,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№564
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.687
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 03/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.687

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №564

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 16.11.2006 წ., №154, მუხ. 2136) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამსწორებელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრის) მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სწავლება და უფლებამოსილია შეაფასოს კონკურსანტის მიერ შესრულებული ტესტური ნაშრომი;

დ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;“;

ბ) მე-2 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს ტესტირების ჩატარების პროცესს;

კ) საგამოცდო ცენტრი – ტესტირების ჩატარების მიზნით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი და აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;“;

გ) მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – გა­მ­ო­ც­დების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც კონკურსანტი დაიშ­ვე­ბა ტესტირებასა და გასაუბრებაზე;“;

დ) მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი – გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე.“;

ე) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონურსანტების რეგისტრაციას და მათ მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევას უზრუნველყოფს რესურსცენტრი. კონკურსანტების რეგისტრაცია ხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმების მიხედვით.

3. კონკურსანტების ტესტირებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.“;

ვ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ჩატარების მიზნით გამოცდების ეროვნული ცენტრი, რესურსცენტრებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომელშიც შეიყვანება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონკურსო ტერიტორიული ერთეულები შესაბამისი საჯარო სკოლების მითითებით;

ბ) კონკურსანტების მონაცემები საკონკურსო ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.“;

ზ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გადაგზავნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისრულეზე პასუხისმგებელია შესაბამისი რესურსცენტრი.“;

თ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ტესტირებამდე არაუგვიანეს 2 კვირით ადრე უზრუნველყოფს ტესტების ნიმუშების გამოქვეყნებას.“;

ი) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება ტესტირების (ტესტური დავალებების) თითოეული ნაწილისათვის ცალ-ცალკე და ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წარდგინებით, რომელიც ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ტესტირებამდე არა უგვიანეს 2 კვირით ადრე ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტესტების ნიმუშებთან ერთად.“;

კ) მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კონკურსანტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, ტესტირების დაწყებამდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.“;

ლ) მე-15 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კონკურსანტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი შემჩნეული იქნება ამ მუხლის მე-10 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი კონკურსანტის ტესტირებიდან მოხსნის შესახებ. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კონკურსანტს უფლება აქვს ტესტირების პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ წესის მე-19 მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი ტესტირება 10 დღის ვადაში. გაფრთხილების გარეშე კონკურსანტის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.“;

მ) მე-15 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

15. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ხელახალ ტესტირებას ამ კონკრეტულ ცენტრში ტესტირების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.“;

ნ) მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტესტირების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ტესტირების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ წესით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.

5. ტესტირებაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ტესტირებაზე დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.“;

ო) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება და გამსწორებელთა კომისიებში ნაწილდება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.“;

პ) მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტესტირების შედეგები ქვეყნდება რესურსცენტრებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. რესურსცენტრებში გამოსაქვეყნებლად იგზავნება აგრეთვე ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები. ამასთან, ზემოაღნიშნულ ვადაში საგამოცდო ცენტრების მეშვეობით გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსანტების მიერ შევსებული პასუხების ფურცლების ასლების გაცემას. პასუხების ფურცლის ასლის მისაღებად საჭიროა კონკურსანტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შევსებული წერილობითი მოთხოვნა.“;

ჟ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე კონკურსანტი უფლებამოსილია ტესტირების დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ საკონკურსო ტერიტორიული ერთეულის რესურსცენტრში, სადაც კონკურსანტმა გაიარა ტესტირება. პრეტენზიის წარდგენისას კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რესურსცენტრში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს კონკურსანტს იმავე რესურსცენტრის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

რ) მე-19 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი კონკურსანტის უფლებების დარღვევა სხვა კონკურსანტის მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია ტესტირების პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, მეთვალყურე, დამკვირვებელი) მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციას.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა სხვა კონკურსანტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა ტესტირების პროცესში მონაწილე კონკურსანტებისა და სხვა პირების მხრიდან (კონკურსანტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ კონკურსანტების ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელთაც დაარღვიეს ტესტირების პროცედურა, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია ტესტირების პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, მეთვალყურე, დამკვირვებელი) მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, აგრეთვე, აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციას.

6. ტესტირების შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში კონკურსანტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტის/ტესტის ნაწილების შეფასებასთან დაკავშირებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება იმ საკონკურსო ტერიტორიული ერთეულის რესურსცენტრში, სადაც კონკურსანტმა გაიარა ტესტირება. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ს) ძალადაკარგულად გამოცხადდეს წესის 28-ე მუხლი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია