„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1031
სარეგისტრაციო კოდი
230.100.000.22.033.010.796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 27/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.010.796

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1031

2007 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

�საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. �საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2320) დამტკიცებულ ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).�;

ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული, უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა საზღვაო გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეადგენს 90 დღეს, ხოლო სხვა გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე � 65 დღეს.�;

გ) ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის �ბ1� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ბ1) როდესაც პირს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20 დღის ვადაში გააქვს საქართველოს ტერიტორიიდან, გარდა ამ პუნქტის �ბ2� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;�;

დ) ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს �ბ2� ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

�ბ2) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის მიერ შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანიდან 90 დღის ვადაში, ხოლო სხვა გზით შემოტანიდან 65 დღის ვადაში (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) გააქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;�.

�2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

მინისტრის პირველი მოადგილე