,,სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 01.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.10.003.000.961
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 04/02/2008
matsne.gov.ge 1,085 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №17 2008 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ 1. ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს, სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების თანდართული წესი. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესი ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საგარეო ვალდებულებათა დაფარვისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტის) მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების პირობებს. 1. წესი შემუშავებულია სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების გაუმჯობესების, ეროვნული წარმოების სტიმულირებისა და საქართველოს ეკონო-მიკური აგენტების საქმიანობის ხელშესაწყობად, რომელთაც აქვთ სათანადო საქმიანი კონტაქტები და უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს კრედიტორი ქვეყნებისათვის. 2. სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი სახსრებიდან ეკონომიკური აგენტებისათვის ანაზღაურებული სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი ვალის დაფარვისა და მომსახურების მიზნით მოცემულ წელს გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას. 3. დაფინანსების განხორციელებისათვის აუცილებელია არსებობდეს კრედიტორი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნებში რომელიმე კონკრეტული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტირებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შესაბამისად შეამცირებენ ამ ქვეყნებისადმი საქართველოს სახელმწიფო ვალის სახით არსებულ ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობას. 4. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო დავალიანების მოცულობის შემცირება წინ უსწრებს ეკონომიკური აგენტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიღებს მე-3 პუნქტში მითითებულ შეტყობინებას, ფორმდება სათანადო ხელშეკრულება იმ ეკონომიკურ აგენტებთან, რომელთაც ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი აქვთ განაცხადი იმის თაობაზე, რომ საკუთარი სახსრებით მოახდენენ პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში. 6. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული შემდეგი: ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გამოგზავნილი შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების ხელმოწერას; ბ) რისი მიწოდება ხდება (მოხდა) სახელმწიფო ვალის შესამცირებლად (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძველი იქნება კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება, რომ საქართველოს ფინანსური ვალდებულება კრედიტორი ქვეყნის წინაშე შემცირებულია კონკრეტული თანხით; დ) მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმოს ფინანსთა სამინისტროსთან მის მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება; ე) მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურების ვადა; ვ) სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურება. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც მე-3 პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებულია კონკრეტული სახის პროდუქცია, რომლის მიწოდებაზე არ არსებობს განაცხადი საკუთარი სახსრებით, ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების თაობაზე, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს მიზნობრივი პროგრამის მომზადებისა და გამოვლენის მიზნით, რისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ იქმნება უწყებათაშორისი სატენდერო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სხვა უწყების წარმომადგენელიც. 8. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეარჩიოს პროგრამები და მათი განმახორციელებელი ეკონომიკური აგენტები კონკურსის გამოცხადების გარეშეც. 9. კონკურსი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის გამართვამდე ორი კვირით ადრე მაინც. 10. პროგრამის შემუშავების ინიციატორი და წარმდგენი შეიძლება იყოს ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. 11. პროგრამა უნდა მოიცავდეს დასახელებას, ძირითად არსს, მიზნებსა და ამოცანებს, მისი რეალიზაციის ეტაპებს, საჭირო ინვესტიციების მოცულობას და მისი დაფარვის წყაროებს, საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირების გრაფიკს, პროგრამის რეალიზაციისათვის პასუხისმგებელი იურიდიული პირების შესახებ მონაცემებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას. 12. პროგრამაში მითითებული უნდა იყოს, მოითხოვება თუ არა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 13. პროგრამას, გარდა კონკურსის გამოცხადებისას მოთხოვნილი სხვა ინფორმაციისა, უნდა დაერთოს ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დავალიანებების შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის ან რომელიმე სხვა კრედიტორის მიმართ. 14. პროგრამის მონაწილე პირები პროგრამას და თანდართულ დოკუმენტებს განსახილველად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 15. პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის შერჩევისას სხვა მონაცემთა შორის გათვალისწინებული იქნება ეროვნული წარმოების სტიმულირების შესაძლო ეფექტი და შეღავათი, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი თანხის გადახდისას სადისკონტო განაკვეთის სახით, რომლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოახდენს ანგარიშსწორებას ეკონომიკურ აგენტთან. 16. პროგრამული დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება, გარდა ამ დადგენილების შესაბამის პუნქტებში მოცემული პირობებისა, უნდა ითვალისწინებდეს: ა) ეკონომიკური აგენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და დამთავრების თაობაზე ინფორმაციის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდულობით. 17. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პროგრამის დასრულებიდან ორ კვირაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას მიზნობრივი პროგრამის განხორციელების შედეგების თაობაზე.