,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.010.571
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №26
2007 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებით (სსმ III, 18.09.2006წ., №128, მუხ.1700) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი პროკურორები;
ბ) პროკურორები;
გ) უფროსი გამომძიებლები;
დ) კანცელარიის უფროსი;
ე) სპეციალისტი.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწი-ლეობენ წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის, მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
ე) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 12.07.2007. მიმღები ორგანო — სხვა ადმინისტრაციული ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.000.39.036.010.571.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №26, 12.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.010.571 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71686/