლის შემთხვევაში დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული რეჟიმის პირობები, საქონელი ექვემდებარება იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევას, ხოლო საბაჟო გადასახდელების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე ვრცელდება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მოთხოვნები. ამასთან, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე სსსდ-ის წარდგენის დროს საბაჟო გადასახდელები არ გადაიხდევინება და გარანტიები არ წარედგინება.“;

ზ) ამოღებულ იქნეს დანართი №11-ის თავი IV;

თ) ამოღებულ იქნეს დანართი №15 და დანართი №16;

ი) დანართი №18-ის მე-11 ნაწილის გრაფა 039 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის და ექსპორტის დროს

 

კ) დანართი №18-ის მე-11 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს გრაფა.

 

044

აქციზური საქონლის ბარათი

 

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

ა. ალექსიშვილი

დანართი №3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური

საბაჟო ორგანოსათვის

წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი

დოკუმენტის დასახელება

დოკუმენტის №

დედანი

ასლი

შენიშვნა

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

 

 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება

 

 

 

 

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)

 

 

 

 

 

 

 

 

სატრანსპორტო ზედნადები

 

 

 

 

კონოსამენტი

 

 

 

 

მანიფესტი

 

 

 

 

TIR-კარნეტის დოკუმენტი

 

 

 

 

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

 

 

 

 

 

 

 

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოდან შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა.

 

 

 

 

 

 

 

 

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

 

 

 

 

 

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხეტყის ექსპორტისას – ხეტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

 

 

 

 

 

საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი

 

 

 

 

 

საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი

 

 

 

 

 

ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი

 

 

 

 

 

ვეტერინარული სერტიფიკატი

 

 

 

 

 

სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი

 

 

 

 

 

ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი

 

 

 

 

 

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის და ექსპორტის დროს

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლის სპეციფიკაცია

 

 

 

 

 

საბანკო გარანტია

 

 

 

 

 

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

 

 

 

 

 

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

 

 

 

 

 

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფუთვის ფურცელი

 

 

 

 

 

ექსპერტიზის აქტი

 

 

 

 

 

საქონლის დათვალიერების აქტი

 

 

 

 

 

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

 

 

 

 

 

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

 

 

 

 

 

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

 

 

 

 

წერილი

 

 

 

 

 

განცხადება

 

 

 

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

 

 

 

 

 

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

 

 

 

 

 

 

 

 

 

განაცხადი-შეტყობინება საქონლის რეექსპორტზე

 

 

 

 

 

მოკვლევის ცნობა

 

 

 

 

 

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2

 

 

 

 

 

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

 

 

 

 

 

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

 

 

 

 

 

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

 

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. დოკუმენტაციის წარმომდგენი პირი ------------------------------------------

2. იურიდიული ან ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -------------

3. საბაჟო ორგანოს მიერ დოკუმენტაციის მიღების თარიღი და დრო--- 200 წ. ---სთ. -----წთ.

4. დოკუმენტის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ----------------------------------

5. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილების თანამშრომელი --------------

6. თარიღი და დრო ------------------------------ 200 წ. -------სთ. -----წთ.“