,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.010.789
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №225
2007 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 07.04.03 წ., №31, მუხ. 250) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ერთდღიანი კრედიტი უზრუნველყოფილ უნდა იყოს შესაბამისი გირაოთი. გირაოდ მიიღება ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი, კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები (შემდგომში – ფასიანი ქაღალდები). ამასთან, აღნიშნულის ნოტარიულად დამოწმება აუცილებელი არ არის, რადგან მათი შენახვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
6. კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, გასაცემი კრედიტის საერთო ლიმიტს, გასაცემი კრედიტისათვის ფასიანი ქაღალდების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია.
7. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, ითვალისწინებს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, საბანკო სისტემის ლიკვიდურობის პოზიციას, სავალუტო და საფინანსო ბაზრების მდგომარეობას, აგრეთვე საერთო მონეტარულ ფონს.“.
2. მეორე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კრედიტის მისაღებად კომერციული ბანკი წერილობით ან ,,სვიფტით“ წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტს სათანადო ფორმის გარიგება-განაცხადს (შემდგომში – განაცხადი, დანართი №2), რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს 15 სთ-მდე, ხოლო სესხის გაცემა ხორციელდება იმავე დღის 16.00 სთ-მდე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება კრედიტის პირობების შესახებ (დანართი №3) როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ კომერციულ ბანკებს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) გასაცემი კრედიტის საერთო ოდენობა;
ბ) კრედიტის ფიქსირებული, წლიური საპროცენტო განაკვეთი;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება (სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი), მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ,,სვიფტის“ მისამართი და ფაქსი, რომელიც იღებს კომერციული ბანკის განაცხადს კრედიტის მიღების შესახებ;
დ) სესხის ასაღებად საჭირო ფასიანი ქაღალდების ოდენობა (აღნიშნული განისაზღვრება დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტით).
4. განაცხადების მიღებას და დამუშავებას ახორციელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკრედიტო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი). კომიტეტი ამოწმებს განაცხადში მითითებული თანხის შესაბამისობას გასაცემი კრედიტის საერთო ოდენობასთან, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხულ ფაქტობრივ ნაშთთან და კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების, სახელმწიფო ობლიგაციების ან სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებასთან. ფასიან ქაღალდებს უდარებს შესაბამის რეესტრს. ამასთან, ერთი ბანკის მიერ წარმოდგენილ განაცხადში მითითებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს გასაცემი კრედიტის საერთო მოცულობას.“.
,,7. სავალუტო სახსრების, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის, გამოყენების შემთხვევაში კომერციულ ბანკებს უფლება ეძლევათ გამოიყენონ მხოლოდ ეროვნულ ბანკში მათ უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე ფაქტობრივად რიცხული ნაშთის 90 პროცენტი. ამასთან, კრედიტის გაცემისას კომიტეტი ამზადებს განკარგულებას საქართველოს ეროვნული ბანკის (პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) საოპერაციო დეპარტამენტის მიერ შესაბამისი თანხის დაჯავშნის თაობაზე.“.
3. ამოღებულ იქნეს დებულების მეორე მუხლის მე-8 პუნქტი.
4. მესამე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გარიგების დადების შემდეგ კომიტეტი ამზადებს საანგარიშსწორებო დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს შესაბამის განკარგულებას (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) კომერციული ბანკისათვის კრედიტის მიცემის შესახებ და რომელიც გადაეცემა ეროვნული ბანკის საოპერაციო დეპარტამენტს. განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს კრედიტის თანხა, დაფარვის თარიღი და კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტით.“.
5. ამოღებულ იქნეს დებულების დანართი №4.
6. დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ დებულების
დანართი №1
გენერალური ხელშეკრულება ერთდღიანი კრედიტის შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი მისი პრეზიდენტის (ვიცე-პრეზიდენტი) _______________________________სახით, როგორც კრედიტის გამცემი, ხოლო მეორე მხრივ, ________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________ როგორც
(კომერციული ბანკის დასახელება, მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი)
კრედიტის მიმღები ,,კომერციული ბანკი“, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად აფორმებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს ერთდღიანი კრედიტის სახით აძლევს ფულად სახსრებს ეროვნული ვალუტით ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
2. ეროვნული ბანკის ვალდებულებები
ეროვნული ბანკი ვალდებულია:
1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოს კომერციული ბანკები ინფორმაციით ერთდღიანი კრედიტის გაცემის შესახებ.
2. საკრედიტო ოპერაციის განხორციელების დღეს, გარიგება-განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, უზრუნველყოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე გარიგება-განაცხადში მითითებული თანხის ჩარიცხვა.
3. კომერციული ბანკის ვალდებულებები
კომერციული ბანკი ვალდებულია კრედიტის დაფარვის ვადის დადგომისთანავე ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს ნასესხები თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები.
4. განსაკუთრებული პირობები
1. კომერციული ბანკისათვის მიცემული კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით, სახაზინო ვალდებულებებით ან ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული ნაშთით.
2. კომერციული ბანკი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უშუალოდ განახორციელოს ეროვნულ ბანკში მისი საკორესპოდენტო ანგარიშიდან თითოეულ გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციები.
3. კომერციული ბანკი თანახმაა კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის ვადის დადგომისას დავალიანების დაფარვა განახორციელოს, პირველ რიგში, მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან, ხოლო მასზე რიცხული თანხების უკმარისობის შემთხვევაში – კრედიტის უზრუნველყოფიდან.
4. მხარეების მიერ საკრედიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ვალდებულებების (კომერციული ბანკის გარიგება-განაცხადით განსაზღვრული პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის არასრულად ან დაგვიანებით ჩარიცხვა და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ჯარიმდებიან დანაკლისი თანხის 0.5 პროცენტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. დამატებითი პირობები
1. ეს ხელშეკრულება ფორმდება 1 წლით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდგომი 1 წლით, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ერთ-ერთმა მხარემ არ მიიღო წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
2. მხარეებს უფლება აქვთ ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, თუ ამას სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებენ მეორე მხარეს.
3. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
4. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლო წესით.
5. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება ეროვნული ბანკის საკრედიტო კომიტეტში, ხოლო მეორე – კომერციულ ბანკში და ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
6. მხარეთა იურიდიული მისამართები:
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის დასახელება
380005, თბილისი, ლეონიძის3/5 ___________________________
საქართველოს ეროვნული ბანკის კომერციული ბანკის
პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიდენტი) ხელმძღვანელი
ბ.ა ბ.ა “.
7. დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ დებულების
დანართი №2
გარიგება-განაცხადი
საქართველოს ეროვნული ბანკისაგან ერთდღიანი კრედიტის მიღების თაობაზე
,,____“ ___________ 200_ წ
კომერციული ბანკის დასახელება__________________________________________
საკორესპონდენტო ანგარიში __________________________________
მისაღები კრედიტის ოდენობა ______________________ ლარი (თანხა ციფრებით და სიტყვებით)
მისაღები კრედიტის საპროცენტო განაკვეთი _________________ (წლიური %)
ეროვნული ბანკისაგან მისაღები კრედიტის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვის თარიღი
,,__“ _______________________200_ წ.
მიღებული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის თარიღი ,,__“____200_ წ.
კრედიტის უზრუნველყოფა: _________________________________________________________
ფასიანი ქაღალდის სახეობა (უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი,)
ვადასტურებ, რომ კომერციული ბანკი______________ თანახმაა ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების პირობებზე. საკრედიტო ოპერაციის განხორციელებისას ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი ________ თანახმაა უპირობო წესით მოხდეს კრედიტის უზრუნველყოფის რეალიზაცია (მე-3 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად) მისი დავალიანების დასაფარავად.
კომერციული ბანკის ხელმძღვანელი _________________________ (ხელმოწერა, გვარი, სახელი)
ბ.ა.
საკრედიტო ოპერაციაში მონაწილეობის შედეგი
(ივსება ეროვნული ბანკის საკრედიტო კომიტეტის მიერ)
გარიგება-განაცხადის სარეგისტრაციო ნომერი №___
გარიგება-განაცხადის შემოსვლის თარიღი ,,__“ ______ 200_ წელი
ეროვნული ბანკის მიერ კრედიტის გაცემის თარიღი ,,__“ ______ 200_ წელი
კრედიტის დაბრუნებისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის თარიღი
,,__“ ____200_ წ.
გაცემული კრედიტის ოდენობა ________________________________ ლარი
(თანხა ციფრებით და სიტყვებით)
გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი __________ (წლიური %)
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკი
_______________________________________ ___________________________________
(ხელმოწერა, გვარი, სახელი) (ხელმოწერა, გვარი, სახელი)“.
8. დებულების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ დებულების
დანართი №3
საქართველოს ეროვნული ბანკის
შეტყობინება №
საკრედიტო ოპერაციების შესახებ
_ __________________ 200 __ წელი
200 __ წლის __ ________________-დან საქართველოს ეროვნულ ბანკი აცხადებს ______ ლარის კრედიტების გაცემას ერთი დღის ვადით, წლიური ____________ საპროცენტო განაკვეთით.
გასაცემი კრედიტის ოდენობა გირაოში ჩასადებ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში:
1. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური ღირებულების __ პროცენტი
2. სახელმწიფო ობლიგაციების ნომინალური ღირებულების ___პროცენტი
3. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების __პროცენტი.
დაინტერესებულ ბანკებს შეუძლიათ გარიგება-განაცხადი დადგენილი ფორმით წარმოუდგინონ ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტს არა უგვიანეს 200_ წლის _ _____ -დან ყოველი დღის (შაბათ-კვირის გარდა) 15.00 საათამდე.
კომერციული ბანკები გაცნობილი უნდა იყვნენ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას. განაცხადის ფორმის მიღება შეიძლება ეროვნულ ბანკში.
კომიტეტის წევრები:
საქართველოს ეროვნული ბანკის
საკრედიტო კომიტეტი
საქართველოს ეროვნული ბანკის
სავალუტო და ფულად-საკრედიტო
ოპერაციების დეპარტამენტი
0105, თბილისი, ლეონიძის ქ. 3/5 ტ. 44-22-74.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე