,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ო“, „ო1 “ და „ო2 “ პუნქტები;
ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;
ზ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
თ) პროტოკოლის დეპარტამენტი;
ი) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;
კ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის წარდგინებით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.02.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 20.02.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.000.10.003.000.975.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №31, 20.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.975 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7270/