,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.683
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №560
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1“ ქვეპუნქტის, 281 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 25.07.2006წ., №98, მუხ. 1346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლისა და მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია.“;
გ) დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევა.“;
2. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხავს მასწავლებელთა პერსონალურ მონაცემებს;“;
3. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტის მომზადებას და დასამტკიცებლად სამინისტროსათვის წარდგენას;
ო) შეიმუშავებს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით შეიმუშავებს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ჟ) შეიმუშავებს მასწავლებელობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
რ) შეიმუშავებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ს) ამტკიცებს მასწავლებლის პორტფოლიოს ნიმუშს და მისი მომზადების წესს;
ტ) მონაწილეობას ღებულობს და ითანხმებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში;
უ) შეიმუშავებს პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესის პროექტს და ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.
4. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრს ხელმძღვანელობს და მართავს ცენტრის დირექტორი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია