“ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№920
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.010.649
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 25/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.010.649

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №920

2007 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №30, მუხლი 284) დამტკიცებულ დანართ №3-ში შეტანილ იქნეს შედეგი დამატებები:

ა) დანართი №3-ში ,,საბაჟო გადასახადი სხვა პროდუქციაზე“ – სახაზინო კოდი ,,2107“-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გრაფა მასში შემავალ სახაზინო კოდებთან ერთად:

,,სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადი

2108 – ჯარიმა საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობისთვის.

2109 – ჯარიმა დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობისათვის.

2110 – ჯარიმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნის, მოცილების ან/და განადგურებისათვის.

2111 – ჯარიმა საბაჟო დეკლარაციის შევსების წესების დარღვევისათვის.

2112 – ჯარიმა დეკლარირებული საქონლის მიერ უკანონოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ან საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებისთვის.

2113 – ჯარიმა საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადატანის ან გადმოტანისათვის.

2114 – ჯარიმა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გახსნის, ხელმეორედ შეფუთვის, გადატვირთვის ან გადმოტვირთვისთვის.

2115 – ჯარიმა თავისუფალი ზონისათვის ან თავისუფალი საწყობისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.

2116 – ჯარიმა საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის.

2117 – ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის.

2118 – ჯარიმა საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევისათვის.

2119 – ჯარიმა საქონლის დაკარგვის, განადგურების ან უკანონო განკარგვისათვის.

2120 – ჯარიმა დოკუმენტების შენახვის ვადის დარღვევისათვის.

2121 – ჯარიმა ავარიისა და დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობისათვის.

2122 – ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსათვის შეუტყობინებლობისათვის.

2123 – ჯარიმა დროებითი შენახვის საწყობის, საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის.

2124 – სხვა ჯარიმები.“.

ბ) დანართი №3-ში ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი“ – სახაზინო კოდი ,,3094“ შემდეგ დაემატოს შემდეგი სახის სახაზინო კოდები:

,,3220 – მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის.

3221 – შემოსავლები საარქივო მომსახურების გაწევიდან.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2007.
როდის იქნა მიღებული “ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"?
“ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 23.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №920. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.100.22.033.010.649.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ", №920, 23.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.010.649 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72058/