მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.10.003.000.974
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 22/02/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 27.0pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №30
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკაზე მომუშავე პირების ხელშეწყობის და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესა-ხებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი (შემდგომში – სამოგზაურო გრანტი) არის მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად აძლიერებს ადგილობრივ სამეცნიერო პოტენციალს და ხელს უწყობს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.
2. ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდისა (რუსთაველის ფონდი) და ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდები) მიერ სამოგზაურო გრანტის მისაღებად კონკურსის გამოცხადების, გრანტის გაცემისა და მისი შესრულების კონტროლის წესს.
მუხლი 2🔗. სამოგზაურო გრანტის მიზანი და ამოცანები
1. სამოგზაურო გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.
2. სამოგზაურო გრანტის ამოცანაა დააფინანსოს კონკურსის გზით, საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული და სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებებით დამტკიცებული სამოგზაურო გრანტები.
მუხლი 3🔗. სამოგზაურო გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. სამოგზაურო გრანტს გასცემენ ფონდები.
2. ფონდები უზრუნველყოფენ:
ა) სამოგზაურო საგრანტო კონკურსის გამოცხადებას;
ბ) კონკურსის გამართვისა და სამოგზაურო გრანტის შესახებ განაცხადების მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას;
გ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ფონდების სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარმოდგენილ განაცხადებს;
დ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და დამტკიცებას;
ე) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებას და შემდგომ კონტროლს ამ დებულებითა და ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამოგზაურო გრანტის დაფინანსება
1. სამოგზაურო გრანტი გაიცემა შემდეგ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:
ა) კონფერენცია;
ბ) კონგრესი;
გ) ფორუმი;
დ) სიმპოზიუმი;
ე) სამუშაო შეხვედრა (სემინარი).
2. სამოგზაურო გრანტის მისაღებად აუცილებელი პირობაა სამეცნიერო ღონისძიებაში მოხსენებით გამოსვლა და/ან სასტენდო მოხსენების პრეზენტაცია.
3. სამოგზაურო გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიებაზე ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით (სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების თარიღი მითითებული უნდა იყოს ოფიციალურ წყაროებში), გამგზავრებისა და დაბრუნების დღეების ჩათვლით, მაგრამ არა უმეტეს ერთი კვირისა.
4. სამოგზაურო გრანტის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს მიღებული უნდა ჰქონდეთ მოწვევა სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან და მათ მიერ შეთავაზებული მოხსენების ან/და მოხსენებათა თეზისების მიღების დასტური.
5. სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ყველა აკადემიური ხარისხის (გარდა ბაკალავრისა) მქონე ფიზიკურ პირს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
6. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაციისათვის სამოგზაურო გრანტის კონკურსის ფარგლებში წარსადგენი ავტორის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი.
7. შესაძლებელია ერთი და იმავე სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა თანაავტორების მიერ არა უმეტეს ორ სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
8. სამოგზაურო გრანტის დაფინანსება ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას.
9. დაფინანსების სრული პაკეტი მოიცავს:
ა) ტრანსპორტით (თვითმფრინავი (ეკონომკლასი), მატარებელი) ორმხრივი მგზავრობის, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტის (ავტობუსი, მიკროავტობუსი, ტაქსი) დაქირავების ხარჯების ანაზღაურებას;
ბ) სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებას „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ფარგლებში;
გ) მონაწილეობის/სარეგისტრაციო გადასახადს;
დ) სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს;
ე) ვიზის ხარჯებს;
ვ) საზღვარგარეთ ქვეყანაში სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული შიდა მგზავრობის ხარჯებს.
10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება სხვა ორგანიზაციიდან, ფონდები განიხილავენ დანარჩენი ხარჯების დაფინანსების (ნაწილობრივი დაფინანსება) საკითხს.
11. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენისას კონკურსანტმა უნდა ისარგებლოს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით.
12. სამოგზაურო გრანტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებისათვის, კონკურსის შედეგებზე დაყრდნობით, ფონდები ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს ავანსად გადასცემენ დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. ქვეყანაში დაბრუნებისა და გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და ფონდებში განხილვის შემდეგ მოხდება სრული ანგარიშსწორება.
მუხლი 5🔗. ფონდებში სამოგზაურო გრანტების საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვის პროცესი
1. ფონდებში წარდგენილი საკონკურსო განაცხადისა და მასალების განხილვა იწარმოებს მისი მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 10 დღის შემდგომ კონკურსანტს ეცნობება პასუხი დაფინანსების სტატუსის შესახებ.
2. გამარჯვებულ კონკურსანტთან ფონდები გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელშიც განისაზღვრება ფონდებისა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის ურთიერთვალდებულებათა დეტალები.
მუხლი 6🔗. სამოგზაურო გრანტის ფინანსური კონტროლი
1. ფონდები ახორციელებენ დაფინანსებული სამოგზაურო გრანტის ფინანსურ კონტროლს.
2. დაფინანსებულმა პირმა ქვეყანაში დაბრუნებიდან 10 დღის ვადაში ფონდს უნდა წარუდგინოს ხარჯების დამადასტურებელი ყველა საბუთი, რის შემდეგაც მოხდება სრული ანგარიშსწორება. თუ წარდგენილი საბუთის თანახმად სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯები აჭარბებს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით განსაზღვრულ ნორმებს, ფონდი არ ანაზღაურებს დარჩენილ სხვაობას. თუ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯები ნაკლებია იმავე ბრძანებულებით განსაზღვრულ ნორმებზე, განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს დაფიქსირებული სხვაობა. თუ ჩამოსვლიდან 10 დღის ვადაში ფონდში არ იქნა წარდგენილი გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი, ფონდი უფლე-ბამოსილია გამოითხოვოს ავანსად მიცემული თანხა.