,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებასა (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 330) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დადგენილებით დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ თანდართული წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება და განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,დ1“ ქვეპუნქტი:

,,დ1) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ რეგისტრირე-ბული ოჯახების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სააგენტოსათვის მიწოდებას ბაზაში დაცული მონაცემების სრულყოფის მიზნით;“;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საკომუნიკაციო პუნქტების ფორმირებისას აქვთ მოქმედების თავისუფლება.“.

მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონ-ტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს მის მიერ ადმინისტრირებად ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის. გადაცემული მონაცემების (ინფორმაციის) დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

მუხლი 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომპეტენ-ციის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული ინფორმაციის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროობის მიზნით.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ვ. გურგენიძე