,,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №32 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.010.584
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 12/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.584

საქართველოს გენერალური

პროკურორის ბრძანება №39

2007 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №32 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №32 ბრძანებით (სსმ III, 03.10.2006, №135, მუხ. 1867) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კანცელარიის უფროსი უზრუნველყოფს რაიონულ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, ასრულებს რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი