„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.010.744
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №240/ნ
2007 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის №129/ნ ბრძანების (სსმ III, 10.04.2007, № 49, მუხ. 551) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა
თავი I
მუხლი 1. პრეამბულა
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს წინა წლებში სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მზადებასა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფას.
მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება და ორგანიზაციული სტრუქტურა
პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2007 წელს გათვალისწინებულია 394 100 (სამას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ასი) ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
| № | ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ა
| ბიუჯეტი (ლარებში) 2007 წელი |
| 1. | 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი | 265 200
|
|
| მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით | 17 590 |
| 2. | ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კომპონენტი | 128 900 |
|
| მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით | 10 100 |
| სულ: | 394 100 |
მუხლი 3. პროგრამის განხორციელება, მართვა და მონიტორინგი
პროგრამას ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი. პროგრამის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით ბიუჯეტის მიმართ განისაზღვრა 27 690 (ოცდაშვიდი ათას ექვსასოთხ მ ოცდაათი) ლარის ოდენობით.
თავი II
2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი
მუხლი 4. აქტუალობის დასაბუთება
ექიმის სპეციალისტად ჩამოყალიბების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს დიპლომისშემდგომი განათლება და სარეზიდენტო მზადება, ხოლო ექიმის, როგორც სპეციალისტის პროფესიული კომპეტენციის სრულყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის მთელ პერიოდში გრძელდება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის გზით. რეზიდენტურის დამთავრების შედეგად საექიმო საქმიანობის მაძიებელი იძენს იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის გასახორციელებლად. აღნიშნული პროცესის უზრუნველყოფისა და საკადრო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფინანსურად უზრუნველყოფს სარეზიდენტო მზადების ადმინისტრირებას.
მუხლი 5. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების (WFME – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადების გზით საბაზისო სამედიცინო განათლების მქონე პირის კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბება, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 6. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სტანდარტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშის საფუძველზე დადგენილი წესით დაფინანსების უზრუნველყოფა;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული (დიპლომის მქონე) პირის დახელოვნება შესაბამის საექიმო სპეციალობაში და კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება შესაბამისი პროფილის კლინიკაში (როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ) რეზიდენტის პრაქტიკული მუშაობის გზით;
გ) რეზიდენტურაში მზადების პერიოდში რეზიდენტის მიერ წარმოებული პრაქტიკული საქმიანობის მეთვალყურეობის უზრუნველყოფა სათანადო კვალიფიკაციის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მიერ და ანგარიშების მომზადება.
მუხლი 7. განხორციელების გეგმა
ა) სარეზიდენტო მზადების პროგრამ-დირექტორებთან შეთანხმებით რეზიდენტთა მზადების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკების (როტაციების გრაფიკი) მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) კლინიკებში რეზიდენტთა მზადების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
გ) მზადების შუალედური შეფასების უზრუნველყოფა;
დ) კურსდამთავრებული რეზიდენტების მომზადების დონის საბოლოო შეფასების უზრუნველყოფა.
მუხლი 8. განხორციელების ვადები
კომპონენტი ხორციელდება 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების (კომპონენტების), მათი ღონისძიებებისა და დაფინანსების წყაროების განსაზღვრის შესახებ, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ 2006 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2007 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 თებერვლის №42/ნ ბრძანებისა და ამ პროგრამით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.
მუხლი 9. მოსალოდნელი შედეგი
2007 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 34 რეზიდენტი, ხოლო სარეზიდენტო მზადებას გააგრძელებს 135 რეზიდენტი.
მუხლი 10. სახელმწიფი შესყიდვის განხორციელების წესი
კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 11. ბიუჯეტი
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2007 წელს გათვალისწინებულია 265 200 (ორას სამოცდახუთი ათას ორასი ლარი) ლარი (ცხრილი №1).
თავი III
ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 12. აქტუალობის დასაბუთება
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ამდენად, კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებები უზრუნველყოფს სამედიცინო განათლების ეტაპობრიობის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი პრინციპების სრულფასოვან ამოქმედებას.
მუხლი 13. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების გზით უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ისეთი კურსდამთავრებულების შერჩევა, რომლებიც გამოირჩევიან საფუძვლიანი ცოდნით და მზად არიან აითვისონ დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა და/ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება) პროგრამა.
მუხლი 14. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა;
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმღები და სააპელაციო კომისიების ფორმირებისა და მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტური ფორმით ჩატარების უზრუნველყოფა;
ე) საბუთების მიღების, იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და არქივირების სამუშაოთა წარმოება;
ვ) წინასწარ წარდგენილი განცხადების საფუძველზე უცხოენოვანი გამოსაცდელისათვის საგამოცდო ასისტენტის მომსახურების გათვალისწინება;
ზ) საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი კანონით დადგენილი წესით ანგარიშგების უზრუნველყოფა.
მუხლი 15. განხორციელების ვადა
განხორციელების ვადაა 2007 წლის აგვისტო-ოქტომბერი.
მუხლი 16. მოსალოდნელი შედეგი
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებით სამედიცინო განათლების ეტაპობრივი სტანდარტების დამკვიდრება და ექიმ-სპეციალისტად ჩამოყალიბების სარეზიდენტო პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 17. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესი
კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 18. ბიუჯეტი
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2007 წელს გათვალისწინებულია 128 900 (ას ოცდარვა ათას ცხრაასი ლარი) ლარი (ცხრილი №2).
| ცხრილი №1 | ||||||||||||||
| 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული | ||||||||||||||
| რეზიდენტების მზადების ხარჯთაღრიცხვა | ||||||||||||||
| (იანვარი-დეკემბერი) | ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| № | ხარჯების დასახელება | იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი | სულ |
| 1 | რეზიდენტების რაოდენობა | 169 | 169 | 169 | 145 | 145 | 145 | 145 | 135 | 135 | 135 | 135 | 135 |
|
| 2 | რეზიდენტების სტიპენდია | 5746 | 5746 | 5746 | 4930 | 4930 | 4930 | 4777 | 4590 | 4590 | 4590 | 4590 | 4590 | 59755 |
| 3 | ლოკალური ხელმძღვანელის ანაზღაურება | 10140 | 10140 | 10140 | 8700 | 8700 | 8700 | 8430 |
| 8100 | 8100 | 8100 | 8100 | 97350 |
| 4 | სოც. ანარიცხები (20%) | 2028 | 2028 | 2028 | 1740 | 1740 | 1740 | 1686 |
| 1620 | 1620 | 1620 | 1620 | 19470 |
| 5 | პროგრამ-დირექტორების ანაზღაურება | 4050 | 4050 | 4050 | 4050 | 4050 | 4050 | 4050 |
| 4050 | 4050 | 4050 | 4050 | 44550 |
| 6 | სოც. ანარიცხები (20%) | 810 | 810 | 810 | 810 | 810 | 810 | 810 |
| 810 | 810 | 810 | 810 | 8910 |
| 7 | სხვა საქონელი და მომსახურება (1 რეზიდენტზე 10 ლარი) | 1690 | 1690 | 1690 | 1450 | 1450 | 1450 | 1405 | 1350 | 1350 | 1350 | 1350 | 1350 | 17575 |
| მათ შორის: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| ოფისის ხარჯი | 1183 | 1183 | 1183 | 1013 | 1013 | 1013 | 984 | 945 | 945 | 945 | 945 | 945 | 12297 | |
| კომუნალური ხარჯები | 507 | 507 | 507 | 437 | 437 | 437 | 421 | 405 | 405 | 405 | 405 | 405 | 5278 | |
| სულ: | 24464 | 24464 | 24464 | 21680 | 21680 | 21680 | 21158 | 5940 | 20520 | 20520 | 20520 | 20520 | 247610 | |
| სარეზიდენტო პროგრამის შესრულების ინსპექტირებისა და მონიტორინგის ხარჯები | 17590 | |||||||||||||
| კომპონენტის ბიუჯეტი | 265200 | |||||||||||||
ცხრილი №2
2007 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ხარჯთანუსხა
(აგვისტო – სექტემბერი)
|
| სულ | |
| მაძიებელთა | რაოდენობა | 3 600 |
| მოწვეულ სპეციალისტთა | შრომის ანაზღაურება | 64 800 |
| დამქირავებლის ანარიცხები | 12 960 | |
| სხვა საქონელი და მომსახურება | ოფისის ხარჯები | 10 000 |
| კომუნალური ხარჯები | 8 000 | |
| სხვა ხარჯები | 23 040 | |
| სულ (ლარი) | 118 800 | |