„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034. 010.734
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1083
2007 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“და „ნ“ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანების (სსმ III, 7.07.2003 წ., № 68, მუხ. 618) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. თანამშრომელთა წახალისება და მისი სახეები
პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემია;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1083. სარეგისტრაციო კოდი — 140.130.000.22.034.010.734.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1083, 07.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.734 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72466/