,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№204/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.035.010.555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 10/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.010.555

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №204/ნ

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელო-ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებით (სსმ III, №62, 02.05.2006წ., მუხ.800) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის დეპარტამენტი“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ნებართვების დეპარტამენტი

ნებართვების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სააფთიაქო დაწესებულებების (I ჯგუფის აფთიაქის, II ჯგუფის აფთიაქის, სააფთიაქო პუნქტის) მოწყობის ნებართვისთვის წარმოდგენილი მასალის განხილვა, ორგანიზაციული და ექსპერტული უზრუნველყოფა;

ბ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვისთვის წარმოდგენილი მასალის განხილვა, ორგანიზაციული და ექსპერტული უზრუნველყოფა;

გ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვისთვის წარმოდგენილი მასალის განხილვა, ორგანიზაციული და ექსპერტული უზრუნველყოფა;

დ) სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;

ე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ვ) საბაჟო ორგანოებისაგან შემოსული სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ინფორმაციის მობილიზება, სისტემატიზაცია და ანალიზი.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  71 მუხლი:

     „მუხლი 71. ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის დეპარტამენტი

ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების შესახებ გაანგარიშების წარდგენა გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტში;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმების პროცედურების უზრუნველყოფა;

გ) გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტში წარსადგენად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მომზადება დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში;

დ) ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტული ინფორმაციის მომზადება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ფაქტობრივად იმპორტირებული სახეობისა და რაოდენობის შესახებ;

ე) ნარკოტიკების ბრუნვის სფეროში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მოთხოვნებისა და რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისა და პრაქტიკაში დანერგვისათვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა;

ვ) განმარტებების მომზადება დაინტერესებული მხარის მომართვის საფუძველზე მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის კანონმდებლობით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებისათვის მიკუთვნების საკითხზე;

ზ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ მიღებული ინფორმაციების სტატისტიკური დამუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.07.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 05.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №204/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.22.035.010.555.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №204/ნ, 05.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.010.555 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71608/