საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.08.2007
ძალის დაკარგვა 23.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №664
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.753
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 20/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,570 სიტყვა · ~43 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.2007 მიღება
23.04.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.753 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №664 2007 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბი­ლისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტუ­რის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიუ­რი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ საქართვე­ლოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დად­გე­ნილების მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის       21 მაი­სის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები უნივერსიტეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინ­ცი­პები     პრეამბულა: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარ­მოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს – მრავალ­ფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესე­­ბუ­ლებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესო­რების, მასწავლებლებისა და მკვლევარების თანამშრომ­ლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათ­ლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე. ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს: 1. აკადემიურ თავისუფლებას; 2. სინდისის თავისუფლებას; 3. არჩევანის თავისუფლებას. ეს პრინციპები გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს: სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ კვლევი­სა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, აგრეთვე თანამ­შრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდი­ნარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევარებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ გამ­ჭვირ­ვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართვე­ლობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთე­სოდ შეესატყვისება მათი კავშირის – უნივერსი­ტე­ტის – საერთო მიზნებს და ამოცანებს.     მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნებს, საქმიანობის ძირითად მიმარ­თუ­ლებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და პერსონალს, მათი არჩევის წესსა და უფლება-მოვალეო­ბებს და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავში­რებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი და სიმბოლოკა 1. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემ­დგომ­ში – უნივერსიტეტი) არის უმაღლესი საგან­მანათ­ლებლო დაწესებულება, რომელიც არსებობს საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის ფორმით და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. უნივერსიტეტი, სახელმწიფო კონტროლის პირო­ბებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს საგანმანათ­ლებლო საქმიანობას. 3. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სიმბოლიკა: ჰიმნი, დროშა და გერბი. დროშაზე გამოსახულია გერბი. გერბი წარმოადგენს ოთხველიან ფარს. 4. გერბი შედგება შემდეგი ველებისაგან: ა) პირველი ლაჟვარდოვანი ველი. მასზე უნივერ­სიტეტის ექვსი ფაკულტეტის აღსანიშნავად გამოსახუ­ლია ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი. წიგნებზე უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლების: აკადემიური, სინდისის და არჩევნის თავისუფლების ნიშ­ნად, სამჯერ არის გამოსახული წარწერა „თავი­სუფლება“; ბ) მეორე მეწამული ველი, რომელსაც დიდი სწორი ჯვრის ფორმა აქვს. მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი მეწამულივე ბოლნურ-კაცხური ჯვარია. საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სიმბოლიკაზე მიანიშნებს უნივერსი­ტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს; გ) მესამე ველი, რომელზედაც ორი ანდრიას ჯვრი­სებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლის და ნახევრად მეწამული ფერის გასაღებები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას; დ) მეოთხე ლაჟვარდოვანი (ლურჯი) ველი. მასზე გამოსახულია სამი მეწამული და ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოტარებული პროფესორის ქუდი, რაც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების: სულხან-საბა ორბელიანის სახელობის და ილია ჭავჭა­ვაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერ­თიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს აღნიშ­ნავს. 5. საგერბო ფარის ქვეშ განთავსებულია სადევიზო ბაფთა. ბაფთაზე ლათინურად წერია „LIGAMUS“, რაც ნიშნავს „ჩვენ ვაერთიანებთ“. წარწერა ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს იგი სტუდენტებსა და საზოგადოებას. 6. უნივერსიტეტის მისამართია: ქ. თბილისი 1079, ჭავჭავაძის 32.     მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის უფლებაუნარიანობა 1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკის­რებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახე­ლით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარი­გებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარ­ჩელედ და მოპასუხედ. 2. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანო­ნითა და ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა. 3. უნივერსიტეტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, დასრუ­ლებული ბალანსი და ანგარიში ბანკში. თავი II უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები 1. უნივერსიტეტის მიზნებია: ა) ფუნდამენტური მეცნიერებების კვლევის განვითა­რება. ფუნდამენტურ მეცნიერებებში მოიაზრება მეცნიერებები, რომელთა კვლევა შეიძლება გახდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, პოლიტიკური გარემოს ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის, ბუნებ­რივი გარემოს დაცვისა და გონივრული გამოყე­ნების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყანაში კულტურული მრავალფეროვნების შენარ­ჩუნების და განვითარების საფუძველი; ბ) დანეგროს და განავითაროს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების პრინციპი. 2. თავისი მიზნების შესასრულებლად უნივერსიტეტი: ა) ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქ­ტორო აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) ახორციელებს ინოვაციურ და ფუნდამეტურ კვლევებს; გ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყ­ნებს ორიგინალურ თუ თარგმნილ სახელმძღვანელოებსა და კვლევებს; დ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმია­ნობას; ე) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამ­ზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგ­რამებს/კურსებს; ვ) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ თუ უკვე ცნობილ აქტიურ მეცნიერებს, რომელთაც ძალუძთ მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერ­გვით წარმართონ სასწავლო პროცესი; ზ) ქმნის სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს; თ) თავისი ბიუჯეტის ნაწილს ახმარს კვლევების განვითარებას; ი) ქმნის საუნივერისტეტო სამეცნიერო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს (სამეწარმეო და არასამეწარ­მეო) იურიდიულ პირებს;  ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი III ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურა     მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტე­ბისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და ფაკულტეტები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრუქ­ტურით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარ­დგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენ­ლობითი საბჭო. 3. უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნის, გარდაქ­მნის და გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენ­ლობით საბჭოს. 4. დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს და მათ დებუ­ლებებს განსაზღვრავს და ამტკიცებს წარმომად­გენლობითი საბჭო: ა) დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს რექტორის აპარატს – რექტორის წარდგინებით; ბ) დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს ადმინის­ტრაციის უფროსის აპარატს – ადმინისტრაციის უფრო­სის წარდგინებით; გ) დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს კანცელა­რიას – ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით; დ) მართვის ორგანოების სამდივნოს – შესაბამისი მართვის ორგანოების წარდგინებით; ე) სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს – აკადე­მიური საბჭოს წარდგინებით. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ზედიზედ სამ­ჯერ უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნის, გარ­დაქ­მნის ან/და გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, წარმომადგენლობით საბჭოს წევრთა 2/3-ის წილის­ყ­რით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.     მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერ­სიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. 2. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიზნებია: ა) უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნილებების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზირებული საინფორმაციო რესურსებისა და სერვისის-მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ) უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება – ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო და კვლე­ვითი პროგრამების შემუშავება და მათი გან­ხორ­ციელე­ბა. თავი IV უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება     მუხლი 7🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწ­ვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადე­მიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნი­კური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარ­მოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედუ­ლებებისა და სხვა; ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებე­ბით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემ­ზღუდავი ნორმები.     მუხლი 8🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები 1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აკადემიუ­რი საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნ­ველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვი­თარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავ­ლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგ­რამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგ­რირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძ­ველ­ზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდო­მარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმი­ნის­ტრა­ციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწ­ყვე­ტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქ­ტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფი­ციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთ­ვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენო­ბას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესს; ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს; მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმო­მად­გენლობით საბჭოს; ო) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვე­ტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭე­ბის შესახებ; ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიო­თე­კების) ხელმძღვანელს და ამტკიცებს ბიბლიოთეკის სამუშაო, სასწავლო და კვლევით პროგრამებს; რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგი­ნებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს ოქმების შედგენაზე; ტ) იღებს გადაწყვეტილებებს ფაკულტეტების შექ­მნის, გარდაქმნის და გაუქმების შესახებ და დასამტკი­ცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; უ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების გავლის წესს; ფ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკო­მერ­ციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდ­გენს წარმომადგენლობით საბჭოს; ქ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამო­სილებას. 2. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტი­ლებები ფორმდება აკადემიური საბჭოს ოქმით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების წარმომადგენლო­ბითი საბჭოსთვის წარდგენის გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს წევრთა 2/3-ის თანხმობით.     მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა 1. აკადემიური საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდო­მარეობს უნივერსიტეტის რექტორი. 2. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროისა და დღის წეს­რიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება უნივერ­სიტეტის ვებგვერდზე. 3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. 4. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღე­ბუ­ლად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამ­­სწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემ­თხვევებისა. 5. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) მართვის ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება. 6. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.     მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრე­ბის, აკადემიური საბჭოს წევრების და ადმინისტრაციის წევრების მონაწილეობით შემუშავებულ წესდებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს კანონის შესაბამისად; ბ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორ­მებს და ამტკიცებს მათ; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს და მდივანს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდი­დატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას ამ წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადა­დე­ბით, ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვა­დამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრა­ციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგი­ნებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველ­ყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკი­ცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგა­რიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარე­ბას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება უნივერ­სიტეტის ვებგვერდზე. 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვე­ტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონისა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) მართვის ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სპიკერი და მდივანი.     მუხლი 13🔗. უნივერსიტეტის რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადე­მიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავ­მჯდო­მარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში. 2. რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. რექტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახე­ლით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემ­თხვევაში, თუ გარიგებისა და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებ­თან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებუ­ლი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრა­ციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებებს აკადემიუ­რი პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავი­სუფ­ლების შესახებ და დებს მათთან შრომით ხელ­შეკრუ­ლებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბა­მისად. 5. შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათა­ვი­სუფ­ლებს მასწავლებელთა და ამ წესდების 59-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქარ­თველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. 6. აღასრულებს ამ წესდების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ გადაწ­ყვე­ტილებებს.     მუხლი 14🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერ­სიტე­ტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინან­სო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრა­ციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით და უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქ­ტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენ­ლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღე­ბის წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომად­გენლობით საბჭოს; ე) სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; ვ) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველ­წლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენ­ლობით საბჭოს; თ) განსაზღვრავს მასწავლებელთა, ამ წესდების 59-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას; ი) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექ­ტიანობაზე და პერსონალურად აგებს პასუხს უნივერ­სიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ლ) უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებუ­ლი დამხმარე პერსონალის გარდა გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სახით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები. შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესს, მათი შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; მ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდე­ბუ­ლია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.     მუხლი 15🔗. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება 1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან მათი არყოფნის ან/და სხვა შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორ­ციე­ლების უფლება მიანიჭონ უნივერსიტეტში დასაქმე­ბულ სხვა პირს. 2. უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება უნივერსიტეტში დასაქმებული პირისათვის უნდა გაფორმდეს რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით. მინდობილობაში ზუსტად უნდა აღინიშნოს, თუ რა უფლებამოსილების განხორციელების უფლება ენიჭება პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა. 3. ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლე­­ბის მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტო­რისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მინდობილობა, უნდა გაფორმდეს ერთობლივი მინდობი­ლო­ბით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 4. უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა პირისათვის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად, რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა იმ პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისათვის, რომელ­საც რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელ­მძღვანელის უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიენიჭა ამ მუხლით დადგენილი წესით.     მუხლი 16🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლე­ვითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკა­ციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლე­ვითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომე­ლიც: ა) სისტემატურად აფასებს უნივერსიტეტში მიმდინა­რე სასწავლო და კვლევითი პროცესებს: ბ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლების ხა­რისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთო­დების დანერგვით; გ) ამზადებს უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტა­ციისათვის. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამ­სა­ხუ­რი მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირ­ვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამ­სახური განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტე­რიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას. ფაკულტე­ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვა­ნე­ლობს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და კვლე­ვითი პროცესების შეფასებისას უნივერსიტეტის ხარის­ხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშა­ვებული კრიტერიუმებითა და მათი გამოყენების მეთო­დებით.     მუხლი 17🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულ­ტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართვე­ლობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 3. ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძ­ველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერ­სიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდ­გენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) ამტკიცებს ფაკულტეტის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; თ) ირჩევს ფაკულტეტის ორგანიზაციული და სტრუქ­ტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ი) ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. 5. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლე­სობით.     მუხლი 18🔗. ფაკულტეტის დეკანი ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სა­მეც­ნიე­რო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკი­ცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხის­მგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინ­დივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუ­ხის­მგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ი) ადგენს ფაკულტეტის საქმისწარმოების წესს; კ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარ­გლებში დებს ხელშეკრულებებს ფაკულტეტის სახე­ლით; ლ) ახორციელებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებ­ლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 19🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიუ­რი ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავ­მჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცე­ბული დებულების შესაბამისად. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისგან. 3. სადისერტაციო საბჭოს დებულებით შეიძლება განისაზღვროს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები. 4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით. 5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელ­შეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას­თან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.     მუხლი 20🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტე­მატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნ­ველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმა­ნათ­ლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახუ­რებ­თან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტე­რიუ­მებისა და მათი რეალიზაციის წესების ჩამოსაყა­ლი­ბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხური: ა) უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურთან თანამ­შრომ­ლობით ადგენს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეც­ნიერო მუშაობის შეფასების გამჭვირვალე კრიტე­რიუმებს; ბ) ამ კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მონიტორინგს და შეფა­სებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო და სამეც­ნიერო-კვლევითი პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალის­წინებით; დ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას აკრედიტაციის პროცესისთვის; ე) რეგულარულად აცნობს თავისი მუშაობის შედე­გებს ფაკულტეტის საბჭოს. თავი V უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევის წესი     მუხლი 21🔗. არჩევნების დანიშვნა 1. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო რექტორის, ადმი­ნისტრაციის ხელმძღვანელისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო თავისი გადაწყვეტილებით. 2. აქტები მართვის ორგანოების არჩევნების ჩატა­რების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას უნივერ­სიტეტის თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულ­ტეტებზე.     მუხლი 22🔗. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია 1.უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები. 2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი და შედგება 3 წევრისაგან. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენ­ლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში აუცი­ლებლად უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმარ­თველობის წარმომადგენელი. კომისიის წევრად შეიძ­ლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საზოგადოების წარმო­მადგენელი. 4. უნივერსიტეტის და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება საარჩევნო კომისიის დებულებით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. 5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდო­მარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემად­გენ­ლობიდან, კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდო­მებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამო­სილებებს. 6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირვე­ლივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონ­დენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწი­ლეო­ბის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები თავიანთი ფუნქციების შესრულები­სათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას.     მუხლი 23🔗. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია 1. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია უნივერსიტეტში იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვე­ტი­ლებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია­ში შედის სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი. 2. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით და მას ამტკიცებს უნივერსიტე­ტის საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. 4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზ­რუნ­ველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორ­ციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 24🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა უნივერსიტეტის და ფაკულტეტის საარჩევნო კომი­სიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინის­ტრაციული პერსონალის წევრი, აგრეთვე მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი.     მუხლი 25🔗. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი 1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა. 2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი/ამომრჩეველი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 2 დღის განმავლო­ბაში. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციის თაობაზე კანდიდატს შეუძლია გაასაჩივ­როს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავ­ლობაში. 3. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაში.     მუხლი 26🔗. ფაკულტეტის საბჭო არჩევის წესი 1. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართვე­ლობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 3. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ამ თავით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნების ჩატარებას. 4. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმარ­თველობის წარმომადგენლები აირჩევიან 4 წლის ვადით. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვით­მმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომად­გენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 5. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას.     მუხლი 27🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდა­ტების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრა­ციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ბეჭ­დვით ორგანოში და შესაბამის ფაკულტეტზე. 3. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგის­ტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი. 4. დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი.     მუხლი 28🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი 1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა უნივერსიტეტის ძირითადი ერთეულები­დან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭის­ყრით, ამ თავით განსაზღვრული წესით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია. 4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუ­დენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ფაკულტეტის 7 აკადემიურ პერსონალზე წარმო­მადგენლობით საბჭოში აირჩევა 1 აკადემიური პერსო­ნალის წარმომადგენელი; ბ) ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტების რაოდენობა არ აღემატება 800-ს, წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 1 სტუდენტი. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.     მუხლი 29🔗. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი 1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის, დოქტორანტი. 2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირ­ჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომ­რჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა. 3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდი­დატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერ­სიტეტის საარჩევნო კომისია, ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის დავალების შესაბამისად. 4. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემ­თხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კან­დი­დატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში. 5. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარ­ჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.     მუხლი 30🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა, სპიკერის არჩევა, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არა უგვიანეს 5 დღისა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან. 2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომად­გენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლება­მოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმ­რავლესობა. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭის­ყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენ­ლო­ბის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამ­დე არა უგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 6. სპიკერის და მდივნის უფლებამოსილების ვადა წარმოადგენს საბჭოს უფლებამოსილების ვადას. 7. არჩეულ სპიკერს უნივერსიტეტი არჩევიდან 2 კვი­რის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის და მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძ­ვლე­ბია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუ­დულ­ქმედუნარიანად აღიარება; ე) უნივერსიტეტის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობა; ვ) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. 9. წარმომადგენლობით საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება უნივერსიტეტის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევაში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვრული ვადით დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის მიმდინარე საქმიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს უნივერსიტეტის შემდგომი საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და ამ დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმა­ნათ­ლებლო დაწესებულებებში განთავსების შესაძლებ­ლობების თაობაზე.     მუხლი 31🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამო­სილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუ­დულ­ქმედუნარიანად აღიარება; ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. ვ) წესდების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათ­ვალისწინებული შემთხვევა. 2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკა­დე­მიური პერსონალის წევრის ნაცვლად არჩეულ იქნეს სტუდენტი და პირიქით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლება­მოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომად­გენ­ლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით, მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევ­ნებ­ში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მიიღო. ასეთის არარსებო­ბის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმო­მად­გენლის ასარჩევად უფლებამოსილებაშეწყვეტი­ლი წევრის დარჩენილი ვადით.     მუხლი 32🔗. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და კანდიდატთა რეგისტრაცია 1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 7 პროფესორით – უნივერსიტეტის ყოველი ფაკულტე­ტი­დან თითო წარმომადგენელი. 2. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში. 3. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში. 4. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდა­ტი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება­შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მიიღო.     მუხლი 33🔗. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება და უფლებამოსილების ცნობა 1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. 2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნე­ბიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თა­ვის უფლებამოსილებას. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა. 4. აკადემიურ საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამო­სილება უნივერსიტეტის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედი­ტაციის გაუვლელობის შემთხვევაში.     მუხლი 34🔗. რექტორის არჩევნების გამოცხადება 1. აკადემიური საბჭო აქვეყნებს განცხადებას რექტო­რის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხა­დება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. 3. განცხადება უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამ­დე განთავსდეს უნივერსიტეტში ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგის­ტრა­ციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.     მუხლი 35🔗. რექტორის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება 1. კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება იწყება 34-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების გამოქვეყნები­დან ერთი თვის შემდეგ. 2. რეგისტრაციაში გატარდება ნებისმიერი კანდიდა­ტურა, რომელიც არის ამ ან სხვა აკრედიტებული უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფე­სო­რი და გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი საბუთე­ბი. რეგისტრაცია გრძელდება ერთი თვის განმავლო­ბაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისთვის სა­ვალ­დებულოა მის მიერ პირადობის დამადასტურე­ბელი მოწმობის ან პასპორტის და სამოქმედო გეგმის წარდგენა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარ­ჩევ­ნო კომისია, რომელიც თავად ატარებს რეგის­ტრაციაში კანდიდატებს. 4. კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი დასაბუთე­ბუ­ლი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. 5. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება­ში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.     მუხლი 36🔗. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 40 დღისა, იმართება უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. 2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევი­სას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 3. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს საჯაროდ წარუდ­გენს სამოქმედო გეგმას. 4. რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი, შემადგენ­ლობის უმრავლესობით. რექტორის არჩევნების ჩატარე­ბასა და კენჭისყრის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 5. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით. 6. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორ­ციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტო­რის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესა­ბამისად. 7. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 8. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელ­მძღვა­ნელის თანამდებობა, ამავე უმაღლეს საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში რექტორად შეიძლება არ­ჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსი­ლების ვადის გასვლის შემდეგ.     მუხლი 37🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა 1. აკადემიური საბჭო აქვეყნებს განცხადებას ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ. 2. განცხადებაში აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს აქტით. 3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევა­ში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდი­და­ტი უფლებამოსილია 2 დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი. 4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავ­ლე­სობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმო­მად­გენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 38🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები 1. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელ­მძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედე­გების შეჯამებას ამ თავის შესაბამისად უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენ­ლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდა­ტურა. 4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურ­სის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდ­გენს წარმომადგენლობით საბჭოს. 5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსი­ლების ვადაა ოთხი წელი. 6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვა­ნელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 7. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამო­სი­ლების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამო­სილების ვადის გასვლის შემდეგ. 8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 39🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსი­ტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელ­მძღვანელის შესარჩევად. 2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნ­ველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუ­მებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატის მიერ სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური ხარისხის ფლობის სავალდე­ბულობა. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრა­ცია. გადაწყვეტილებაში რეგისტრაციაზე უარის შესახებ მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში. 3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვა­ნელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსი­ტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრო­სის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომად­გენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმო­მადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა. 6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებითი კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები. 7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განცხადე­ბების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნ­ველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 8. უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.     მუხლი 40🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხუ­რის ხელმძღვანელი ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატურებს. 2. ფაკულტეტს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. 3. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატურის/კანდიდატუ­რების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, სიითი შემადგენ­ლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით. 4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურ­ჩევ­ლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში. 5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარ­ჩევნო კომისია.     მუხლი 41🔗. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია 1. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით. 2. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატებს, ფაკულ­ტეტის ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინა­საარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად. 3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგი­ტა­ციის წარმოება. 4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწი­ლეობის მიღების უფლება არ აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრებს; ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს. 5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებე­ლია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტა­ციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელე­ბისათვის ხელის შეშლა. 6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიე­რი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდი­დატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს უნივერსიტეტში ან ზიანს აყენებს უნივერსი­ტეტის ქონებას. 7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არ აქვს დაუსაბუთებელი უარი განაცხადოს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის აუდიტო­რიებით, დარბაზებითა და უნივერსიტეტის სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის უნივერსიტე­ტის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში იგი საჩივრდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.     მუხლი 42🔗. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს საარჩევნო სიები 1. საარჩევნო სიებს ადგენს უნივერსიტეტის შესაბა­მისი ფაკულტეტის დეკანი ადამიანური რესურსების სამსახურთან შეთანხმებით. 2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარ­ჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე. 3. უნივერსიტეტის სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიყვანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, რომელიც ირიცხება უნივერსიტეტში და გაივლის რეგისტრაციას. 4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება ერთ­დროულად უნივერსიტეტის ერთზე მეტ ფაკულტეტ­ზე, იგი შეიყვანება იმ ფაკულტეტის სტუდენტთა საარჩევნო სიაში, რომელზეც იგი სწავლობს დასწრე­ბული სწავლების ფორმით. თუ სტუდენტი ორ ფაკულ­ტეტზე ირიცხება დასწრებული სწავლების ფორმით, მაშინ ის თვითონ ირჩევს, თუ რომელი ფაკულტეტის სიაში იყოს შეყვანილი. 5. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ამომ­რჩეველთა სიებში შეიყვანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა. 6. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური პერსონალის წევრი დასაქმებულია ერთზე მეტ ფაკულტეტზე, იგი შეიყვანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომელ­ზეც მას აქვს მეტი საათობრივი დატვირთვა. თუ აკადემიური პერსონალის წევრის საათობრივი დატვირ­თვა თანაბარია რამდენიმე ფაკულტეტზე, იგი თავად განსაზღვრავს, რომელი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საარჩევნო სიაში იქნეს შეტანილი. 7. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი; ბ) სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი – სტუდენტი ამომრჩევლისათვის; ხოლო აკადემიური პერსონალის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების/დადგენილების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი, ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადას­ტურებელი სპეციალური მოწმობის ნომერი – აკადემიური პერსონალისთვის. 8. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში ან იმავე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტანა.     მუხლი 43🔗. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს საარჩევნო ბიულეტენი 1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით. 2. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება უნივერსი­ტეტის მიერ, რომელზედაც პასუხისმგებელია რექტორი. 3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება: ა) უნივერსიტეტისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება; ბ) მართვის ორგანო, რომლის არჩევნებისთვისაც არის იგი განკუთვნილი; გ) ვისთვის არის საარჩევნო ბიულეტენი განკუთ­ვნილი – აკადემიური პერსონალისთვის თუ სტუდენ­ტთათვის; დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი. 4. მართვის ორგანოების ასარჩევად დაუშვებელია პირზე ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემა, ასევე აკადემიურ პერსონალზე სტუდენტის საარჩევნო ბიულეტენის გაცემა ან პირიქით. 5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული სპეციალური საბუთის საფუძველზე.     მუხლი 44🔗. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს საარჩევნო ყუთი 1. უნივერსიტეტი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიებს უზრუნველყოფს საარჩევნო ყუთებით. თითოეულ საარჩევნო კომისიას გადაეცემა 2 საარჩევნო ყუთი აკადემიური პერსონალისა და სტუ­დენ­ტებისათვის ცალ-ცალკე. 2. საარჩევნო ყუთზე თვალსაჩინო ფორმით აღინიშ­ნება, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვისაა იგი, აგრეთვე კეთდება მინიშნება იმის შესახებ, აკადე­მიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი თუ სტუდენ­ტთათვის. 3. საარჩევნო ყუთი კენჭისყრამდე მოწმდება, რათა საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ იგი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით და პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა. 4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება შესაბამისი ფაკულტეტისა და პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემ­პლარი რჩება საარჩევნო კომისიაში. 5. თუ საარჩევნო ყუთი დაზიანდა არჩევნების პრო­ცესში, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. 6. თუ საარჩევნო ყუთში მისი გახსნის შემდეგ არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავ­სებუ­ლი საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტრო­ლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.     მუხლი 45🔗. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების ორგანიზება 1. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს უნივერსიტეტი. 2. ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიი­სათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას. 3. საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ არჩევ­ნების დღეს დილის 9 საათზე. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს დილის 10 საათზე. 4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღეს დილის 10 საათამდე წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვ­ლენილ უნდა იქნეს: ა) რეგისტრატორები; ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი; გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი. 5. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.     მუხლი 46🔗. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების პროცედურა 1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპაციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ ერთ კანდიდატურას, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა. 2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.     მუხლი 47🔗. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამება 1. კენჭისყრა თავდება არჩევნების დღეს 17 საათზე. 2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. 3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხად­და ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც, აკადემიური პერსონალისა და სტუდენ­ტებისათვის ცალ-ცალკე. 4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულე­ტენებს. პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის. 5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურების მიხედ­ვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტე­ნები. 6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ: ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომ­წერი კომისიის წევრის ხელმოწერა; ბ) არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა; გ) შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა; დ) შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა; ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები. 7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით; ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმო­წერე­ბის მიხედვით; გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულე­ტენების საერთო რაოდენობა; დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა; ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. 8. ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა კანდიდატი, რამდენიც დადგენილია ამ წესდებით.     მუხლი 48🔗. დამკვირვებელი 1. უნივერსიტეტის საარჩევნო პროცესზე დაკვირვე­ბის მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არა უგ­ვიანეს 5 დღით ადრე მიმართონ უნივერსიტეტის საარ­ჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპო­ვებლად. 2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებ­ლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხა­დებაში. 3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის: ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი; ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი; გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას. 4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში. 5. დამკვირვებელი უფლებამოსილია: ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა; ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუს­რუ­­ლებ­ლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი; გ) წარადგინოს საჩივარი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. 6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. 7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს.     მუხლი 49🔗. დარღვევის ოქმი არჩევნების დღეს, დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება: ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამარ­თი; ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი); გ) დარღვევის შინაარსი; დ) დარღვევის დაფიქსირების დრო; ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ; ვ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები; ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა; თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.     მუხლი 50🔗. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება 1. არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველა­სათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნე­ბის შედეგების აქტი. 2. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ თავით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირე­ბით უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება. 3. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამარ­თი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი); გ) დარღვევის შინაარსი; დ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას); ე) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა; ვ) საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა. 4. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. 6. გადაწყვეტილებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ თავით დადგენი­ლი წესის ან/და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.     მუხლი 51🔗. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 1. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს ფაკულტეტებზე, ყველა­სათვის ხელმისაწვდომ ადგილას. 2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. თავი VI უნივერსიტეტის პერსონალი     მუხლი 52🔗. პერსონალი უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრა­ციული, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 53🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 54🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესა­ბა­მებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს პრესაში და საბუთების მიღების ვადის ამოწურვამდე განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა, წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღი. 5. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერ­სიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმო­მადგენლობითი საბჭო. 6. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გა­მოცხადების შესახებ მიმართვას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს დეკანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 7. აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს აკადემიური საბჭო. 8. აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსს ატარებს ფაკულტეტის საბჭო. შერჩეულ კანდიდატებს დეკანი წარუდ­გენს რექტორს დასანიშნად.     მუხლი 55🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრული პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირმა, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაო­ბის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატები­თი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომად­გენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობა შეიძ­ლე­ბა დაიკავოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირმა, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირმა ან დოქტორანტმა.     მუხლი 56🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები და შრომითი ურთიერთობები 1. აკადემიური პერსონალის უფლებები და მოვალეო­ბები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავი­სუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესა­ბამის პირობებს.     მუხლი 57🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავი­სუფ­ლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. 2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავი­სუფ­ლების ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.     მუხლი 58🔗. აკადემიური წოდებები აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს მეცნიერს ან საზო­გადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურები­სათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.     მუხლი 59🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებო­ბებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელ­მძღვა­ნელი, ფაკულტეტის დეკანი, აგრეთვე მათი მოად­გილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავ­ლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასე­მინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმია­ნობი­სთვის აუცილებელი პირები. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ან კვლევითი პერსონალი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმარ­თვის მიზნით. 7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სახით, შრომითი ხელშეკრუ­ლების საფუძველზე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკა­ციის მქონე პირები. შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესს, მათი შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზ­ღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 8. უნივერსიტეტის კვლევითი პერსონალი შედგება მკვლევარებისაგან. 9. მკვლევარების შემადგებლობას მიეკუთვნება მკვლევარი, ასოცირებული მკვლევარი და ასისტენტ მკვლევარი. 10. მკვლევარები დახმარებას უწევენ პროფესორებს მეცნიერული კვლევების წარმართვაში და თუკი ეს კონტრაქტის პირობებითაა განსაზღვრული, სასწავლო პროცესის წარმართვაში. 11. მკვლევარის თანამდებობის დაკავება ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს კვლევითი პროგრამა, ამ პროგრამის ბიუჯე­ტი და ეს ბიუჯეტი არ შედის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლების გადასახადით შედგე­ნილ ასიგნებებში. 12. მკვლევარის და ასოცირებული მკვლევარის თა­ნამ­­დებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატს აქვს დოქტორის ან მასთან გათაბრებული აკადემიური ან სამეცნიერო ხარისხი.     მუხლი 60🔗. მოწვეული სპეციალისტი 1. ფაკულტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავ­ლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწ­ვიოს სასწავლო პროცესისათვის საჭირო შესაბა­მისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი. 2. რექტორი ვალდებულია დააკმაყოფილოს ფაკუ­ლტე­ტის მოთხოვნა საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტისათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. 3. სპეციალისტის მოწვევა სასწავლო პროცესისთვის ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუკი ფაკულტეტი ფლობს ამ პროგრა­მისათვის განკუთვნილ ბიუჯეტს თავისი შემოსავლებიდან და ეს ბიუჯეტი არ შედის უნივერსიტეტში ბაკალავ­რიატის საფეხურზე სწავლების გადასახადით შედგენილ ასიგნებებში.     მუხლი 61🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუ­დულ­ქმედ­უნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა; ვ) ამ უნივერსიტეტის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედი­ტაციის გაუვლელობის შემთხვევაში.     მუხლი 62🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა უნივერსიტეტში 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძ­ლება ამ უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქ­ტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ უნივერ­სიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრა­ციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსა­ხურებრივი შეუთავსებლობა დამატებით განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. 5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსო­ნალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII უნივერსიტეტის ქონება, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა     მუხლი 63🔗. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისათვის და და­კისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის ქონებას შეადგენს მის საკუთრე­ბაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან სარგებლობაში გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც ასახულია უნივერსიტეტის ბალანსში. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზ­ღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზ­ღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. უნივერსიტეტს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ: გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადას­ცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხის­მგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრო­ნობასა და დაცვაზე. 6. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმა­ხორ­ციელებელი ორგანოა საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორ­ციელებს ინსტიტუტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინის­ტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ინსტიტუტს კონ­ტრო­ლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 8. სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნება უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმო­ბით. 9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლება­მოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უნივერსიტე­ტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 64🔗. საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა 1. უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმია­ნობის ძირითად ამოცანებს შეადგენს: ა) საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა, რაც ადეკვატური იქნება უნივერსიტეტის სასწავ­ლო და კვლევითი საქმიანობის უზრუნველ­საყოფად; ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია; გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნ­ველ­საყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა; დ) საინოვაციო განათლების მრავალფეროვანი ფორ­მე­ბის განვითარების რესურსული უზრუნველყოფა. 2. უნივერსიტეტის კონსოლიდირებული ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალის­წინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს. 3. უნივერსიტეტის ხარჯები ხორციელდება შემო­სავლითი წყაროებისა და ფუნქციონალურ-ეკონომიკური კრიტერიუმების საფუძველზე. 4. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკი­ცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ზედიზედ სამჯერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და აკადე­მიუ­რი საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშ­ვნების გონივრული გაზიარების მიუხედავად, ბიუ­ჯე­ტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, წარმომად­გენლობით საბჭოს წევრთა 2/3-ს წილისყრით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.     მუხლი 65🔗. უნივერსიტეტის შემოსავლები უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებს წარმოად­გენს: ა) საწევროები და შენატანები; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 66🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფი­ნანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციე­ლებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციე­ლებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VIII უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 67🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდა­ციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგი­ნებით. თავი IX წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა     მუხლი 68🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. აღნიშნულ წესდებაში ცვლილების ან დამატებე­ბის პროექტს შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდ­გენს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების პროექტის განხილვაში მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 3. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტა­ნის შესახებ პროექტი უნდა იყოს დასაბუთებული და ასახავდეს წესდებაში ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანის აუცილებლობას.