სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.08.2007
ძალის დაკარგვა 01.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1246
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.024.010.779
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 30/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| № | ფორმის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 41.65pt 35.95pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.024.010.779
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1246
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის სანებართვო მოწმობის ფორმები თანდართული სახით (დანართი №1, №2, №3).
2. დამტკიცდეს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი თანდართული სახით (დანართი №4).
3. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა თანდართული სახით (დანართი №5).
4. ბრძანების ამოქმედებისთანავე გაუქმდეს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის 2003 წლის 21 ოქტომბრის №35 ბრძანება „საშიშ საწარმოო ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის თაობაზე“.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ.
გ. არველაძე
დანართი №4
სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
2. სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგებას ინსპექცია ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას ინსპექცია აწარმოებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის.
4. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს ინსპექციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).
3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის მოწმობის მიღების ფაქტს ნებართვის გამცემის მიერ წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში.
4. გაცემული ფორმების ქსეროასლი, დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ, ინახება ნებართვის მაძიებლის პირად საქმეში.
მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების დაკარგვის შემთხვევაში ინსპექცია გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის დამადასტურებელი საბუთი.
3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით ,,დუბლიკატი“.
4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს თანდართული ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აქტი №
ქ. თბილისი „--------“ „------------------------------“ 200-------წ.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
№
ფორმის დასახელება
რაოდენობა
ფორმის ექსკლუზიური ნომერი
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ფორმების ჩამოწერის სისწორეს.
ინსპექციის უფროსი /--------------------------------/
ფორმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი /--------------------------------/
‘