,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო-ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№224
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.010.788
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 03/09/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.788

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №224

2007 წლის 22 აგვისტო

ქ.თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო- ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო-ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებაში (ს ს მ III, 07.12.1998წ. №5, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით რეპო -ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე“

 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:“

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით რეპო-ოპერაციების შესახებ“ თანდართული დებულება.

 4. დებულების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით რეპო ოპერაციების შესახებ“

5. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან რეპო-ოპერაციებს აწარმოებს ლიკვიდურობის სამართავად მათთან დადებული გენერალური ხელშეკრულების (დანართი №1) საფუძველზე, რომლითაც ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების, სახელმწიფო ობლიგაციების და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების (შემდგომში – ფასიანი ქაღალდები) გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, დადგენილ ვადაში მეორე მხარისაგან გამოისყიდოს მისთვის მიყიდული ფასიანი ქაღალდები შეთანხმებული ფასით.“

6. ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი.

7. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ფასიანი ქაღალდების მყიდველს მათზე საკუთრების უფლება აქვს და შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ, რაზეც აუცილებელია გამყიდველის წინასწარი თანხმობა იმ პირობით, რომ იგი გამყიდველს რეპო-ოპერაციების მოქმედების ვადის დამთავრებისთანავე დაუბრუნებს ფასიან ქაღალდებს. კომერციულ ბანკებს შორის და მათ მიერ არასაბანკო დაწესებულებებთან რეპო-ოპერაციების წარმოებისას ისინი ვალდებულები არიან ეროვნულ ბანკს გაუგზავნონ შეტყობინება (№3 დანართი).

8. დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.საქართველოს ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას რეპო-ოპერაციებს კომერციულ ბანკებთან აწარმოებს ერთიდან თოთხმეტ დღემდე ვადით, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით და სახელმწიფო ობლიგაციებით, აუქციონის მეშვეობით, რასაც წინასწარ აცნობებს კომერციულ ბანკებს.“.

9. დებულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აუქციონის მუშაობას წარმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დანიშნული საკრედიტო კომიტეტი“.

10. დებულების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. აუქციონი ეწყობა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში.“

11. დებულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. საქართველოს ეროვნული ბანკი რეპო-აუქციონის დაწყებამდე ერთი საბანკო დღით ადრე ატყობინებს (დანართი №2) კომერციულ ბანკებს მორიგ აუქციონზე ფასიანი ქაღალდების ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე“.

12. დებულების პირველი მუხლის მე- 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. რეპო-ოპერაციებით ფასიანი ქაღალდების ტიპს, ყიდვის (გაყიდვის) ლიმიტებს, გასაცემი სახსრების საერთო თანხის პროცენტულ შეფარდებას ფასიანი ქაღალდების ნომინალურ ღირებულებასთან, აგრეთვე რეპო-ოპერაციების ზღვრულ საპროცენტო განაკვეთს (რეპოს შემთხვევაში მაქსიმალურს, ხოლო უკურეპოს შემთხვევაში მინიმალურს) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია“.

13. ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი.

14. ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-16 პუნქტი.

15. დებულების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. განაცხადის წარდგენის წესი

 1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადს კომერციული ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკში (სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი) აგზავნიან „SWIFT“-ის მეშვეობით. განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და წყდება აუქციონის დაწყებისას. განაცხადში მითითებული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) აუქციონის ჩატარების თარიღი;

ბ) ბანკის დასახელება;

გ) ბანკის კოდი, საკორესპონდენტო ანგარიში;

დ) შესასყიდი (გასაყიდი) ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის ნომერი;

ე) შესასყიდი (გასაყიდი) ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღი;

ვ) შესასყიდი (გასაყიდი) ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;

ზ) შესასყიდი (გასაყიდი) ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება;

თ) რეპო-ოპერაციის (უკურეპო) საპროცენტო განაკვეთი;

ი) გამოსყიდვის თანხა;

კ) რეპო-ოპერაციის (უკურეპო) ხანგრძლივობა დღეების მიხედვით;

 2. დასაშვებია ერთი ბანკის მიერ განაცხადში ერთდროულად რამდენიმე პროცენტისა და თანხის შეთავაზება.“

16. დებულების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საკრედიტო კომიტეტის მუშაობის წესი

1. საკრედიტო კომიტეტი რეპო-ოპერაციებიდან მყიდველების მიხედვით მისაღებ შემოსავალს გაიანგარიშებს ფორმულით:

 

FX pX d

I=-----------------

100X365

სადაც I= რეპო-ოპერაციებიდან შემოსავალს;

F= გასაყიდი ფასიანი ქაღალდებით გასაცემი სახსრების საერთო თანხას;

p= რეპო-ოპერაციების საპროცენტო განაკვეთს;

d= რეპო-ოპერაციების ხანგრძლივობას დღეების მიხედვით.

 2. საკრედიტო კომიტეტი ამოწმებს გამყიდველი ბანკის განაცხადში მითითებულ ფასიანი ქაღალდების მონაცემების შესაბამისობას შესაბამის ფასიან ქაღალდების რეესტრთან.

3. ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების ყიდვის შემთხვევაში განაცხადები დახარისხდება მაღლიდან დაბალი საპროცენტო განაკვეთებისკენ თანამიმდევრობით შესაბამისი თანხების მითითებით. აუქციონი მთავრდება, როდესაც საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით დალაგებული საერთო თანხა გაუთანაბრდება ფასიანი ქაღალდების ყიდვისათვის განსაზღვრული თანხის მოცულობას. ერთ სა და იმავე საპროცენტო განაკვეთზე რამდენიმე განაცხადის არსებობისას აუქციონის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციულად.

 4. საკრედიტო კომიტეტი აუქციონის დასრულებისთანავე ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში განახორციელოს შესაბამისი ჩანაწერები და იმავე დღეს მოამზადოს განკარგულება, რომლის საფუძველზეც კომერციულ ბანკებს კუთვნილებისამებრ საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩაერიცხებათ გაყიდული ფასიანი ქაღალდების ღირებულება ამ დებულების პირველი მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხით.

 5.ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შემთხვევაში განაცხადები დახარისხდება საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით. აუქციონი მთავრდება, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება ფასიანი ქაღალდების გაყიდვისათვის განსაზღვრული თანხის მოცულობას. ერთ სა და იმავე საპროცენტო განაკვეთზე რამდენიმე განაცხადის არსებობისას აუქციონის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციულად.

 6. რეპო-ოპერაციებით ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ვადის დადგომისას გამყიდველის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდები რჩება მყიდველი ბანკის საკუთრებაში, თუ ფასიანი ქაღალდების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს მთლიანად გამოსყიდვის მოცულობას, მყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს სხვა წყაროების ხარჯზე და სხვაობის თანხაზე წარუდგენს გამყიდველს სარჩელს.

 7. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ეროვნული ბანკის საკუთრებაში რეპო-ოპერაციებიდან გადმოსული ფასიანი ქაღალდები განათავსოს მეორად ბაზარზე.“

17. ამოღებულ იქნეს დებულების დანართი №4.

 

 

 

18. დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო

  სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით

 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

სახაზინო ვალდებულებებით რეპო ოპერაციების

 შესახებ“ დებულების

დანართი №1

 

 

გენერალური ხელშეკრულება

შემდგომი გამოსყიდვის პირობით საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით და სახელმწიფო ობლიგაციებით ნასყიდობის შესახებ

 

გენერალური ხელშეკრულება შემდგომი გამოსყიდვის პირობით საქართველოს სადეპოზიტო სერტიფიკატთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა და სახელმწიფო ობლიგაციათა ნასყიდობის შესახებ ერთი მხრივ, ___________________ მყიდველი__________________________________________

                  (ფასიანი ქაღალდის ტიპი) (ბანკის დასახელება)

მისი ხელმძღვანელის __________________________ სახით და, მეორე მხრივ,

                                          (თანამდებობა, გვარი, სახელი)

 _______________________________ გამყიდველი ____________________________________ მისი

      (ფასიანი ქაღალდის ტიპი)                                                        (ბანკის დასახელება)

ხელმძღვანელის _________________________________________ სახით, რომლებიც მოქმედებენ

                                              (თანამდებობა, გვარი, სახელი)

 

საბანკო კანონმდებლობისა და ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, დებენ ამ ხელშეკრულებას შემდეგის თაობაზე:

 

    მუხლი I. ხელშეკრულების საგანი

1. რეპო-ხელშეკრულება ითვალისწინებს მონაწილე მხარეებს შორის ოპერაციების პერიოდულად შესრულებას, რომლის დროს ერთი მხარე (გამყიდველი) თანახმაა, გადასცეს მეორე მხარეს (მყიდველს) ფასიანი ქაღალდები მყიდველის მიერ გამყიდველისათვის თანხის გადარიცხვის საფუძველზე, იმ პირობით, რომ მყიდველი დაუბრუნებს გამყიდველს ფასიან ქაღალდებს დათქმულ დროს ან მოთხოვნისას გამყიდველის მიერ მყიდველისათვის თანხის უკან გადარიცხვის საფუძველზე. თითოეული ასეთი ოპერაცია განიხილება როგორც გარიგება და გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან. საკუთრების უფლება ფასიან ქაღალდებზე გადაეცემა მყიდველს, რომელიც უფლებამოსილია შესყიდული ფასიანი ქაღალდები გამყიდველის თანხმობის საფუძველზე დააგირაოს ან სხვაგვარად განკარგოს.

ამასთან, არანაირი გარიგება არ ათავისუფლებს მყიდველს შესყიდული ფასიანი ქაღალდების გამყიდველისათვის დათქმულ ვადაში დაბრუნების ვალდებულებისაგან.

2. კომერციულ ბანკებს შორის, აგრეთვე მათ მიერ არასაბანკო დაწესებულებებთან რეპო-ოპერაციების წარმოებისას აუცილებელია რეპო-ოპერაციებთან დაკავშირებული ფასიანი ქაღალდების გასხვისების შესახებ შეტყობინების (№3 დანართი) წარმოდგენა ეროვნულ ბანკში.

 

    მუხლი  II. ხელშეკრულების პირობები

1. ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისათვის გადაცემული ფასიანი ქაღალდები აბსოლუტურად თავისუფალია, არ წარმოადგენს დავის საგანს და შეირჩევა მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმებით.

2. ფასიანი ქაღალდების მყიდველს აქვს მათზე საკუთრების უფლება და შეუძლია მათი გამოყენება თავისი შეხედულებისამებრ, რაზეც აუცილებელია გამყიდველის წინასწარი თანხმობა, იმ პირობით, რომ იგი გამყიდველს რეპო ოპერაციების ვადის დამთავრებისთანავე დაუბრუნებს ფასიან ქაღალდებს.

3. ყიდვისა და გამოსყიდვის ფასი, აგრეთვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა პირობები განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით რეპო-ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წ ლის 22 ოქტომბრის  №97 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

4. რეპო-ოპერაციები ფორმდება ერთიდან თოთხმეტ დღემდე.

 

    მუხლი  III. მხარეთა უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

1. მყიდველი და გამყიდველი ვალდებული არიან შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება.

2. გარიგება ფორმდება აუქციონზე გაყიდული ფასიანი ქაღალდების საერთო თანხის, ასევე რეპო-ოპერაციებიდან მისაღები შემოსავლის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე.

3. ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ფასიანი ქაღალდების გადაცემა უნდა მოხდეს დებულების შესაბამისად, გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთმისაღები ბუღალტრული ჩანაწერების ფორმით და რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანით.

4. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეთა უფლება-მოვალეობები არც ერთი მხარის მიერ არ უნდა გადაეცეს სხვას, წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე.

5. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თითოეულ მხარეს აქვს უფლება ჩათვალოს შემხვედრი მოთხოვნები და გამოიყენოს მასთან არსებული ქონება ვალდებულებების დასაფარავად ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ოპერაციებზე ურთიერთჩათვლისა და სალდირების გზით.

 

6. რეპო-ოპერაციებით ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ვადის დადგომისას გამყიდველის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდები რჩება მყიდველი ბანკის საკუთრებაში. თუ ფასიანი ქაღალდების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს მთლიანად გამოსყიდვის მოცულობას, მყიდველი დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს სხვა წყაროების ხარჯზე, სხვაობის თანხაზე კი წარუდგენს გამყიდველს სარჩელს.

მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი იხდიან საურავს ყოველი გადაცდენილი დღისათვის ასანაზღაურებელი თანხის 0,5 პროცენტის ოდენობით.

 

    მუხლი  IV. ხელშეკრულების ვადები

1. ეს ხელშეკრულება ფორმდება ______________ ვადით და დასაშვებია მისი ავტომატურად გაგრძელება, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 14 დღისა ერთ-ერთმა მხარემ არ მიიღო წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.

 

2. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.

 

3. ეს ხელშეკრულება შედგენილია ორ ცალად, ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება მხარეებთან.

 

 მყიდველი ბანკი                                                                                      გამყიდველი ბანკი

 ხელმოწერა                                                                                                 ხელმოწერა

 ბ. ა.                                                                                                               ბ. ა.

 

19. დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო

 სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით

და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

 სახაზინო ვალდებულებებით რეპო

ოპერაციების შესახებ“ დებულების

დანართი №2

 

საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება რეპო ოპერაციების

 

აუქციონზე ________________________ ყიდვის (გაყიდვის) შესახებ

                                                      (ფასიანი ქაღალდის ტიპი)

200 წლის __ ____________

 

200 წლის „__“________ „ ____“ საათზე რეპო-ოპერაციების აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული (გაყიდული) იქნება _____________________ დღის ვადით.

 (ფასიანი ქაღალდის ტიპი)

ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შემთხვევაში მიეთითება შემდეგი რეკვიზიტები:

ა) გასაყიდი ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის ნომერი;

ბ) ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღი;

გ) ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.

 

განაცხადი დადგენილი ფორმით წარმოადგინეთ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტში არა უგვიანეს 200--- წლის „__”__________

ფასიანი ქაღალდებით გასაცემი სახსრების მოცულობა განისაზღვრება______________________

პროცენტული ოდენობით.                                                                               (ფასიანი ქაღალდის ტიპი)

 

 საქართველოს ეროვნული ბანკის

 ვიცე- პრეზიდენტი                                                          “.

 

20 . დებულების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო

 სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით

და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

 სახაზინო ვალდებულებებით რეპო

ოპერაციების შესახებ“ დებულების

დანართი №3

 

შეტყობინება №__

 

რეპო-ოპერაციებთან დაკავშირებული _____________________________გასხვისების შესახებ

                                                                                (ფასიანი ქაღალდის ტიპი)

 

200_ წლის __ __________

ფასიანი ქაღალდის გამსხვისებლის დასახელება ___________________

ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი: _______________________________

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ 200_ წლის “__”______________ № _____

აუქციონზე ნაყიდი ფასიანი ქაღალდებიდან გასხვისებულია (რეპო ოპერაციებთან დაკავშირებით) რაოდენობა: ___________________________

                                                   (ციფრებით და სიტყვებით)

 

ნომინალური ღირებულებით: ___________________________

 (ციფრებით და სიტყვებით)

რომელიც გამოსყიდული იქნება 200_ წლის „__“_______________

ფასიანი ქაღალდის ახალი მფლობელის დასახელება ________________

ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი _______________________________

რეპო ოპერაციებთან დაკავშირებით

გამსხვისებლის ხელმოწერა: __________________ ბ.ა.

 

ახალი მფლობელის ხელმოწერა: __________________ ბ.ა.

 

მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის

შეტყობინება გასხვისების შესახებ რეპო ოპერაციებთან დაკავშირებით შემოვიდა ეროვნულ ბანკში 200_ წლის „__“__________ და შეტანილია ცვლილებები აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრში რეპო-ოპერაციებთან დაკავშირებით. ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადის დადგომისას ანგარიშსწორება განხორციელდება შეტყობინებაში მითითებული ანგარიშების მიხედვით.

 

ხელმოწერები: 1.

 

                                                                      ბ.ა.

 

                              2.

 

ეს შეტყობინება დგება სამ ცალად. ერთი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხოლო თითო-თითო – რეპო-ოპერაციების მონაწილე ბანკებში.

 

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

რ..გოცირიძე