,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.010.737
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №267
2007 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით (სსმ III, 13.07.2007 წ., №101, მუხ.1109) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის“ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პრობაციის ეროვნულ სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.“.
ბ) დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. პრობაციის ეროვნული სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.“.
გ) დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პრობაციის ეროვნული სამსახურის იურიდიული მისამართია: თბილისი, ნატო ვაჩნაძის ქუჩა №9.“.
დ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან; სამსახურის კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველო.“.
ე) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამსახურის საკადრო საკითხების რეგულირება, საკადრო ბრძანებების პროექტების მომზადება, მათი ასლების და შრომის წიგნაკიდან ამონაწერების დამოწმება, საქმისწარმოების განხორციელება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე წინადადებათა შემუშავება.“.
ვ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.
ზ) დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15. ტერიტორიული ორგანოების _ პრობაციის ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები
1. თბილისის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თბილისი.
2. იმერეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
4. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები აგრეთვე, ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია.
5. კახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
6. გურიის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
10. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
11. აჭარის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე