„გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1022
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.010.784
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 27/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.784

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1022

2007 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის  20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., 22 დეკემბერი, №172, მუხლი 2333) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო მოწმობის მიღების შემთხვევაში – 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარებში;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ალექსიშვილი