„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1020
სარეგისტრაციო კოდი
230.150.070.22.033.010.785
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 27/08/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.785

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1020

2007 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დანიშნულების ადგილი – არასაბაჟო ორგანო (დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო საწყობი, რკინიგზის სადგური, პორტი, უბაჟო ვაჭრობის პუნქტი, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილი), სადაც მთავრდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის კონტროლი, რომელიც გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ უბაჟო ვაჭრობის პუნქტში.“.

3. მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გრაფა 3 – გრაფაში აღინიშნება:

ე.ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში გადაადგილებისას თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად – რიცხვი „40“;

ე.ბ) ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის – „10“;

ე.გ) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის _ „80“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე.დ) რეექსპორტისათვის – „11“;

ე.ე) დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის – „31“;

ე.ვ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, გრაფაში აღინიშნება – „48“;

ე.ზ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ემატება ექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, ახალი მოწმობის გრაფაში აღინიშნება – „81“;

ე.თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას – „20“;

ე.ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნების შემთხვევაში – ციფრი „15“;

ე.კ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის შემთხვევაში – ციფრი „27“;

ე.ლ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის – „72“.“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს (დროებითი შენახვის საწყობს), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი