„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1026
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 27/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.791

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1026

2007 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამ­დე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუ­ტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ. №172, მუხ. 2339) დამტკიცებულ ინ­­ს­ტ­რუქ­­ციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამა­ტება:

ა) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩა­მო­­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზ­ღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სა­­საზ­ღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრან­სპორტო საშუალებების გარდა) ხორციელდება ,,საბაჟო კონ­ტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორ­ტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომ­ში – მოწმობა).“;

ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა

1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სა­საზ­ღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სა­საზ­­ღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლი­მა­ტუ­რი პირობების გათვალისწინებით, დღეში. 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღი­სა (გარდა ტრანზიტისა). საქართველოში არარეგის­ტრირე­ბუ­ლი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამ­დე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტო­რიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევი­სა) განისაზღვრება 20 დღით, ხოლო სარკინიგზო ტრან­­სპორ­ტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხე­­დავად გადაზიდვის მანძილისა – 10 კალენდა­რული დღით.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ­ციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბა­ჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) საზღვაო გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეადგენს 90 დღეს, ხოლო სხვა გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუა­ლებებზე – 65 დღეს.“;

გ) ინსტრუქციის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგი­ლებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტო­რიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხის­მგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთი­თება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს:

ა) არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტე­რი­ტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო;

ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტო­რიაზე, ხორციელდება ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების (ზედნადები ან ინვოისი ან კონ­ტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირ­თო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის წარდგე­ნით, რომელიც დადასტურდება საბაჟო ორგანოს პასუ­ხისმგე­ბელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებუ­ლი უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტო­სატრან­სპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუ­შავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტა­რიუ­ლად დამოწმებული ასლის წარდგენით.“;

დ) ინსტრუქციის მე-13 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილე­ბული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტო­სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორ­ტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.“.    

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

მინისტრის პირველი მოადგილე