„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1033
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.010.798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 27/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.798

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1033

2007 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განად­გურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცე­ბის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ.2324) დამტკიცებულ „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გა­ნად­გურების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).“;

ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშა­ვე­ბის ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუა­ლე­ბების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგი­ლებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრან­სპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწი­ნებით. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგი­ლებუ­ლი უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტო­სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავე­ბის ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა საზღვაო გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუა­ლებებზე შეადგენს 90 დღეს, ხოლო სხვა გზით შემო­ტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე – 65 დღეს.“;

გ) ინსტრუქციის მე-8 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილე­ბული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტო­სატ­რან­სპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალა­ქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურ­ცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარ­დგენით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

მინისტრის პირველი მოადგილე