1. გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით.

2. მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს.

3. მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე.

4. კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები.

5. პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასა-ლები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა.

6. განაცხადოს თვითაცილება, თუ ის სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან ან თუ პროფესიულად არაკომპეტენტურად თვლის თავს.

7. ჩაატაროს ექსპერტიზები, გამოკვლევები და სხვა სახის საექსპერტო სამუშაოები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და დროულ ვადებში.

8. დაეუფლოს რეკომენდირებულ გამოკვლევის ახალ მეთოდებს და გამოიყენოს ისინი პრაქტიკაში.

9. დროულად მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის გამოძიების და სასამართლო ორგანოებს ექსპერტიზების დროს გამოვლენილ მონაცემებზე, რომლებიც არ იყო საქმეში ასახული, ასევე პირადი ინიციატივით ექსპერტიზის დამნიშნავ პირს ყურადღება გაამახვილებინოს იმ საქმის გარემოებაზე და ფაქტებზე, რომლებსაც აქვს არსებითი მნიშვნელობა საგამოძიებო და სასამართლო საქმიანობისათვის.

10. განუცხადოს სასამართლო სამედიცინო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს დიაგნოსტიკური ან სამედიცინო დახმარებისას გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების შესახებ.

11. სისტემურად იზრუნოს თავისი თეორიული მომზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასამართლო სამედიცინო თათბირებში, კონფერენციებში, სასამართლო ექიმთა ასოციაციის კრებებში და სხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით.

12. დროულად შეადგინოს სამუშაო გეგმები და ანგარიშები.

13. ჩაატაროს საკუთარი სამუშაოს ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზი.

14. დაიცვას სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის, ასევე უსაფრთხოების ტექნიკისა და შიდა სამუშაო განრიგის წესების დაცვა.

15. გაუწიოს კონსულტაციული დახმარება სამართალდამცავ ორგანოებს.

16. შვებულებაში გასვლის ან ხანგრძლივი მივლინების შემთხვევაში გადასცეს სასამართლო სამედიცინო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს მასზედ რიცხული ყველა საბუთი, მათ შორის, დაუმთავრებელი ექსპერტიზები, გამოკვლევები და ასევე გამოკვლევისათვის განკუთვნილი ობიექტებ