⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.03.2008)
გაუქმებულია:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 11.07.2007
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №199
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.566
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 11/07/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,669 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2007 მიღება
17.03.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  010.240.030.22.027.010.566 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №199 2007 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 19 ივლისის №667 ბრძანება (სსმ III, 2006 წ. №96, მუხ. 1280); ბ) ,,ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №600 ბრძანება (სსმ III, 2003 წ. №61, მუხ. 539); გ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 22 ნოემბრის №1426 ბრძანება (სსმ III, 2004 წ. №136, მუხ. 1224). 3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 15 ივლისიდან. გ. ქავთარაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურასა და უფლებამოსილებას, აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი 1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. იგი საქმიანობას წარმართავს სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც აგრეთვე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. დეპარტამენტის უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. დეპარტამენტის უფლებამოსილება: ა) მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში: ა.ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ა.ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა; ა.გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ა.დ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა. ბ) ნოტარიატის სფეროში: ბ.ა) კანონით დადგენილი მინისტრის (სამინისტროს) უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ბ.ბ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა; ბ.გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ბ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია; ბ.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება. გ) სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების სფეროში: გ.ა) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია; გ.ბ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა; გ.გ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა; გ.დ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა; გ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის სტრუქტურაშია შემდეგი სამმართველოები: ა) I სამმართველო; ბ) II სამმართველო; გ) III სამმართველო; დ) IV სამმართველო. 3. დეპარტამენტის მოხელეთა საშტატო ნუსხა და რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სამმართველოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კომპეტენცია 1. I სამმართველოს კომპეტენციაში შედის: ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე საქმის მასალების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის თაობაზე საქმის მასალების განხილვა; გ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა; დ) მოქალაქეობის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა; ე) მოქალაქეობის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტა. 2. II სამმართველოს კომპეტენციაში შედის: ა) ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე საქმის მასალების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ბ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე საქმის მასალების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; გ) პირის ემიგრაციაში წასვლის თაობაზე საქმის მასალების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დ) მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა; ე) მიგრაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტა. 3. III სამმართველოს კომპეტენციაში შედის: ა) სანოტარო ბიუროთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია; დ) ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა, ანალიზი და კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ვ) ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე მასალების მომზადება; ზ) ნოტარიატის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; თ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ნოტარიატის ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა; ი) ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებათა სტატისტიკური ანგარიშების განხილვა, ანალიზი; კ) ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ლ) ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და კონკურსის ჩატარების თაობაზე წინადადებების მომზადება; მ) თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტა. 4. IV სამმართველოს კომპეტენციაში შედის: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა, სამართლებრივი ექსპერტიზა, სარეგისტრაციოდ მომზადება, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადება; ბ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საკითხის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა; გ) მაკონტროლებელ ორგანოთა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების განხილვა, მათი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადება, რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა და მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება; დ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), მაკონტროლებელი ორგანოების, ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი; ვ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი; ზ) თავისი კომპეტენციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; თ) თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტა.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათი უფლება-მოვალეობანი 1. დეპარტამენტის მოხელეები არიან დეპარტამენტის უფროსი, სამმართველოს უფროსი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი და სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს სამმართველოების საქმიანობის კოორდინაციას, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამინისტროს შინაგანაწესის შესრულებას; გ) ვიზას ადებს და ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის მიზნით ხელმძღვანელობს შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ზ) წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, საქმიანობის, დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე შესაბამისი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რაც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ვიზას ადებს და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 6. სამმართველოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მთავარი სპეციალისტი. 7. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი: ა) სამმართველოს უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე აწარმოებს კორესპონდენციის განხილვას, მომზადებას და წარდგენას სამმართველოს უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსისათვის; ბ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქმისწარმოების ფარგლებში უფლებამოსილია გამოითხოვს შესაბამისი უწყებებიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკემენტები, ხელი მოაწეროს შესაბამის კორესპონდენციას; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 8. დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი: ა) სამმართველოს უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე აწარმოებს კორესპონდენციის განხილვას, მომზადებას და წარდგენას სამმართველოს უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსისათვის; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 9. დეპარტამენტის სპეციალისტი: ა) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას, უზრუნველყოფს კორესპონდენციის შიდა მოძრაობასა და საარქივო საქმისწარმოებას, პასუხისმგებელია დოკუმენტაციის შენახვაზე; ბ) სამმართველოს უფროსსა და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს მონაცემებს კორესპონდენციის აღრიცხვისა და მოძრაობის შესახებ; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.