„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.750
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №997
2007 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის თაობაზე“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.03.05, №32, მუხ. 306) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. უიმედო საგადასახადო დავალიანების ცნება
უიმედო საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული უიმედო საგადასახადო დავალიანება“.
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
თ) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.“
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
ე) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.“.
დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
31. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ინსპექციის მიერ წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სასამართლოს დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და ლიკვიდაციის შესახებ;
დ) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.“.
ე) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №997. სარეგისტრაციო კოდი — 200.010.000.22.033.010.750.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“, №997, 15.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.750 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72550/