„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №223 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№617
სარეგისტრაციო კოდი
430.080.060.22.022.010.733
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 14/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.010.733

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №617

2007 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის       №223 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დად­გე­ნი­ლებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხ­ლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველ­ზე, ვბრძანებ:

1. „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედი­ტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის 223 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2006წ., №41, მუხ. 477) დამტკიცებულ „უმაღლეს საგანმანათ­ლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) თავი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი I

ზოგადი დებულებანი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

     „მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ინსტი­ტუ­ციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენ­ტრი) მიერ დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აკრე­დი­ტაციის პირობით მინიჭების, აკრედიტაციის პირობების შემოწმების, აკრედიტაციის გაუქმებისა და სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის წესს.”;

გ) თავი II ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

აკრედიტაციის კრიტერიუმები“;

დ) მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

     „მუხლი 2. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ

1. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედი­ტაციის მინიჭება ხდება 5 წლის ვადით, გარდა აკრედი­ტაციის პირობით მინიჭებისა.

2. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება, თუ დასტურდება, რომ სააკრედიტაციო ვიზი­ტის დროს იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრე­დი­ტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტე­რიუმს. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედი­ტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებულად ითვლება დაწესებულების ფილიალიც.

3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემ­თხვევაში ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.”;

ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ

1. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია პირო­ბით მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყო­ფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად კრიტერიუმს და ვერ აკმაყოფილებს დამატებით კრიტე­რიუ­მებიდან ერთ-ერთს მაინც.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭე­ბის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი.

3. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინი­ჭების შემთხვევაში შემდგომი ინსტიტუციური აკრედი­ტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლის ვადაში, რაც განისაზ­ღვრება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით. შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარებისას ცენტრის მიერ შეიძლება შემოწმდეს ინსტიტუციური აკრედი­ტაციის თითოეულ კრიტერიუმთან დაწესებულების შესა­ბამისობა.

4. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭე­ბის შემთხვევაში დაწესებულებას არა აქვს აბიტურიენ­ტთა და სტუდენტთა მიღების უფლება.”;

ვ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ვ.ა) ,,ბ”, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ერთ სტუდენტზე არანაკლებ 4 მ2 ფართი, რომე­­ლიც გამოიყენება სასწავლო და სამეცნიერო-კვლე­ვითი მიზნებისათვის. ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნები­სათვის აუცილებელი, სტუდენტთა რაოდენობის შესაბა­მისი ინვენტარით, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიუ­რი უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას;

გ) არა უმეტეს 30 სტუდენტზე:

გ.ა) აკადემიური უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი);

გ.ბ) პროფესიული უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი;

დ) სრულყოფილი აკადემიური ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (კურიკუ­ლუმები) და სასწავლო კურსის პროგრამები (სილა­ბუსები). ამ მიზნით დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩასატარებლად ვალდებულია წარმოად­გინოს კურიკულუმები და სილაბუსები ევროპული კრე­დი­ტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამებში მიეთითება კრედიტე­ბისა და აკადემიური საათების რაოდენობა, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით. დაწესე­ბუ­ლებას ასევე უნდა გააჩნდეს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისი სპეციალობები, კანონმდებლობის შესაბამისი აკადემიუ­რი ხარისხები და კვალიფიკაციები, უმაღლესი განათ­ლების თითოეული საფეხურის მიხედვით, ხოლო პრო­ფესიული უმაღლესი განათლების მიზნებისთვის – პროფესიული კვალიფიკაციები;

ე) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 სტუდენტზე. დაწესებულების კომპიუტერების საერთო რაოდენობის 30%-ი მაინც უნდა იყოს არანაკლებ 450 მეგა-ჰერცის სიხშირის.”;

ვ.ბ) ,,ვ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ვ.ა) ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი არსებობს დაწესე­ბულების საკუთრებაში;”;

ვ.გ) ,,ვ.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ.ე) დაწესებულია ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგი, რომელიც არ შეიძლება იყოს კვირაში 5 დღეზე ნაკ­ლე­ბი;”;

ზ) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქდციით:

,,ვ1) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურა და სტრუქ­ტურული ერთეულების ფუნქციების მარეგული­რებელი დოკუმენტები;”;

თ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ.ბ” ქვეპუნქტი.

ი) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ.ე” და ,,ზ.ვ” ქვეპუნქტები:

,,ზ.ე) ვებგვერდზე გამოყენებული უნდა იყოს ქარ­თუ­ლი უნიკოდები (,,სილფაენი” ან სხვა);

ზ.ვ) ვებგვერდი უნდა ასრულებდეს საკომუნიკაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ფუნქციას, მასზე უნდა იყოს განთავსებული დაწესებულების სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, წესდება, ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამონათვალი, კურიკულუმები და სილაბუსები, მონაცემები სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის შესახებ, საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირებისათვის – აგრეთვე დაწესებუ­ლების ბიუჯეტი.”;

კ) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვე­პუნ­ქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობა და შესაბამისი ფართის 24-საათიან რეჟიმში სარგებ­ლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით, ინსტიტუციური აკრე­დიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარმოდგენის მომენტიდან უწყვეტად 6 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ ფართზე ხელშეკრულების შესაბამისი მხარის საკუთრების უფლების დამადას­ტურებელი დოკუმენტით, რაც დგინდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ხელშეკრულება, რომელიც ითვა­ლის­წინებს ფართით სარგებლობის უფლების დროით შეზღუდვას, არ ჩაითვლება სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება დადასტუ­რებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით აკადემიურ პერსონალთან, აგრეთვე მასწავლებ­ლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით/დანიშვნის აქტებით. სრული პროფესორი, ასოცირე­ბული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და მასწავ­ლებელი აკრედიტაციის მიზნებისთვის არ შეიძლება მიეკუთვნოს ორზე მეტი დაწესებულების აკადემიურ პერსონალს. დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორ­მაცია აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების შესახებ.”;

ლ) მე-7 მუხლის:

ლ.ა) ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის­თვის განკუთვნილი ინვენტარი;”;

ლ.ბ) ,,დ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.ა) ვებ-გვერდიდან უნდა ირკვეოდეს ვებგვერდის მესაკუთრე, მასზე განთავსებული უნდა იყოს დაწესებუ­ლების საკონტაქტო ინფორმაცია და ვებგვერდის შექ­მნის თარიღი, ვებგვერდს უნდა გააჩნდეს სტუმართა მრიცხველი;”;

ლ.გ) ,,დ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისის ,,დ.ე” ქვეპუნქტი:

,,დ.ე) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს დომენური სახელისა და ,,ჰოსტინგის” (ვებსივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;”;

მ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის ,,ბ” , ,,გ.დ” , ,,დ.ბ”, ,,დ.გ” და ,,ე.ა” ქვეპუნქტები.

ნ) თავი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების წესი

    მუხლი 8. ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები

1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაცია ემყა­რება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულის­ხმობს ინსტიტუციური აკრედიტაციის ნებაყოფლო­ბი­თო­ბას და დადგენილი წესით აკრედიტაციის ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმებას აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან.

2. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდე­ბულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა მუ­შაობას, წარუდგინოს მათ ინსტიტუციური აკრედი­ტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

3. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს დაწესებუ­ლების ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობა, აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებუ­ლებაში სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგი.

4. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაცია გულისხმობს აგრეთვე მისი ფილიალის/ფილიალების პირობების შესაბამისობის დადგენას ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. ფილიალი უფლებამო­სილია განახორციელოს აბიტურიენტთა და სტუდენტთა მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი პირობები სრულად შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს.

5. აკრედიტებული დაწესებულებების შერწყმის/მიერ­თების გზით რეორგანიზაციის შემთხვევაში, რეორგანი­ზებული დაწესებულება ითვლება აკრედიტებუ­ლად და ამ დაწესებულების მაქსიმალურ სტუდენტთა ადგი­ლების რაოდენობა წარმოადგენს რეორგანიზაციამდე არსე­ბული თითოეული დაწესებულებისათვის დადგე­ნილ მაქსიმალურ სტუდენტთა ადგილების რაოდე­ნობების ჯამს.

6. აკრედიტებული დაწესებულებისათვის არააკრედი­ტებული დაწესებულების მიერთების ან მათი გაერთია­ნების შემთხვევაში, რეორგანიზებული დაწესებულება საჭიროებს ხელახალ აკრედიტაციას ცენტრის მიერ დად­გენილ ვადაში. ცენტრის მიერ აკრედიტაციის შესა­ხებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უგ­ვიანეს ცენტრის მიერ დადგენილი ვადისა, დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად.

7. აკრედიტებული დაწესებულების გაყოფის შემთხვე­ვაში რეორგანიზებული დაწესებულებები ითვლებიან არააკრედიტებულებად.

8. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მისი ნაწილის ცალკე დაწესებულებად გამოყოფის შემთხვევაში, აკრედიტაცია უნარჩუნდება მხო­ლოდ ძირითად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებას.

    მუხლი 9. დაწესებულების განაცხადი

1. დაწესებულებამ ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ცენტრს დადგენილ ვადაში უნდა წარუდგინოს განაცხადი ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ და ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენ­ტაცია:

ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი;

ბ) დაწესებულების წესდების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტარციო მონაცემები;

გ) დაწესებულების საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის დამოწმებული ასლი, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით საქმიანობ­დნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის ძალაში შესვლამდე;

ე) შენობა-ნაგებობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუ­მენ­ტაციის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;

ვ) საინვენტარიზაციო აქტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

ზ) კომპიუტერული ტექნიკის ფლობის დამადას­ტურებელი დოკუმენტაცია;

თ) სტუდენტთა სახელობითი სია ფაკულტეტის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალო­ბის, სასწავლო კურსის, სწავლების ფორმის მითითე­ბით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით;

ი) დადგენილი ფორმის შესაბამისი მონაცემები აკადემიური პერსონალის ან/და მასწავლებლების შესახებ, რომელიც დასტურდება აკადემიური პერსო­ნალის ან/და მასწავლებლების ხელმოწერით;

კ) დომენური სახელის და ,,ჰოსტინგის” (ვებსივ­­რცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3. თვითშეფასების კითხვარის, აგრეთვე აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების შესახებ ინფორმა­ციის წარდგენის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექ­ტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივი აქტით.

    მუხლი 10. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა

1. დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ ცენტრი ამოწმებს განაცხადისა და თანდარ­თული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. დაწესებულებამ განაც­ხადთან ერთად უნდა წარადგინოს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს 5 დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენ­ტი ან ინფორმაცია შეესაბამება მე-9 მუხლის მე-2 პუნ­ქტის მოთხოვნებს, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესა­ხებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება განაცხადთან ერთად არ წარადგენს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუ­მენტს, აგრეთვე დადგენილ ვადაში არ წარადგენს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინებულ დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრე­დიტაციის მაძიებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ, ცენტრი აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებუ­ლებას შესათანხმებლად წარუდგენს აკრედიტაციის ექ­სპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდო­მარისა და წევრობის კანდიდატურის მიღებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს აკრედიტაციის მაძიებელმა დაწესე­ბულებამ. აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას უფლება აქვს არაუმეტეს ორჯერ მისცეს აცილება აკრე­დიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და ექსპერტთა ჯგუფის წევრობის თითოეულ კანდი­დატურას.

3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდე­ბუ­ლია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატურების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედი­ტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატურის ამ დებულებით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

4. კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედი­ტაციის მაძიებლის მიერ განცხადებული დაუსაბუ­თებელი აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატის მიმართ, ჩაითვლება ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმად, რომლის საფუძველზეც ცენ­ტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებუ­ლებისათვის აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.

5. აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის შემადგენ­ლობას ამტკიცებს დირექტორი, თუ ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუ­ციური აკრედიტაცია.

6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდო­მარისა და წევრობის კანდიდატების შეთანხმების შემ­თხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედი­ტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესე­ბულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ.

7. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზ­ღვრება ცენტრის მიერ, დაწესებულების რესურსების მოცულობის შესაბამისად და აისახება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

    მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლო­ბაში შეიძლება შედიოდეს როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქო­ნე პირი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომად­გენელი, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირი.

2. აკრედიტაციის ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებას, საზოგადოებრივ გაერთია­ნებას, პროფესიულ ასოციაციას, საერთაშორისო და უცხო ქვეყნის ორგანიზაციას.

3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავ­მჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. აკრედი­ტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განი­საზ­­ღვრება ცენტრის მიერ შესამოწმებელი დაწესე­ბულების რესურსების მოცულობის შესაბამისად და აისახება დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

    მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტის სტატუსი

1. აკრედიტაციის ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდე­ბელი იმ დაწესებულებისაგან, რომლის შეფასებასაც ახორციელებს იგი. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძ­ლება იყოს საჯარო მოხელე და იმ დაწესებულების ყოფი­ლი ან მოქმედი თანამშრომელი, რომლის აკრედი­ტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენასაც ახორციელებს იგი.

2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცნობდეს აკრედიტაციის ჩატარების კრიტერიუმებს, წესს, აგრეთვე ჰქონდეს უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ შესაბამისი ცოდნა.

3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს და მოქმედებდეს მის ფარგლებში.

    მუხლი 14. აკრედიტაციის ექსპერტის მიერ ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულება

1. ექსპერტი უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით და იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

2. ექსპერტი ვალდებულია დაიცვას ეთიკური ნორმე­ბი, პატივი სცეს მათ და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას იმოქმედოს ეთიკური ნორმების ფარგლებში.

3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების პირო­ბების შეფასებისა და დადასტურებისას ექსპერტი ვალდებულია იყოს ობიექტური.

4. ექსპერტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორ­ციელებისას უნდა იყოს კომპეტენტური და ვალდე­ბულია დეტალურად იცნობდეს აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და მასზე დაკისრებულ სამსა­ხურებრივ უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 15. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრის უფლებები და მოვალეობები

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და წევრი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იმოქ­მედოს საქართველოს კანონმდებლობისა და ცენ­ტრის დირექტორის ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მითითებების შესაბამისად.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სააკრედიტაციო ვიზიტს, უზრუნ­ველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა შორის მოვალეობათა განაწილებას. იგი ვალდებულია:

ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეი­ს­წავლოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების კითხვარში წარმოდგენილი ინფორ­მაცია, შეაფასოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოახდინოს მათი ანალიზი;

ბ) აწარმოოს მოლაპარაკება აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და ცენტრის დირექტორისა და აკრედიტაციის მაძიე­ბელი დაწესებულების შეთანხმების შესაბამისად განახორცილოს სააკრედიტაციო ვიზიტი;

გ) უზრუნველყოს შეხვედრების ორგანიზაცია აკრედი­ტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან;

დ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელ დასკვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული კომპეტენ­ციის ფარგლებში თემატური დასკვნის მომზადებას. იგი ვალდებულია:

ა) სააკრედიტაციო ვიზიტის დროს მიიღოს მონაწი­ლეობა მასალების შეგროვებაში, შემოწმებასა და თვითშეფასების კითხვარის შინაარსის განხილვაში;

ბ) ჩაატაროს სტუდენტთა, აკადემიური და დამხმარე პერსონალის, მასწავლებლების, აგრეთვე სხვა პირების ინტერვიუირება;

გ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნის შედგენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

    მუხლი 16. აკრედიტაციის ექსპერტთა მონაცემთა ბაზა

1. ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა მონაცემ­თა ბაზას.

2. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს და აქვეყნებს ცენტრი.

    მუხლი 17. აკრედიტაციის ექსპერტთა ტრენინგი

1. აკრედიტაციის ექსპერტებს შეიძლება ჩაუტარდეთ ტრენინგი ცენტრის მიერ დადგენილი წესით.

2. ტრენინგის დროს ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინტერვიუი­რება, თვითშეფასების კითხვარის და აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, მიღებული მასალების შეფასება, აკრედიტა­ციის ექსპერტის თემატური და აკრედიტაციის ექსპერ­ტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის შედგენა, აგრეთვე აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.

3. ცენტრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვა­ლისწინებული საკითხების გარდა შეიძლება განისაზ­ღვროს დამატებითი საკითხები, რომლებიც გათვალის­წინებულ უნდა იქნეს აკრედიტაციის ექსპერტთა ტრე­ნინ­გში.

    მუხლი 18. აკრედიტაციის ექსპერტთა შრომის ანაზღაურება

აკრედიტაციის ექსპერტთა შრომისა და მივლინების ანაზღურების წესს განსაზღვრავს ცენტრი.

    მუხლი 19. სააკრედიტაციო ვიზიტი

1. სააკრედიტაციო ვიზიტის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს დაადგინოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ფაქტობრივი პირობები, აგრეთვე თვითშეფასების კით­ხვართან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებუ­ლების პირობების შესაბამისობა.

2. აკრედიტაციის ექსპერტები ამოწმებენ დაწესებულ­ებაში არსებულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ დაწესებულებაში დასაქმებული პირების, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და ინვენტარის ადგილზე დათვა­ლიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით აკრედიტაციის ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონა­ცემები.

3. სააკრედიტაციო ვიზიტის კვალიფიციურად გან­ხორ­ციელების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.

4. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალ­დებუ­ლია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტებს სააკ­რედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესა­ბამისი დასკვნის მომზადებაში.

    მუხლი 20. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თემატური და შემაჯამებელი დასკვნა

1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრე­დიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნა და აკრედი­ტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.

2. თემატური დასკვნა წარმოადგენს აღწერას თვით­შეფასების კითხვარში მოყვანილ მონაცემებთან და ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან აკრედი­ტაციის მაძიებელი დაწესებულების შესაბამისობის შესახებ. თემატური დასკვნის შედგენა წარმოებს აკრე­დიტაციის ექსპერტის მიერ აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების კონკრეტული პირობის ან/და პირობების გადამოწმების დროს.

3. შემაჯამებელი დასკვნა დგება თემატური დასკვნის საფუძველზე და წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ფაქტობრივი პირობების აღწერას და ანალიზს. შემაჯამებელი დასკვნით დგინდება აკრედიტა­ციის მაძიებლის პირობების შესაბამისობა ამ დებუ­ლებით დადგენილ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. შემაჯამებელი დასკვნის შედგენა წარმოებს აკრედი­ტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის მიერ აკრე­დიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნების საფუძველზე.

4. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას აკრედი­ტაციის ექსპერტთა ჯგუფი აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულების წარმომადგენელს აცნობს თემატურ და შემაჯამებელ დასკვნებს, რაც დასტურდება თემატურ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების წარმომადგენლის, ხოლო შემაჯამებელ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუ­ფის წევრებისა და დაწესებულების წარმომად­გენლის ხელმოწერით.

5. აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 21. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ

1. ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულებების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვე­ტილებას:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

გ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის გაუთვალის­წი­ნებლობის შემთხვევაში.

3. საბჭომ შეიძლება განსაზღვროს აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.

4. სახელმწიფო აღიარებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შესაბამისად ჩარიც­ხულ პირზე აკრედიტებული დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს მხოლოდ აკრედიტაციის ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი საგანმათლებლო პროგრამა კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით ითვლება აკრედიტებულად.

5. არააკრედიტებული ლიცენზირებული დაწესებუ­ლებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის შემთხვევაში, ათვისებულად ჩაუთვალოს ამ დაწესებუ­ლებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა.

    მუხლი 22. დაწესებულებისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრა

1. გადაწყვეტილება სტუდენტთა ადგილების რაოდე­ნობის განსაზღვრის შესახებ მიიღება საბჭოს მიერ. დაწესებულებას სტუდენთა ადგილები განესაზ­ღვრება:

ა) ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებისას;

ბ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში;

გ) სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში.

2. სტუდენტთა ადგილების განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის სტუდენტთა მაქსიმალური ტევა­დო­ბის განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც დაწესე­ბულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაო­დენობა.

3. აკრედიტებული დაწესებულებისა და ამ დაწესებუ­ლების ფილიალის სტუდენტთა რაოდენობები დგინდება ცალ-ცალკე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებუ­ლი დაწესებულება დადგენილ ვადაში ცენტრში წარად­გენს განაცხადს სტუდენტთა ადგილების განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში სტუდენტთა ადგილების გან­საზ­ღვრა ხდება ლიცენზიის მისაღებად და ფლობი­სათვის დაწესებულების მიერ საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ცენტრს წარუდგენს სტუდენტთა ადგილების განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტთა ადგილე­ბის რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციისა და აკრე­დიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძ­ველზე.

6. ცენტრის ინიციატივით დაწესებულების სტუდენ­ტთა ადგილების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხო­ლოდ ამ დებულებით დადგენილი წესით დაწესებუ­ლების შესაბამისი პირობების შემოწმების შედეგად და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძ­ველზე.“.

ო) III თავს დაემატოს 221 მუხლი და ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 221.. ვადა ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესში

1. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესა­ხებ განაცხადის და სტუდენტთა ადგილების განსაზღვრის შესახებ განაცხადის წარდგენის ვადას, ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივი აქტით.

2. ცენტრი, დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ და დებულების 22-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწ­ყვეტილებას, იღებს საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება ცენტრს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართავს აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვე­ტილებით განსაზღვრულ ვადაში.

4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება უფლება­მოსილია ცენტრს მიმართოს აკრედიტაციის მოთხოვნით აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 წლისა.”;

პ) თავი IV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი“;

ჟ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს ინსტიტუციური აკრედიტაცია, ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.

2. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენ­ტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინის­ტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით.”;

რ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 24. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები

1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი უფ­ლება­მოსილია შეამოწმოს დაწესებულების შესაბამი­სობა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაწესებულება დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს;

ბ) თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემე­ბის შესაბამისად დაწესებულება აღარ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონა­ცემები წარმოშობენ ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;

გ) არსებობს ინფორმაცია იმისა, რომ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებს;

დ) არსებობს ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში აბიტუ­რიენტის ან/და სტუდენტის ჩარიცხვა განხორ­ციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობის შემოწმების განხორციელება ცენტრის მიერ შესაძლებელია წელი­წად­ში მხოლოდ ერთხელ. ხოლო სტუდენტთა ადგილე­ბის რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტუ­რიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების მიზნით, შემოწმება შეიძლება განხორციელდეს არა უმეტეს 2-ჯერ კალენდარული წლის განმავალობაში ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. დაწესებულების შემოწმების შედეგად, აკრედი­ტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილება:

ა) ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება ძირითადი კრიტე­რიუ­მებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე თუ დაწესებუ­ლებამ დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგე­ნილი აბიტურიენტის ან/და სტუდენტის ჩარიცხვის წესი;

ბ) დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტა­ციის პირობით მინიჭების შესახებ, თუ ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე დაწესებულების პირობები არ შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.”;

ს) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 25. დაწესებულების შემოწმების ჩატარების წესი

1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელ­დება ამ დებულების მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიც­ხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების შემთხვევაში, შემოწმების დრო, პერიოდი და აკრედიტაციის ექსპერტთა ვინაობა არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.”;

ტ) თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

გარდამავალი დებულებანი“;

უ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი

1. ამ დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ ვცელდება იმ პირებზე, რომლებიც დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარე­ბამდე.

2. ის დაწესებულებები, რომლებსაც 2007-2008 სასწავლო წლიდან მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია და რომლებსაც სურთ 2007-2008 სასწავლო წელს განახორციელონ სტუდენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პრო­ფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, უფლებამოსილნი არიან დადგენილ ვადაში მიმართონ ცენტრს პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში აკრედიტაციის ჩატარების მოთხოვნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის მიერ მოწმდება დაწესებულების ის პირობები, რომლებიც არ შემოწმებულა 2006 წელს განხორციელებული ინსტიტუციური აკრედიტა­ციის დროს და რომლის შემოწმების გარეშეც შესაძლოა ვერ იქნეს უზრუნველყოფილი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგის მიღწევა.

4. ის ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესე­ბულება, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო საქ­მია­ნობის განხორციელების უფლება მიენიჭა ,,უმაღ­ლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში დამა­ტებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2007 წლის 28 მარტის №4529 საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, უფლებამოსილია პროფესიული უმაღ­ლესი განათლების ნაწილში ერთიანი ეროვნული გა­მოც­­დების შედეგების საფუძველზე სტუდენტების მიღების მიზნით, პროფესიული უმაღლესი საგანმანათ­ლებლო პროგრამები წარუდგინოს სამინისტროს ლი­ცენ­­­ზირების სამსახურს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვევაში, სამინისტროს ლიცენზირების სამსახური ცენტრს წარუდგენს სტუდენტთა რაოდენობის განსაზ­ღვრისათვის საჭირო ინფორმაციას.

6. იმ დაწესებულების პირობების შემოწმება, რო­მელ­საც ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭა პირო­ბით, ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი შეც­ვლი­ლი პირობების შესაბამისად.

7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუსწრებელი ფორმით სწავლე­ბისათვის ჩარიცხულ სტუდენტებთან მიმართებით, რომ­ლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში სწავლას განაგრძობენ დაუსწრებელი ფორმით, ამ დებუ­ლების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვე­პუნ­ქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან დაწესებულების შესაბამისობის დადგენისას იანგარიშება დაუსწრებელი სწავ­ლების ფორმის სტუდენტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 1/5-ი.“;

2. ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედი­ტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №223 ბრძანებით დამტკიცებულ „ინსტი­ტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენო­ბის განსაზღვრის ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ ინსტრუქციით დადგენილ ინსტიტუციური აკრე­დიტაციის საფასურს იხდის აკრედიტაციის მაძიე­ბელი დაწესებულება, აგრეთვე აკრედიტებული დაწესე­ბულება, რომლებიც ახორციელებენ აკადემიურ ან/და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის ან გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.”;

ბ) ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

,,1. განაცხადის წარდგენის დროს განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს ინსტიტუციური აკრედიტა­ციის განაცხადის საფასური 500 ლარის ოდენობით.”;

დ) მე-2 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. აკრედიტებული დაწესებულება, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, იხდის ამ მუხლის მე-2 პუნ­ქტით დადგენილი პარამეტრით/პარამეტრებით გან­საზ­ღვრულ საფასურს.”;

ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. დაწესებულების სტუდენტთა არსებული რაოდენობით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განასაზღვრის წესი და ოდენობა

1. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს აკრედი­ტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) 100-მდე სტუდენტის არსებობისას – 590 ლარი;

ბ) 101-დან 300-მდე სტუდენტის არსებობისას – 1180 ლარი;

გ) 301-დან 500-მდე სტუდენტის არსებობისას – 1534 ლარი;

დ) 501-დან 1000-მდე სტუდენტის არსებობისას – 2360 ლარი;

ე) 1001-დან 5000-მდე სტუდენტის არსებობისას – 3540 ლარი;

ვ) 5001-დან 10000-მდე სტუდენტის არსებობისას – 5900 ლარი.

2. დაწესებულება 10000-ზე მეტ ყოველ 1000 სტუ­­დენტზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 590 ლარის დამატებით.”;

ვ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4. დაწესებულების მიერ საერთო ფართის მიხედვით გადასახდელი აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა

1. დაწესებულება ვალდებულია ფართის მიხედვით გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) 1000-დან 3000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 590 ლარი;

ბ) 3001-დან 5000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 1180 ლარი;

გ) 5001-დან 10000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 2006 ლარი;

დ) 10001-დან 20000-კვ.მ მდე ფართობის დროს – 2714 ლარი;

ე) 20001-დან 30000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 3186 ლარი.

2. დაწესებულება 30000 კვ.მზე მეტ ყოველ 10000 კვ.მზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 236 ლარის დამატებით.”;

ზ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დაწესებულებისათვის სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართისა და შენობა-ნაგებობების მიხედვით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა

დაწესებულება ვალდებულია ყოველ ერთ მისა­მართზე არსებული 1 შენობა-ნაგებობისა ან შენობის ნაწილის ფლობის შემთხვევაში გადაიხადოს აკრედიტა­ციის პროცედურის საფასური 177 ლარის ოდენობით.”;

თ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-6 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროფესიული უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საფასური

დაწესებულება ვალდებულია პროფესიული უმაღ­ლესი განათლების ნაწილში აკრედიტაციის მიზნით გადაიხა­დოს აკრედიტაციის საფასური 2000 ლარის ოდე­ნობით.”;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ლომაია