შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.02.2008
ძალის დაკარგვა 01.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.967
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 11/02/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 06.03.2017
დოკუმენტის ტექსტი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 43.3pt 56.7pt 66.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №23
2008 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად:
1. შეიქმნას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.
2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 37 ერთეულით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტის მომზადება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.
2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური რეგიონების რეინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ასევე ამ რეგიონებში რელიგიურ, ეთნიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა საფუძველზე წარმოქმნილ პრობლემათა გადაწყვეტა, პრევენცია და კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა.
3. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
4. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგენით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
7. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №12.
მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
აპარატი:
ა) ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას, შეიმუშავებს და სათანადო დონეზე განსახილველად წარადგენს მოსაზრებებს რეინტეგრაციის სტრატეგიული კურსისა და ამ მიმართულებით კონკრეტულად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
ბ) ამზადებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტებს;
გ) უზრუნველყოფს რეინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციას;
დ) წარმართავს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნების წარმომადგენლობებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან, კერძო სტრუქტურებსა და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან;
ე) კოორდინაციას უწევს საქართველოს დელეგაციების მუშაობას შესაბამის საკითხებზე მოლაპარაკებისას, შეხვედრებსა და ფორუმებზე. უზრუნველყოფს რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზებას.
მუხლი 3🔗. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამმართველო;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) რუსეთთან ურთიერთობის სამმართველო;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ანალიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ზ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
გ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;
დ) სამმართველოს უფროსი;
ე) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) მთავარი სპეციალისტი;
ზ) უფროსი სპეციალისტი;
თ) სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;
ი) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე;
კ) მთავარი ბუღალტერი;
ლ) საქმეთა მმართველი;
მ) სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი;
ნ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ო) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
პ) დამხმარე მოსამსახურე.
მუხლი 4🔗. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები:
ა) მოქმედებენ სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ აპარატის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენენ სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებენ სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით მისი არყოფნის დროს.
4. აპარატის საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე/აპარატის უფროსი:
5. მინისტრის მოადგილე/აპარატის უფროსი:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით;
ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ.
მუხლი 5🔗. აპარატის თანამშრომლები
სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 6🔗. აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
თანამდებობა
რაოდენობა
სახელმწიფო სახელმწიფო სამმართველოს სამმართველოს მთავარი უფროსი სახელმწიფო სახელმწიფო მთავარი საქმეთა სამეურნეო სახელმწიფო სახელმწიფო დამხმარე დამხმარე სულ