⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.01.2012)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.08.2007
ძალის დაკარგვა 09.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №646
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.751
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 20/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,191 სიტყვა · ~36 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.08.2007 მიღება
09.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.751 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №646 2007 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდება პრეამბულა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სასწავლო-სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განხორციელება და განსწავლული, მიზანდასახული, კონკურენტუნარიანი და მაღალი ზნეობის პროფესიონალების მომზადება. თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები 1. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამას (პროგრამებს), აგრეთვე პროფესიულ უმაღლეს საგანათლებლო პროგრამას (პროგრამებს). 2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას. 3. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: თსსუ; ინგლისური სახელწოდებაა: Tbilisi State medical University, შემოკლებული სახელწოდებაა TSMU. 4. უნივერსიტეტს გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი. აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. 5. უნივერსიტეტს შეუძლია თავისი სახელით მონაწილეობდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, გამოვიდეს საპროცესო მხარედ ან მესამე პირად სასამართლოში. 6. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. 7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.№33.     მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა 1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: ა) მედიცინის, ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში ეროვნული და მსოფლიო ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა; ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება; გ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; დ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება; ე) ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა; ვ) პროფესიული უმაღლესი განათლება. 2. უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი პროგრამების განხორციელება; ბ) სამედიცინო საქმიანობა. 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას; ბ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას; გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას; დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას; ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას და სრულუფლებიან მონაწილეობას; ვ) საქმიანობის ავტონომიურობას; ზ) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; თ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით; ი) უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას; კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მიზნების მიღწევას. 4. ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი: ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის, მეცნიერული მეთოდების გამოყენებას; ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან; ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას; ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში; თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში; ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას; კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თავი II სტრუქტურა და მართვა     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის (ფაკულტეტი), ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2. უნივერსიტეტის ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრუქტურით. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით. 3. უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები, მიმართულებები, კათედრები, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები.     მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მართვა 1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: ა) აკადემიური საბჭო; ბ) წარმომადგენლობითი საბჭო, გ) რექტორი; დ) კანცლერი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი); ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) დეკანი; გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები. საარჩევნო კომისია და ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან. 4. მართვის ორგანოების არჩევნები რეგულირდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით. 5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია დამოუკიდებელია თავისი საქმიანობისას და ემორჩილება მხოლოდ კანონს. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სარჩევნო კომისიის საქმიანობის დამოუკიდებლობას. 6. მართვის ორგანოებში არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გრძელდება ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობამდე.     მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ანგარიშებისა და ადმინისტრაციული აქტების საჯაროობას; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.     მუხლი 7🔗. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით. 2. აკადემიური საბჭო აირჩევა 6 წლის ვადით. 3. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის 3-3 წარმომადგენელი. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა. 5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით. 7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის მესამედი განახლდება 3 წლის გასვლის შემდეგ. აკადემიური საბჭოს იმ წევრთა ვინაობას, რომლის როტაციაც უნდა განხორციელდეს არჩევიდან 3 წლის შემდეგ, დგინდება წილისყრით, რომელიც იმართება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.     მუხლი 8🔗. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ახალ კანდიდატურას კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და კანცლერის ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესს; ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს; მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას; ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ო) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს; პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) ხელმძღვანელებს; რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) ამტკიცებს სასწავლო პროგრამებს, სასწავლო საგანმანათლო საფეხურების მიხედვით; ტ) განსაკუთრებულ შემთხვევებში (სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით), იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის სწავლების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის შეცვლის თაობაზე; უ) ახორციელებს საერთაშორისო ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. უნივერსიტეტის აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი 1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი. 2. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის. 3. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივის უფლება აქვთ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს, აგრთევე კანცლერს. 4. აკადემიური საბჭოს წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. იგი ვალდებულია მონაწილეობდეს აკადემიური საბჭოს სხდომებზე. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. 5. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 6. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო. სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ და საინფორმაციო მომსახურებას და საბჭოს სხდომების მოწვევის ორგანიზებას. აკადემიური საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს მდივანი, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. 7. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 8. აკადემიური საბჭოს სხდომები, გარდა დახურული სხდომებისა, მიმდინარეობს საჯაროდ. 9. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას ადგენს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) განსაზღვრული დღის წესრიგის რიგითობის მიხედვით. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით. 11. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი. 12. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს: ა) სხდომის თარიღს, დაწყებისა და დასრულების დროს; ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას; გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას; დ) დღის წესრიგს; ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს. 13. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.     მუხლი 10🔗. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო 1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 6 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგი ოდენობით. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ არანაკლებ 1/3-ს. 4. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, გარდა დოქტორანტისა. 5. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია და რეგისტრირებულ პირთა მონაცემებს აწვდის ფაკულტეტის საარჩევნო კომისიებს. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დებულებით დადგენილ ვადებში, დადგენილი წესით. 6. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 7. წარმომადგენლობით საბჭოში შეიძლება შევიდეს პირი, რომელსაც უნივერსიტეტმა მიანიჭა აკადემიური ხარისხი (კვალიფიკაცია) ან/და საზოგადოების წარმომადგენელი. ამ პირთა არჩევა (კვოტის შესაბამისად) წარმომადგენლობით საბჭოში რეგულირდება საარჩევნო დებულებით, დადგენილი კვოტა არ შეიძლება შეივსოს სხვა პირით. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებისას გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული საფუძვლები. 9. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლობის ასარჩევად იმავე ვადით.     მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს კანცლერის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით; თ) აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო განრიგს; ი) ამტკიცებს კანცლერის წლიურ ანგარიშს; კ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყიტოს უფლებამოსილება კანცლერს; ლ) კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; მ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ო) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს; პ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დებულებას სტიპენდიის შესახებ; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების, კანცლერის არჩევისა და კანცლერის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 6 წლის ვადით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტა; ზ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამი თვის განმავლობაში სპიკერის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.     მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი 1. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი მონაწილე. 2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ). 3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს გასაცნობად აძლევს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. 5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღის ვადაში საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის ვადაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ხალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივის უფლება აქვთ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს, რექტორს, კანცლერს. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სარგებლობს ერთი ხმით. იგი ვალდებულია მონაწილეობდეს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებზე. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე, შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. 9. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. 11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები, გარდა დახურული სხდომებისა, მიმდინარეობს საჯაროდ. 13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი. 14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები. 15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) განსაზღვრული დღის წესრიგის რიგითობის მიხედვით. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით. 17. წარმომადგერნლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და საბჭოს მდივანი. 18. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს: ა) სხდომის თარიღს, დაწყებისა და დასრულების დროს; ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას; გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას; დ) დღის წესრიგს; ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს. 19. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.     მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის რექტორი 1. უნივერსიტეტის რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე კანცლერი. 2. რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული პროფესორი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 3. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 4. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რექტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით: ა) დადოს გარიგებები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები; ბ) ამ წესდებით დადგენილი წესით, სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის პერსონალი; დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება კანცლერის წარდგინებით; გ) მოიწვიოს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა; მოიწვიოს და უხელმძღვანელოს აკადემიურ საბჭოს; დ) ისარგებლოს აკადემიური საბჭოს წევრისათვის დადგენილი უფლებამოსილებით; ე) განახორციელოს პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა; ვ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 5. რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს ამ წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას. სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან არჩეული რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება წინამდებარე წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, გარდა აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუქნტით დადგენილი გარემოებისა. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით. 7. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს. 8. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 9. რექტორს ჰყავს მოადგილე (ვიცე-რექტორი) ან მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის კანცლერი 1. უნივერსიტეტის კანცლერი (შემდგომში – კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. კანცლერს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს კანცლერის ახალ კანდიდატურას. 3. კანცლერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 4. ერთი და იგივე პირი კანცლერად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.     მუხლი 16🔗. კანცლერის უფლებამოსილება 1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით კანცლერი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს; თ) ახორციელებს უნივერსიტეტის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის საფინანსო, ეკონომიკური და სამეურნეო მიმართულების სამსახურების მუშაობას; კ) წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს ან რექტორის ცალკეული დავალებების შესაბამისად წარმოადგენს რეკომენდაციებს ან დასკვნებს უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი ცალკეულ საფინანსო-ეკონომიკური ღონისძიებების მიზანშეწონილობის თაობაზე; ლ) ხელს აწერს ყველა იმ გარიგებას და შეთანხმებას, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობასთან; მ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას, ასევე კვალიფიკაციის მიხედვით საკადრო რეზერვის შექმნას და გადამზადებას. მოთხოვნისამებრ, რექტორს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს დასანიშნი პირის შესახებ; ნ) უფლებამოსილია მოიწვიოს წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს სხდომა; ო) უფლებამოსილია განახორციელოს პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და მის განხორციელებაში; ჟ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. კანცლერი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 17🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იქმნება უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით. 2. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი უნივერსიტეტის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს სრული პროფესორი. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი გარემოებების არსებობისას. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს: ა) შიდა და გარე შეფასების პროცედურების შეფასებას, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; გ) ფაკულტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; დ) ფაკულტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით; ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. თავი III ფაკულტეტი     მუხლი 18🔗. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები 1. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საფეხურის საგანმანათლებო პროგრამებით სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან./და პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მინიჭებას. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე – აფხაზური. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე სწავლა შეიძლება განხორციელდეს ასევე ინგლისურ ან/და სხვა უცხო ენაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით ფაკულტეტის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და პროფესიული სასწავლო დეპარტამენტ(ებ)ი, რომლებიც განახორციელებენ აკადემიური უმაღლესი განათლების სამაგისტრო და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. 5. ფაკულტეტის დებულებას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 19🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება, ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე ფაკულტეტის დეპარტამენტების (მიმართულებების) მიხედვით, დეპარტამენტების (მიმართულების) თითო წარმომადგენელი, საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით. 3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლები ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ცალ-ცალკე. სტუდენტური თვითმმართველობიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს. 4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი რეგულირდება უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით.     მუხლი 20🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 21🔗. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით, ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. დეკანად შეიძლება აირჩეს სრული ან ასოცირებული პროფესორი. 3. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური, წარმომადგენლობითი საბჭოებისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი საფუძვლები. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით. 5. დეკანის უფლებამოსილების ვადით დეკანის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმანს დეკანის სათათბირო ორგანო დეკანატი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. 6. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს – ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი. 7. საჭიროების შემთხვევაში დეკანის კომპეტენციის განმარტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.     მუხლი 22🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.     მუხლი 23🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. თავი IV უნივერსიტეტის პერსონალი     მუხლი 24🔗. უნივერსიტეტის პერსონალი 1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. 2. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურში მიღების და გათავისუფლების წესი რეგულირდება წინამდებარე წესდებით და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა შესაბამისი აქტებით.     მუხლი 25🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორებისაგან. 2. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 4. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 5. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 6. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 7. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით არჩევის პირობებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს წარდგინებით. 8. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 9. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლადარჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე. 10. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 11. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.     მუხლი 26🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევნებში; ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.     მუხლი 27🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 28🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, კანცლერი, ფაკულტეტის დეკანი, მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს    65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი, რომელთანაც კანცლერის წარდგინებით შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.     მუხლი 29🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) 65 წლის ასაკის მიღწევა; ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) თსსუ-ს ეთიკის კოდექსით დადგენილი შემთხვევები; ზ) თანამდებობრივი შეუთავსებლობა; თ) შრომის ხელშეკრულების დარღვევა; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.     მუხლი 30🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს უნივერსიტეტში ან/და სხვა დაწესებულებაში არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. თავი V სტუდენტი     მუხლი 31🔗. უნივერსიტეტში განათლების საფეხურების სახეები 1. უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების საფეხურებია: ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი; მაგისტრატურა/ რეზიდენტურა; დოქტორანტურა. 2. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ დადგენილი წესით გაიცემა სათანადო დიპლომი, დიპლომის დანართთან ერთად.     მუხლი 32🔗. სტუდენტის სტატუსი და უფლებები 1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე. 2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. 3. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა; ი) დადგენილი წესით მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები, უნივერსიტეტის შესაბამისი სახსრებიდან: კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით. 5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: ა) აკადემიური შვებულება, რომელიც შეიძლება მიეცეს ზედიზედ არა უმეტეს სამი წლის ვადით: ა.ა) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების არსებობისას; ა.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; ბ) სწავლის საფასურის გადაუხდელობა; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 8. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება უფლება-მოვალეობებისაგან, გარდა ამ წესდებით დადგენილი გამონაკლისებისა. 9. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი განიხილება აკრედიტაციით უნივერსიტეტისათვის დადგენილი კვოტის ფარგლებში. 11. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სტუდენტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა; გ) სტუდენტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება, სამ თვეზე მეტი ხნით; დ) სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვეად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის დარღვევისათვის. 12. უნივერსიტეტის ფაკულტეტიდან სხვა ფაკულტეტზე სტუდენტის გადაყვანა დაიშვება მხოლოდ უნივერსიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტს უფლება აქვს ცვლილებები შეიტანოს სტუდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. 13. სტუდენტის გარიცხვა დაიშვება ამ მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში. 14. უნივერსიტეტის და სტუდენტის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება შინაგანაწესით, ხელშეკრულებითა და სხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით. 15. უნივერსიტეტის შინაგანაწესით შეიძლება მოწესრიგდეს: სტუდენტთა ჩარიცხვის ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, ქცევისა და სწავლის, უნივერსიტეტიდან გარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.     მუხლი 33🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია: ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, შინაგანაწესი, ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებები; გ) დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის, და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი წესებითა და ინსტრუქციებით; დ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა; ე) არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დაწესებულების საქმიანობის შედეგად; ვ) მკაცრად დაიცვას უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დებულება; ზ) წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე (თვითნებურად) არ მიატოვოს უნივერსიტეტი ან სწავლა; თ) მკაცრად დაიცვას კანონმდებლობით, ამ წესდებით, შინაგანაწესითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 34🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის შესაბამისად, სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. 2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 3. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 4. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს. კანონმდებლობის წესების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ. 5. დისციპლინის დარღვევისათვის ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) გარიცხვა. 6. სტუდენტს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინის ღონისძიებების დაკისრების თაობაზე გაასაჩივროს სასამართლოში. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში.     მუხლი 35🔗. სტუდენტთა თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. 5. ფინანსური სახსრების აკუმულირებისათვის თვითმმართვერლობას გააჩნია უნივერსიტეტის მიერ გახსნილი ქვეანგარიში. 6. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა, მათ შორის, თვითმმართველობის ფულადი სახსრების მართვა და განკარგვა ხორციელდება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. თავი VI უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულები     მუხლი 36🔗. სხვა სტრუქტურული ერთეულები 1. უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის; ექიმთა გადამზადების; კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის პროგრამების განხორციელების; უნარ-ჩვევების; ცალკეული მოდულების, მედიკოს-პედაგოგთა გადამზადების, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვალეოლოგიური საშუალებების სტანდარტიზაციისა და სხვა სახის სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის (პრაქტიკული ხასიათის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობა) და სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები (ცენტრი, აკადემია და სხვა), რომელთა დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობის; სპორტის; ხელოვნების; უცხო ენების და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების (კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა) განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსიტეტის სტუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და კანცლერის წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით. თავი VII საუნივერსიტეტო კლინიკები     მუხლი 37🔗. კლინიკები 1. სამედიცინო პრაქტიკული დისციპლინებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისას უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების (საექიმო სპეციალობის მაძიებელების) კლინიკური ბაზით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის, აგრეთვე წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნების განხორციელებისათვის, უნივერსიტეტი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში – საუნივერსიტეტო კლინიკა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი შეიძლება დაფუძნდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინასწარი თანხმობით. 3. საუნვიერსიტეტო კლინიკის სტრუქტურა, მართვა, პასუხისმგებლობა და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული წესდებით.     მუხლი 38🔗. ლობისტთა საბჭო 1. უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის, გრანტების მოპოვების, უნივერსიტეტის განვითარებისათვის დამატებითი სახსრების მოძიების და სხვა სტრატეგიული გეგმების განსაზღვრისათვის, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნება სათათბირო ორგანო – ლობისტთა საბჭო. 2. ლობისტთა საბჭოს შემადგენლობისა და მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. თავი VIII უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება     მუხლი 39🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საბიუჯეტი და საკუთარი შემოსავლების, მათ შორის, მოძიებული სახსრების საფუძველზე. 2. უნივერსიტეტის ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. კანცლერი ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს კანცლერს. 5. თუ კანცლერი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ კანცლერი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, კანცლერს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს კანცლერის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული კანცლერის წარდგინებით. 8. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით საბჭოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. უნივერსიტეტის ბიუჯეტს დადგენილი წესით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე მიმდინარე საქმიანობა ფინანსდება ყოველ თვეში არა უმეტეს წინა წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.     მუხლი 40🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება 1. უნივერსიტეტი თავისი სტრუქტურული ერთეულებით, მათ შორის, კლინიკური ბაზებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას. 2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერ-კვლევითი გრანტები; დ) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. 3. უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის სოციალური დაცვის, ცალკეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებისათვის და სხვა მიზნების შესაბამისად, უნივერსიტეტი უფლებამოსილია შექმნას ფონდები, განსაზღვროს მათი ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები და პირობები, მის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი და სხვა მოთხოვნები.     მუხლი 41🔗. უნივერსიტეტის ქონება 1. უნივერსიტეტს შეუძლია შეიძინოს ქონებრივი (მათ შორის, უფლებები ქონებაზე: წილი, აქცია, ობლიგაცია და სხვა) და პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს ვალდებულებები. 2. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტი უფლებამოსილია: ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს უძრავი ქონება; ბ) განსზღვროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი; გ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტი უფლებამოსილია: ა) აიღოს სესხი; ბ) იყოს თავდებობის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. 5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის ან სხვა საწარმოში წილის შეძენა, გასხვისება, იჯარით (ქირით) სარგებლობაში გაცემა ან/და უფლებრივად დატვირთვა (იპოთეკა), ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, დასაშვებია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IX უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო     მუხლი 42🔗. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო 1. უნივერსიტეტის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა „სამედიცინო გაზეთი“, რომელიც გამოდის უნივერსიტეტის სახსრებით, დადგენილი პერიოდულობითა და ტირაჟით. 2. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო ფუნქციონირებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე. თავი X რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია     მუხლი 43🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით. თავი XI გარდამავალი დებულებები     მუხლი 44🔗. წესდების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. ამ წესდების ამოქმედებიდან მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა, ტარდება მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები ამ წესდებით დადგენილი წესით. არჩევნების ჩატარებამდე ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილებას ახორციელებს წინამდებარე წესდების დამტკიცებამდე მოქმედი ფაკულტეტის საბჭო. 2. ამ წესდების ამოქმედებიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი უნივერსიტეტის სტრუქტურა ამ წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ამ წესდების ძალაში შესვლამდე, აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის შესაბამისად. მისი დენა დაიწყოს ამ წესდების ამოქმედებამდე, მათი უფლებამოსილების ვადის დაწყების დღიდან. 4. წინამდებარე წესდების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა (65 წელი) ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლიდან. 5. თანამდებობრივი შეუთავსებლობისათვის ამ წესდებით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, პირს, რომელსაც ეს საფუძვლები ეხება, მოეთხოვება წინამდებარე წესდების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი განცხადების გაკეთება უნივერსიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წინაშე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს 20 დღის ვადაში. თავი XII დასკვნითი დებულებანი     მუხლი 45🔗. წესდების მოქმედება დროში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წესდების მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. წესდების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს წესდებით მოწესრიგებულ საკითხებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი.