,,აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 მაისის №131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
170.050.000.22.027.010.568
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 11/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 170.050.000.22.027.010.568

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №201

2007 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 მაისის №131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 მაისის №131 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №65, მუხ. 735) დამტკიცებული აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული განცხადების სპეციალური ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1);

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე სამინისტროს პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველო.

2. სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები, ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტის გაცემაზე/ხელმოწერაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშები, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათ მიერ გაცემულ დოკუმენტზე მოაწოდონ სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტს. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია მაშინაც, როდესაც იცვლება დოკუმენტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი, ბეჭედი ან შტამპი.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:

ა) აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) წარმომდგენი პირის ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

ბ) დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ შევსებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

გ) დოკუმენტის დასახელება;

დ) დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა, ხოლო ხელმოუწერელი დოკუმენტის შემთხვევაში – ბეჭდის ან შტამპის დამსმელი ორგანოს მითითება;

ე) აპოსტილით დოკუმენტის დამმოწმებელი ორგანოს დასახელება;

ვ) აპოსტილის რიგითი ნომერი და დამოწმების თარიღი;

ზ) აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო;

თ) გრაფა „შენიშვნებისათვის“.

2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისას, აპოსტილის დანომვრა ხორციელდება უწყვეტი ნუმერაციით. აპოსტილის ნუმერაცია იწყება ერთიდან. ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში სავალდებულოა შეცდომის შესახებ აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“.

3. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.

4. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველოს უფროსი ან მთავარი სპეციალისტი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.

5. ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს სარეგისტრაციო ჟურნალის გრაფაში ,,შენიშვნებისათვის“ და დაესვას შესწორების შემტანი პირის ხელმოწერა და თარიღი.

6. თუ აპოსტილით დამოწმების მიზნით წარმოდგენილი იქნება ერთი დოკუმენტი რამდენიმე ეგზემპლარად, მას მიენიჭება აპოსტილის ერთი და იგივე რიგითი ნომერი და სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება ეგზემპლარების რაოდენობა.

7. აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

1. აპოსტილის ბეჭედი, შტამპი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველოს უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).

2. სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა ან დაკარგვა.

3. აპოსტილის შტამპის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველოს უფროსს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 15 ივლისიდან.

გ. ქავთარაძე

 

დანართი №1

დამტკიცებულია საქართველოს

იუსტიციის მინისტრის 2007 წ. „ ____ “

--------------- №------ ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო

საკითხთა დეპარტამენტს

                                                                                     მოქალაქის ____________________________________

 

განცხადება

 

I. ინფორმაცია განმცხადებლ ის შესახებ:

 

ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი ________________________________________________________

                                                                                               სახელი, გვარი

 

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

 

   ___________________________________________________________________________________________________________________________________

 

II. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

III. აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტი (დოკუმენტები), მისი რაოდენობა და რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):

1) _________________________________________________________________________________________________

2) _________________________________________________________________________________________________

3) _________________________________________________________________________________________________

4) _________________________________________________________________________________________________

5) _________________________________________________________________________________________________

6) _________________________________________________________________________________________________

7) _________________________________________________________________________________________________

8) _________________________________________________________________________________________________

9) _________________________________________________________________________________________________

10) ________________________________________________________________________________________________

 

IV. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო:

______________________________________________________________________________________

 

V. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

 

_____________________________________________ ლარი

 

განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა                  დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა

 

____________________________________________________________                                         _______________________________________________________________

              შემოტანის თარიღი                                               (სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის

                                                                                                                        III სამმართველოს უფლებამოსილი პირი)

                                     

____________________________________________________________

                         რიცხვი/თვე/წელი 

 

__________________________________________________________________

 (გაცემის თარიღი)

 

 

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის                     აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის    

                        მიმღები პირი                                                                        გამცემი პირი

--------------------------------------------------                    ----------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                                          (სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის

III სამმართველოს უფლებამოსილი პირის

სახელი, გვარი, ხელმოწერა)   

 

-----------------------------------------------                       -----------------------------------------------------

                   (რიცხვი/თვე/წელი)                                                                                        (რიცხვი/თვე/წელი)