,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№743
სარეგისტრაციო კოდი
430.010.000.22.022.010.801
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 06/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.801

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №743

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-17 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ-თველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ, №37, მუხ. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებუ-ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკავებული შენობა ან მისი ნაწილი;“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;“;

გ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;“;

დ) ,,თ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ2) ლოგისტიკის ჯგუფი – გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე;“;

ე) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი –გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;“;

ვ) ,,ო“ და ,,ო1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;

,,ო1) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;

ზ) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;“;

თ) ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;“.

2. დებულების მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.“;

ბ) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას, აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის მიღება ხდება რეგისტრაციის პროცესის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, განაცხადში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა, ვადა და თანხის მიღების ადგილი. განაცხადების მიღების დასრულებიდან თანხები გაიცემა განაცხადში მითითებულ ვადებში.“.

3. დებულების მე-6 მუხლის:

ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფს ადგილებს ფაკულტეტების მიხედვით, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

11. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შესაძლებელია:

ა) უცხო ქვეყნის იმ მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, მაგრამ არანაკლებ „ზო-გადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სწავლების წლების ხანგრძლივობის პროგრამის ათვისების შედეგად;

ბ) უცხო ქვეყნის იმ მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

ბ) მე-4, 41, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნული ცენტრს წარუდგენს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, რაოდენობასა და სახელობით ნუსხას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამის ფაკულტეტებზე.

41. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიე-რების სამინისტროს მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, მოცემულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილებზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაძლებელია დაწესდეს გასაუბრება ქართულ ენასა და ლიტერა-ტურაში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასაუბრების ჩატარება შეიძლება უზრუნველყოს უშუალოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მეშვეობით.

6. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვ-რობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით.“.

4. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღ-ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.

5. დებულების მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რესურსცენტრებში აგზავნის აბიტურიენტების მიერ შესავსები განცხადების ფორმას, რომელშიც მითითებულია:

ა) აბიტურიენტის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უკვე დამთავრებული აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელების მითითებით, ხოლო თუ პირი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით;

გ) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი;

დ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ადრე ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სურს თუ არა შეინახოს ადრე მიღებული შეფასება რომელიმე საგანში;

ვ) იმ ფაკულტეტის/ფაკულტეტების (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით;

ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია“;

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსცენტრები ვალდებულნი არიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ სარეგისტრაციო განაცხადების შევსებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.

6. შევსებული განცხადებები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომლის ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს მათ დახარისხებას და გადასცემს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფს, სადაც ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.

7. ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს ცალკეული აბიტურიენტის კომპიუტერულად დამუშავებული ამონაბეჭდი ფორმების დაგზავნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში, სადაც აბიტურიენტები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მხოლოდ ტექნიკური კორექტივები, რის შემდეგაც ამონაბეჭდი ფორმები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირება.“.

6. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) საფოსტო მისამართი;

გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);

დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;

ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;

თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტი;

ი) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;

კ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომელზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.“

7. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი.

8. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. ვადები

ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ რესურსცენტრში საჯარო სტენდზე გამოკვრით.“.

9. დებულების მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.“;

 ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. აბიტურიენტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფუნქციონალური დარღვევები, გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბი-ტურიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვა-ლისწინებული მოქმედების ჩადენაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ დებულების 21-ე მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი გამოცდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.“;

ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.“;

ვ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

18. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.“.

10. დებულების მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.

5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.“.

11. დებულების მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირ-დება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებში ნაწილდება გამოცდების ეროვნული ცენტრში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება რესურსცენტრებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. რესურსცენტრებში, აგრეთვე გამოსაქვეყნებლად იგზავნება საგამოცდო ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები. ამასთან, ზემოაღნიშნულ ვადაში საგამოცდო ცენტრების მეშვეობით გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს აბიტურიენტების მიერ შევსებული პასუხების ფურცლების ასლების გაცემას. პასუხების ფურცლის ასლის მისაღებად საჭიროა აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შევსებული წერილობითი მოთხოვნა.“.

12. დებულების მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს გამოცდების ეროვნული ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.“;

ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე აკრედიტაციის შედეგად მისაღები კონტინგენტისათვის გამოყოფილ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენ-ტების ნუსხიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ, ფაკულტეტზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებოობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრს). აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:

ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები;

ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;

გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.

10. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.“.

 13. დებულების მე-20 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს არ ჰქონდა მოპოვებული გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის მიერ გაცემული, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამა-დასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება და მას ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წერილობით განაცხადში მითითებული ჰქონდა, რომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების შედეგად.“.

14. დებულების 201 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მოპოვებისათვის ან ნაწილობრივი ოდენობის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ეს მუხლი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.“.

15. დებულების 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ ქალაქის რესურსცენტრში, სადაც აბიტურიენტმა გაიარა გამოცდა. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რესურსცენტრში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს აბიტურიენტს იმავე რესურსცენტრის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) 22, 23,24, პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა სხვა აბიტურიენტის მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციას.

23. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა საგამოცდო პროცესში მონაწილე აბიტურიენტებისა და სხვა პირების მხრიდან (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ აბიტურიენტების ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელთაც დაარღვიეს საგამოცდო პროცედურა, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, აგრეთვე, აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციას.

24. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება რესურსცენტრში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტით.“;

გ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.“.

16. დებულების 22–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:

ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.“.

17. დებულების 225  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 225. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება

1. მომავალი სემესტრისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია აკრედიტაცის ცენტრის მიერ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგილებს განსაზღვრავს ფაკულტეტების მიხედვით.

2. აკრედიტაციის ცენტრი კონკრეტულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენის მიზნით, გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირებისათვის ვალდებულია გადაამოწმოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რაოდენობის თავისუფალი ადგილი გადაყვანის წესით სტუდენტების მისაღებად.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირების მიზნით, აკრედიტაციის ცენტრი:

ა) აწარმოებს იმ სტუდენტების აღრიცხვას, რომელთა მიერ ათვისებულ უმაღლესი საგანმანათ-ლებლო პროგრამები ითვლება აკრედიტებულად;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ამ დაწესებულებაში რიცხულ სტუდენტთა რაოდენობის თაობაზე;

გ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტების შესახებ, მათ შორის, სტუდენტის გარიცხვა/ამორიცხვის აქტს, აგრეთვე ინფორმაციას იმ აბიტურიენტთა შესახებ, რომლებმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) ადგენს ამ პუნქტის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის ფორმასა და ვადას;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილთა რაოდენობას და აცნობებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების დადგენის მიზნით;

ზ) რეგისტრაციაში ატარებს და ვებ-გვერდზე განათავსებს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებებში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებთან დაკავშირებით.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა არის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.“.

18. დებულების 226  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 226. გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია

გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ადგილებზე მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით და ვადაში. სტუდენტების რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.“.

19. დებულების 228  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 228. მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მიერ სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების სამართლებრივი აქტის შემუშავება და მიღება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი შეიმუშავებს გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის ცენტრი გასცემს დადებით დასკვნას.

2. აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში მოყვანილი თითოეული სტუდენტის შესაბამისობა ამ დებულების 222 მუხლთან და სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისობა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან.

3. სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე დადებითი დასკვნის მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ დებულების 223 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადისა, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება აკრედიტაციის ცენტრში.“.

20. დებულების 229  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 229 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის ვადები

აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვებისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენის ვადები. აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ადგილების რეგისტრაციის რამდენიმე ვადა;

ბ) გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის ვადას.“.

21. დებულების 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დაემატოს მე-10 და მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,10. 2007-2008 სასწავლო წელს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლი-სათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულების შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) ჩარიცხვის უფლება ექნებათ პირებს, რომლებმაც 2006 ან/და 2007 წელს ჩააბარეს ზოგადი უნარების გამოცდა და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) აბიტურენტთა მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია იმ ფაკულტეტების და ადგილების შესახებ, რომლებშიც განხორციელდება პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის და ვადების შესაბამისად; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას. ამ ინფორმაციის საჯარო გამოცხადებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ) აბიტურიენტთა რეგისტრაცია განხორციელდება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული განაცხადის ფორმის და დადგენილი ვადების შესაბამისად;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის ჩაირიცხებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულა ექნებათ;

ე) თუ რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ფაკულტეტზე პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისათვის თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების შესახებ. თავისუფალი ადგილის არარსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დაწესებულებისათვის დადგენილ სტუდენტთა მაქსიმალური ადგილების რაოდენობასთან მომავალი სასწავლო წლის მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისას;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბა-მისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის ჩაირიცხებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილებზე.

11. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის აბიტურიენტების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩასარიცხად რეგისტრაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აბიტურიენტთა ზოგადი უნარების ქულების რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზეც მან მოიპოვა პროფე-სიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია