„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის“, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწფიო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.682
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-115
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის“, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის“, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებით დამტკიცებულ „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის“ შესახებ დებულებაში (სსმ III, 2003 წელი, №92, მუხლი 794) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციას ახორციელებს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“ (შემდგომში – სამტრესტი).“.
2. ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტები.
3. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „გ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები.
4. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ალკოჰოლიანი სასმელების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ იგი შესყიდულია სხვა მეწარმე სუბიექტისაგან;“.
5. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
6. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი.
7. მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს განმცხადებელი, რომელიც პასუხისმგებელია ნიმუშის აღების პროცედურების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე.“.
8. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ანალიტიკური ექსპერტიზა
1. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ანალიტიკური ექსპერტიზის მიზნით განმცხადებელმა ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშები, ნიმუშების აღების აქტთან ერთად, უნდა წარადგინოს აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში – 0,75 ლიტრ ან მეტი ტევადობის ბოთლების შემთხვევაში – 5 ბოთლი, ხოლო ნაკლები ტევადობის ბოთლების შემთხვევაში იმდენი ბოთლი, რომ მათი ჯამური რაოდენობა არ იყოს 4,0 ლიტრზე ნაკლები, საიდანაც 2 ბოთლი, ლაბორატორიის მიერ, ლაბორატორიის გამოცდის ოქმთან ერთად, გადაეცემა „სამტრესტთან“ არსებულ სადეგუსტაციო კომისიას. დანარჩენი ღვინოების ანალიტიკური ექსპერტიზის მიზნით საგამოცდო ლაბორატორიას წარედგინება 3 ბოთლი, ხოლო ნაკლები ტევადობის ბოთლების შემთხვევაში იმდენი ბოთლი, რომ მათი ჯამური რაოდენობა არ იყოს 2 ლიტრზე ნაკლები.
2. საგამოცდო ლაბორატორიები ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ანალიტიკურ ექსპერტიზას და არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა გასცემენ ანალიტიკური გამოცდის ოქმებს. ლაბორატორია ვალდებულია უზრუნველყოს ექსპერტიზისათვის წარგენილი ნიმუშების შენახვა 18 თვის განმავლობაში.
3. „სამტრესტის“ მიერ სერტიფიკატის გაცემის შემდგომ, თუ აღმოჩნდება, რომ „სამტრესტის“ მიერ აღებული ნიმუშების გამოცდის შედეგები არ ემთხვევა მწარმოებლის/ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მონაცემებს, ასეთ შემთხვევაში, ჩატარდება რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდა.
4. თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციის შესაბამისი ნიმუში, ხოლო ლაბორატორიამ გასცა ყალბი ან არასწორი ოქმი, ლაბორატორიას დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობა.
5. თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციისაგან განსხვავებული ნიმუში, მწარმოებელს/განმცხადებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს ანაზღაურებს ყალბი ან არასწორი ლაბორატორიული ოქმის გამცემი ლაბორატორია.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს ანაზღაურებს მწარმოებელი/განმცხადებელი.“.
9. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ორგანოლეპტიკური ტესტირებისათვის სადეგუსტაციო კომისიას წარედგინება ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშები და საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი. წარდგენილი ნიმუშები უნდა იყოს 0,75 ლიტრი, ხოლო მეტი ტევადობის ბოთლების შემთხვევაში – 2 ბოთლი. 0,75 ლიტრზე ნაკლები ტევადობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს იმდენი ბოთლი, რომ მათი ჯამური რაოდენობა არ იყოს 1,5 ლიტრზე ნაკლები. კომისია სასმელების ნიმუშს ინახავს ერთი წელი, რის შემდეგაც დალუქული ნიმუში დაუბრუნდება მწარმოებელს.“.
10. მე-7 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დეგუსტაცია სავალდებულოა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად, ხოლო დანარჩენ ღვინოებზე დეგუსტაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება მწარმოებლის/განმცხადებლის დაკვეთის საფუძველზე.
6. ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას ახორციელებენ დადგენილი წესით აკრედიტებული სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ სერტიფიცირებული დეგუსტატორები. დეგუსტატორს უნდა ჰქონდეს მეღვინე-ტექნოლოგის განათლება და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
7. სადეგუსტაციო კომისიის წევრების სიას, რომლებიც მონაწილეობენ სადეგუსტაციო კომისიაში, წარადგენს ,,სამტრესტის“ თავმჯდომარე, ხოლო ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დეგუსტატორების შრომის ანაზღაურება ხორციელდება „სამტრესტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.
11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობის წესი
1. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდნ ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. კომისიის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს მეღვინე-ტექნოლოგის განათლება და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
2. სადეგუსტაციო კომისია შედგება 6 დეგუსტატორისაგან (წევრისაგან).
3. კომისიის საქმიანობის ორგანიზებას ახდენს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უზრუნველყოფს დეგუსტაციის მთელი პროცესის ანონიმურობის სრულ დაცვას.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) მიიღოს და შეინახოს ნიმუშები;
ბ) მოამზადოს ნიმუშები ტესტირებისათვის და უზრუნველყოს ანონიმურობის მიზნით ნიმუშების კოდირება;
გ) მოიწვიოს დეგუსტატორები ტესტირებისათვის;
დ) შეაჯამოს ტესტირების შედეგები, გააფორმოს ოქმი და გადასცეს „სამტრესტის“ თავმჯდომარეს;
ე) გააფრთხილოს კომისიის წევრები სავარაუდო დეგუსტაციის ჩატარების დროზე სულ ცოტა 2 დღით ადრე მაინც და გამოიძახოს კომისიის წევრები როტაციის პრინციპით;
ვ) უზრუნველყოს კომისიის წევრთა მუდმივი ცვლა;
ზ) უზრუნველყოს დეგუსტატორების მუდმივი სწავლება;
თ) დაადგინოს ნიმუშების თანამიმდევრობა;
ი) დაიცვას გამოსაცდელი ნიმუშების მწარმოებლის და ასევე სადეგუსტაციო კომისიის თითოეული წევრის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ანონიმურობა;
კ) შექმნას სადეგუსტაციო კომისიის შედეგების მონაცემთა დაცული ბაზა.
5. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სადეგუსტაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) დეგუსტაციის მიმდინარეობისას თავი შეიკავოს კომისიის სხვა წევრებთან საუბრისაგან ანდა სხვა რაიმე ფორმით მინიშნებისაგან კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
6. სადეგუსტაციო კომისია თავისი საქმიანობის პროცესში უზრუნველყოფილია ამისათვის სპეციალურად აღჭურვილი სადეგუსტაციო დარბაზით. კომისიის თითოეულ წევრს წინასწარ გადაეცემა სადეგუსტაციო ფურცლები (დანართი №7), რომელშიც მითითებულია:
ა) ნიმუშის ნომერი (სადეგუსტაციო ნომერი);
ბ) ვაზის ჯიში;
გ) მოსავლის წელი;
დ) ღვინის ტიპი;
ე) ღვინის ფერი;
ვ) ხარისხის ჯგუფი.
7. სადეგუსტაციო დარბაზში არსებული კაბინები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დეგუსტატორები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ.
8. კომისია თითოეული ნიმუშის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეგუსტატორების ხმათა უმრავლესობით.
9. ნიმუში ხელახლა სადეგუსტაციოდ გავა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) კომისიის დადებითი და უარყოფითი ხმების რაოდენობა თანაბრად გაიყოფა;
ბ) კომისიის ყველა წევრი სათითაოდ დაიწუნებს ნიმუშს, რომლის დაწუნების საფუძველი იქნება საცობის ტონი.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი შემთხვევების დროს ნიმუში შეიძლება განმეორებით წარმოდგენილ იქნეს დეგუსტაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაინტერესებული მხარე თავად წარმოადგენს წერილობით განცხადებას ღვინის გამოცდის გადავადების თაობაზე.
11. შესანახი ნიმუშის გახარჯვის შემთხვევაში, სადეგუსტაციო კომისია უფლებამოსილია მწარმოებელს მოსთხოვოს იგივე პარტიიდან დამატებითი ნიმუშის წარმოდგენა.
12. ერთი და იგივე სახის ღვინო, იგივე ჩამოსხმის ნომრით, შესაძლებელია წარმოდგენილი ოყოს იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას მოითხოვს დაინტერესებული მხარე.
13. კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, საფუძვლიანი ეჭვის ან შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ტესტირება კომისიის სხვა შემადგენლობის მიერ.
14. განმეორებითი ტესტირება ხორციელდება კომისიის სხვა შემადგენლობის მიერ პირველი ტესტირებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. განმეორებითი ტესტირების ხარჯებს აანაზღაურებს დაინტერესებული ინიციატორი მხარე.
15. დეგუსტაციისათვის ღვინოების მომზადების პროცედურა მოიცავს:
ა) ნიმუშების ტემპერირებას, დეკანტაციას და ნეიტრალური ბოთლით კომისიისთვის წარდგენას და სადეგუსტაციოდ გამზადებულ ღვინის სადეგუსტაციო ნომერის მინიჭებას;
ბ) დეგუსტაციაზე ნიმუშების მაქსიმალური რაოდენობაა 50 ნიმუში. დეგუსტაცია ტარდება ყოველკვირეულად სამშაბათსა და ხუთშაბათს. საჭიროების შემთხვევაში, სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს სხვა დამატებით დღეს. ნიმუშების ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგები და ორგანოლეპტიკური ტესტირების ოქმი გაიცემა დეგუსტაციის მომდევნო დღეს.
16. ღვინის დეგუსტაცია იწყება თეთრი მშრალი ღვინოებით. ყოველ დეგუსტატორს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 ცალი სადეგუსტაციო ჭიქა, ერთი ბოთლი ნეიტრალური გემოსი და არომატის მქონე წყალი (ნაკლები ნახშირორჟანგით, ან მის გარეშე), ნეიტრალური გემოსი და არომატის პური.
17. დეგუსტაციის დაწყებისას, კომისიის თავმჯდომარე ასახელებს ნომერს და იმ მონაცემს, რაც დაგუსტატორებისთვის განკუთვნილ სადეგუსტაციო ფურცლებში (დანართი №7) უკვე შეტანილია.
18. თითოეული დეგუსტატორი ნიმუშის ორგანოლეპტიკური შემოწმების შემდგომ აკეთებს ჩანაწერს სადეგუსტაციო ფურცელში (დანართი №7), სადაც ასევე აიღნიშნება მისი ხელმოწერა და თარიღი.
19. დეგუსტაციაზე ღვინოები ისინჯება შემდეგი თანამიმდევრობით: თეთრი მშრალი, წითელი მშრალი, თეთრი ნახევრად მშრალი, თეთრი ნახევრად ტკბილი, თეთრი ტკბილი, წითელი ნახევრად მშრალი, წითელი ნახევრად ტკბილი, წითელი ტკბილი, შემაგრებული, სპეციალური ღვინოები და მაგარი სასმელები.
20. თუ ღვინო შეესაბამება მისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში, დეგუსტატორი აირჩევს გრაფას „შეესაბამება“, ხოლო თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ღვინო არ აკმაყოფილებს მისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, დეგუსტატორი ვალდებულია გრაფის „არ შეესაბამებას“ აღნიშვნის შემდგომ გრაფებში „არატიპური“ და „არაჰარმონიული“ გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ მიუთითოს ამ გადაწყვეტილების მიზეზები.“
12. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლაბორატორიული გამოცდისა და ორგანოლეპტიკური ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, ალკოჰოლიანი სასმელების, მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და მხარის ღვინოების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების შემაგრებული ღვინოების, ღვინის ბრენდების წარმოების წესებისა და რეგლამენტების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესახებ „სამტრესტში“ არსებული საინფორმაციო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, „სამტრესტის“ ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.“.
13. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთ შესაბამისობის სერტიფიკატში შეიძლება ფიგურირებდეს ერთი ან რამდენიმე დასახელების ალკოჰოლიანი სასმელი. სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების დასახელებათა რაოდენობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელება შეიძლება განხორციელდეს სერტიფიკატის მეორე გვერდზე.
3. შესაბამისობის სერტიფიკატი ფორმდება კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, ტოპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ისეთი ფერადი ბლოკპერფექტული ფონის საქართველოს სახელმწიფო დროშისა და „სამტრესტის“ სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტის ფალსიფიცირების მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება.“.
14. მე-9 მუხლის მე-8–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში, განმცხადებლის თხოვნით, „სამტრესტი“ შესაბამისობის სერტიფიკატთან ერთად განმცხადებელს გადასცემს თითოეული ალკოჰოლიანი სასმელის გამოცდის ნომერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ სასერტიფიკაციო ალკოჰოლიანი სასმელი განკუთვნილია ევროგაერთიანების ქვეყნებში ექსპორტისათვის, „სამტრესტის“ მიერ გაიცემა VI 1 ფორმის სერტიფიკატი (დანართი №5), რომლის მე-10 გრაფას ავსებს „სამტრესტი“, ხოლო მე-11 გრაფას, რომელშიც აისახება ალკოჰოლიანი სასმელის ანალიტიკური ექსპერტიზის შედეგები – აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია. აღნიშნული გრაფები დამოწმებულ უნდა იქნეს „სამტრესტისა“ და ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა ხელმოწერებით.
10. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 18 თვით.“.
15. მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საინსპექციო კონტროლი
1. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებულ პარტიაზე წესდება საინსპექციო კონტროლი, რომელიც ხორციელდება შემთხვევითი შერჩევის წესით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ექპორტიორი ვალდებულია სერტიფიცირებული პარტიის საექსპორტოდ გამზადების შესახებ ექსპორტის განხორციელებამდე 3 დღით ადრე შეატყობინოს „სამტრესტს“, რის შემდგომაც „სამტრესტს“ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღების თაობაზე.
3. ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით „სამტრესტი“ და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური უფლებამოსილია, შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს ლაბორატორიული გამოცდისათვის, შეადაროს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტი ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.“.
17. დებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-12 მუხლი:
„მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ პროფესიონალ დეგუსტატორთა სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოს აკრედიტაციის შემდეგ.
2. პროფესიონალ დეგუსტატორთა სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოს აკრედიტაციამდე ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირება განხორციელდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ერთობლივი პროექტის „ღვინის ხარისხის სისტემის შექმნის“ ფარგლებში მომზადებული დეგუსტატორების მიერ.“.
18. დებულების დანართი №3 და №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
ნიმუშის აღების
აქტი №
---------------------------------- “----------“---------------200 წ. აქტის შედგენის ადგილი
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად ---------------------------------------------------------------------------------------------------------
საწარმოს დასახელება
თანამშრომლების -----------------------------------------------------------------------------------------------
თანამდებობა, სახელი, გვარი
მიერ მოხდა ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის იდენტიფიკაცია და ნიმუშების აღება სასერტიფიკაციო გამოცდისათვის, ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ დებულების შესაბამისად.
აღებული ნიმუშები დაილუქა ლუქით, --------------------------------------------------------------
აღწერა
| № | ალკოჰოლიანი სასმელების დასახელება, კატეგორია, ტიპი, ფერი | მოსავლის წელი / ჩამოსხმის თარიღი | რაოდენობა ერთ პარტიაში | ჭურჭლის ნომერი / ტევადობა | აღებული ნიმუში | შენიშვნა | ||
| განზ. ერთ. | რაო- დენ- ობა | ბოთლის ტევადობა | რაო- დენ- ობა | |||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
ნიმუშის ამღებთა ხელმოწერა საწარმოს ხელმძღვანელი ბეჭდის ადგილი
|
დანართი №4
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემა
ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“
საქართველო 0159 ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი. 6, ტელ. 37 80 47; 37 80 52. ტელ./ფაქსი (99532) 37 80 47 e-mail: samtrest-wine@hotmail.com
შესაბამისობის სერტიფიკატი № GE-0000
გაცემის თარიღი „––––“ –––––––––200 წელი
მოქმედების ვადა 200–––– წლის „––––“ –––––––––- დან 200–––– წლის „–––“ –––––––––––-მდე
წინამდებარე სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შესაბამისი წესით იდენტიფიცირებული, ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია:
| № | ალკოჰოლიანი სასმელის დასახელება, კატეგორია, ტიპი, ფერი | სესსნ კოდი | რაოდენობა | გამოცდის ოქმი № | |
|
| განზ. ერთ. | რაოდ.
| |||
| 1 2 3 4 5 6 7 |
|
|
|
|
|
შეესაბამება შემდეგი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს:
განმცხადებელი:
დამამზადებელი საწარმო (მიმწოდებელი):
სერტიფიკატის გაცემის საფუძველი:
1. ანალიტიკური გამოცდის /ნომერი და გაცემის თარიღი/, გაცემული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ /საგამოცდო ლაბორატორიის დასახელება/
2. ორგანოლეპტიკური გამოცდის ოქმი /ნომერი და გაცემის თარიღი/
3. მეღვინეობის პრაქტიკაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წარმოების წესებისა და რეგლამენტების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის შედეგები
რეგისტრირებულია რეესტრში: N –––––––– „–– “ ––––––––––––200 –– წ.
თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
ბ.ა.“.
„დანართი 4ა
МИНИСТЕРСТВО СЕЛЬСКОГО ХОЗЯЙСТВА ГРУЗИИ
СЕРТИФИКАЦОННАЯ СИСТЕМА ПРОДУКТОВ ВИНОГРАДНОГО ПРОИСХОЖДЕНИЯ
ДЕПАРТАМЕНТ ЛОЗЫ И ВИНА „САМТРЕСТ“
СЕРТИФИКАТ СООТВЕТСТВИЯ №–––––––––
Дата выдачи "––––––" –––––––––––––– 200 год
Срок действия с "–––––" 200 года по "–––––" 200 год
Настоящий сертификат подтверждает, что перечисленная ниже продукция, идентифицирована соответственно правилу
| № | Наименование алкогольного напитка, категория, тип, цвет | Код продукции | Код ТНВЭД | Количество | Протокол испытания № | |
|
|
| Единица измерения | Количество | |||
| 1 2 3 4 5 6 7 |
|
|
|
|
|
|
Соответствует следующим нормативным документам:
Заявитель:
Предприятие- изготовитель (поставщик)
Основание выдачи сертификата:
Протокол аналитических испытаний /номер и дата выдачи/
Протокол органолептичнских испытаний /номер и дата выдачи/
Результаты Государственногго Контроля за соблюдением правил и регламентов производства, установленным грузинским законодательством в практике виноделия
Зарегистрирован в реестре №–––––––– „–––––––“––––––––––––––– 200 год
Председатель–––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––
подпись
м. п. “.
20. დანართი №6 გაუქმებულ იქნეს.
21. დებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის №7 დანართი.
„დანართი №7
სადეგუსტაციო ფურცელი
დეგუსტატორი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| № | ხარისხის | მოსავლის წელი | ღვინის | ვაზის ჯიში | შეესაბამება | არ შეესაბამება | არატიპური | არაჰარმონიული | საცობის გემო | შენიშვნა | |
| ფერი | ტიპი | ||||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––– თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––– 200 წ.“
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი