,,ოზურგეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.597
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №52
2007 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„ოზურგეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ოზურგეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №24 ბრძანებით (სსმ III, 03.10.2006, №135, მუხ. 1859) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კანცელარიის უფროსი უზრუნველყოფს რაიონულ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, ასრულებს რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი