ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №499
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.010.604
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 16/07/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.010.604
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №499
2007 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სათათბირო ორგანოს.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის მიზნები, ფუნქციები და ვალდებულებები
1. კომისიის მიზანია:
ა) ქართული ენის განვითარების ცოცხალი პროცესის ყველა ტენდენციისთვის თვალის მიდევნების საფუძველზე ისეთი ენობრივი ნორმების შემუშავება, რომ ქართული სალიტერატურო ენა აგრძელებდეს და ავრცობდეს არსებულ მემკვიდრეობას;
ბ) შემუშავებული ენობრივი რეკომენდაციებით ხელი შეუწყოს ქართული სალიტერატურო ენის მონოლითურობას და დემოკრატიულობას, რომ იგი საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარებასთან ერთად იყოს საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციის, მათი შემეცნების, სახელმწიფოებრივი და კულტურული იდენტობის ბაზისი, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) ქართული სალიტერატურო ენის სარეკომენდაციო ნორმების შემუშავება მართლწერის, მორფოლოგია-სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის სფეროებში;
ბ) ერთიანი სალიტერატურო ენის ნორმათა შესამუშავებლად საჭირო ღონისძიებებისათვის (კონფერენციები, დისკუსიები და სხვა) ხელის შეწყობა;
გ) ერთიანი სალიტერატურო ენის ნორმათა დანერგვის მიზნით ქართული ენის ორთოგრაფიული, სინონიმთა, უცხო სიტყვათა, დარგობრივი სამეცნიერო ტერმინოლოგიური ლექსიკონებისა და დამხმარე სასწავლო საშუალებათა შექმნისათვის ხელის შეწყობა;
დ) ერთიანი სალიტერატურო ენის ნორმათა პოპულარიზაციის მიზნით მათი გაშუქება ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის საშუალებით.
3. კომისია ვალდებულია:
ა) განიხილოს ქართული სალიტერატურო ენის ნორმირებასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) ენობრივი ტენდენციების, აგრეთვე მართლწერაში, გრამატიკასა და ლექსიკოლოგიაში არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით, სისტემატურად თვალყური ადევნოს ქართულ სალიტერატურო ენაზე შექმნილ სახელმძღვანელოებს, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის, ასევე ბეჭდვითი და ელექტრონული პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ენას;
გ) განსახილველად მიიღოს შეკითხვები და წინადადებები ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს სარეკომენდაციო ენობრივი ნორმა;
დ) გამოსაქვეყნებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქართული სალიტერატურო ენის სარეკომენდაციო ნორმები.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობა ფორმირდება სამინისტროს თანამშრომლების, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. კომისია შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და კომისიის სხვა წევრებისაგან.
3. კომისიის წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);
4. კომისიის წევრებისაგან მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს;
5. კომისიის წევრები, თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ინიშნებიან მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით. მათი საქმიანობა არ ანაზღაურდება;
6. კომისიის მდივნის ფუნქციებს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი
1. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის და კოორდინაციას უწევს კომისიის წევრების საქმიანობას;
ბ) თვეში ერთხელ იწვევს და ატარებს კომისიის სხდომებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი ან კომისიის სხვა წევრის ინიციატივით, იწვევს და ატარებს კომისიის რიგგარეშე სხდომებს;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას;
დ) ცალკეული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად კომისიის სხდომებზე იწვევს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს;
ე) კომისიის სახელით თანამშრომლობს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ვ) გამოსაქვეყნებლად წარუდგენს მინისტრს საექსპერტო კომისიის მიერ შემუშავებულ ქართული სალიტერატურო ენის სარეკომენდაციო ნორმებს;
ზ) პასუხისმგებელია კომისიის საქმიანობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინაშე.
3. კომისიის მდივანი:
ა) ეცნობა კომისიაში განსახილევლად გამოგზავნილ მასალას, აწვდის მას კომისიის თავმჯდომარეს და მისი მითითებით აცნობს ინფორმაციას კომისიის წევრებს მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე;
ბ) აფორმებს კომისიის სხდომის ოქმებს და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს მათ;
გ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.
4. კომისიის წევრი:
ა) წინასწარ ეცნობა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში განსახილველ საკითხებზე მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
გ) წერილობითი ან ზეპირი ფორმით აწვდის კომისიას წინადადებებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 5🔗. სხდომის ჩატარების წესი
1.კომისიის სხდომა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგით, რომელიც ეგზავნება კომისიის წევრებს სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
3. კომისიის სხდომაზე დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ცვლილებები და დამატებები
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.