„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1023
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.786
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 27/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.786

საქართველოსფინანსთამინისტრის

ბრძანება №1023

2007 წლის 24 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საბაჟოდეკლარაციისსახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის ,დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციისდამონაცემთაბაზისელექტრონულიდამუშავებისსისტემისგამოყენებით, ზეპირიდეკლარირებითანსხვამოქმედებებისგანხორციელებითსაბაჟოდეკლარაციისწარდგენის, ფიზიკურიპირისსაბაჟოდეკლარაციისფორმისადაშევსების, საფოსტოგზავნილისდეკლარაციისფორმისადაშევსებისწესებისშესახებინსტრუქციებისდასაბაჟოდეკლარირებისკლასიფიკატორისდამტკიცებისთაობაზე“ საქართველოსფინანსთამინისტრის 2006 წლის   20 დეკემბრის№1776 ბრძანებაშიცვლილებებისშეტანისშესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2342) დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორების“ (დანართი 18) მე-13 ნაწილში („საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობებისა (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული) და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორების“ (დანართი 18) მე-13 ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი.“.

ბ) „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორების“ (დანართი 18) მე-13 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტების კლასიფიკატორი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი