აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1143
სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.22.034.010.799
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 30/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 999 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.22.034.010.799 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1143 2007 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი  თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის თანდართული წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი     მუხლი 1🔗. 1. ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. აზარტული თამაშობების ადგილებია: სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი, ხოლო სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილებია: ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო.     მუხლი 2🔗. 1. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში და გარე პერიმეტრზე ახდენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას. 2. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ ერთდროულად მოიცვას დარბაზის მთელი სივრცე და შესაძლებელი იყოს დარბაზში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. 3. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სალაროსთან უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს სალაროსთან მისული პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. 4. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შემოსასვლელებში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შემსვლელი და გამსვლელი პირის ვიზუალური დანახვა და იდენტიფიკაცია. 5. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემით წარმოებული დაკვირვების ზონა სრულად უნდა მოიცავდეს ფეხით მოსიარულეთა გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობა.  6. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. 7. საზოგადოებრვი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ ან/და სხვა უფლებამოსილმა პირმა.     მუხლი 3🔗. 1. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილზე, კერძოდ დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების პარამეტრებს განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თავსებადი უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. 2. გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით, ხოლო უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები ჩართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომეთველყურეობის სისტემაში. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან/და სხვა უფლებამოსილი პირი ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს, რომელშიც აღინიშნება – ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დასრულების თარიღი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების რაოდენობა,  მათი ტექნიკური მახასიათებლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის და აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ხელმოწერები. აქტს თან უნდა დაერთოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემების განლაგების ამსახველი ფოტოსურათები. ამ პუნქტით განსაზღვრული აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი გადაეცემა აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, ხოლო მეორე რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის. ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დამადასტურებელი  აქტის დამოწმებულ ასლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.     მუხლი 4🔗. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები  ამოწმებენ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების მიერ ამ წესის მოთხოვნების შესრულებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იღებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. 2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე დაუბრკოლებლად შეამოწმოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილი და დაუყოვნებლივ მიიღოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაცია. უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც აღინიშნება – მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) აღწერილობა, პერიოდი (თარიღი, თვე და წელი) და ინფორმაციის (დოკუმენტის) მიმღების  და გამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მიღება-ჩაბარების აქტში შეიძლება დამატებით მიეთითოს სხვა მონაცემებიც. 3. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაციის უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა არ ათავისუფლებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს აღნიშნული სახის ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვის ვალდებულებისგან. 4. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის დაეკისრებათ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი  თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.