,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.703
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №957
2007 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარ-მომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 27.03.07, №41, მუხლი 473) შეტანილ იქნეს დამატება და მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. გადასახადის გადამხდელის/სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და ლიკვიდაციის (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის) შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილების წარმოდგენის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექცია სასამართლოს დადგენილების აღსრულების მიზნით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) თუ გადასახადის გადამხდელს/სხვა უფლებამოსილ პირს არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ახორციელებს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში (აღნიშვნით – ,,ლიკვიდირებულია“), ან
ბ) თუ გადასახადის გადამხდელს/სხვა უფლებამოსილ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ახორციელებს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას, ხოლო სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის ლიკვიდაციის შესახებ ჩანაწერს აკეთებს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად ჩამოწერის შემდეგ“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე““?
- „,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 02.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №957. სარეგისტრაციო კოდი — 200.250.000.22.033.010.703.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე““, №957, 02.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.703 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72358/