,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.575
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №30
2007 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №119, მუხ. 1032) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, ფინანსთა სამინისტროს ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალური საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
ბ) მე-6 პუნქტ ი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 12.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.010.39.036.010.575.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №30, 12.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.575 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71710/