„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№245
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.22.027.010.695
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 108, 01/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.695

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №245

2007 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებით (სსმ III, 27.04.2007, №59, მუხ. 649) დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დეპარტამენტის, დაწესებულებებისა და მსჯავრდებულების (პატიმრების) დაცვის უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტსა და დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება და მუდმივი კონტროლი მის შესრულებაზე;“;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეპარტამენტისა და დაწესებულების ტერიტორიაზე შემსვლელ და ტერიტორიიდან გამომსვლელ პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა აღრიცხვა;“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის შემადგენლობაშია:“;

ე) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს)“ ქვეპუნქტი:

„ს) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო.“;

ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი სახის მე-11 მუხლი:

     „მუხლი 11. დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა)“, „ვ)“ და „ზ) “ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „კ)“, „ლ)” და „რ)“ ქვეპუნქტებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.08.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №245. სარეგისტრაციო კოდი — 100.020.010.22.027.010.695.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №245, 01.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.695 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72316/